დიღომში მდებარე თბილისის "დინამოს" საკალათბურთო დარბაზში თბილისის საჯარო სკოლებს შორის საუკეთესოები გამოვლინდა
სპორტისა და განათლების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შეირჩა 8 პრიორიტეტული სახეობა. ყველა სკოლა ვალდებულია, ერთ-ერთი აირჩიოს. პრიორიტეტულ სახეობათა შორისაა კალათბურთიც. სწორედ კალათბურთში დასახელდა დღეს, 15 ივნისს თბილისის გამარჯვებული.

დიღომში მდებარე თბილისის "დინამოს" საკალათბურთო დარბაზში თბილისის საჯარო სკოლებს შორის საუკეთესოები გამოვლინდნენ. გამარჯვებულები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, მინისტრის მოადგილემ დავით ნამგალაურმა, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების კალკათბურთელმა თორნიკე შენგელიამ დააჯილდოვეს.

ვაჟებს შორის გამართული ტურნირი ვაკე საბურთალოს რაიონის წარმომადგენელმა "კომაროვის" სკოლის გუნდმა მოიგო, რომელმაც მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მე-20 საჯარო სკოლა 25:7 დაამარცხა. მესამე ადგილზე კი გლდანი-ნაძალედევის წარმომადგენელი გავიდა. გოგონებში ჩემპიონობა არავის დაუთმო ვაკე-საბურთალოს რაიონის, 192-ე საჯარო სკოლის გუნდმა, რომელმაც ფინალში 18:8 გლდანი-ნაძალადევის გუნდი დაამარცხა. მესამე ადგილზე კი მთაწმინა-კრწანისის გუნდი გავიდა.

ეს იყო აღნიშნული ტურნირის დასკვნითი დღე, თორემ შეჯიბრებები კარგა ხანია მიმდინარეობს და მასში თბილისის თითქმის ყველა სკოლა მონაწილეობდა. თავდაპირველად რაიონების პირველობები ჩატარდა. თითოეულმა რაიონმა საუკეთესო სკოლა გამოავლინა, რის შემდეგაც გაიმართა ფინალური ტურნირი. ასე და ამგვარად, გამოვლენილია დედაქალაქის საუკეთესო სკოლა, რომელსაც საქართველოს დანარჩენი რეგიონების გამარჯვებულებიც დაემატებიან და ბოლოს ფინალური ტურნირიც გაიმართება, რომელიც საქართველოს საუკეთესო სკოლას გამოავლენს. სპორტისა და განათლების სამინისტროთა მხარდაჭერით ტურნირს ორგანიზებას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გაუწევს.

ლადო ვარძელაშვილი:

- თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის სპორტის 8 სახეობაში შეჯიბრება მიმდინარეობს, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, მწვრთნელებს საშუალება აქვთ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინონ. მომავალ წელს ტურნირი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ყველა საჯარო სკოლა მიიღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ბესიკ ლიპარტელიანი:

- სასიამოვნოა, რომ გამოკითხვის შემდეგ საჯარო სკოლების დიდმა ნაწილმა სათამაშო სახეობებიდან კალათბურთი აირჩია. ეს ტურნირი ხელს შეუწყობს ნიჭიერი ბავშვების გამოვლენას, რომლებსაც მაქსიმალურად დავეხმარებით. ერთის მხრივ ბავშვები სპორტით არიან დაკავებულები, მეორეს მხრივ კი სურვილის შემხვევაში პროფესიონალ სპორტსმენებად ჩამოყალიბების შესაძლებლობა ეძლევათ.

www.gbf.ge

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის