ევროპის გრანდი კლუბები თავიანთი სუპერლიგის შექმნას აპირებენ, რაც ფაქტობრივად, ჩემპიონთა ლიგის დასასრულის მომასწავებელია და ბუნებრივია, თუ თავისი გაიტანეს, მათ ეროვნული ჩემპიონატებისადმი ინტერესიც დაეკარგებათ. მოკლედ, ათწლეულების მანძილზე დამყარებული მთელი საფეხბურთო სისტემა სრულად დაინგრევა.

რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ფიფა და უეფა, ვინაიდან სუპერლიგის შექმნის შემთხვევაში, უფუნქციოდ და ფინანსების გარეშე რჩებიან. ამასთან დაკავშირებით ფიფამ განცხადება გაავრცელა:

"იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მედიაში გავრცელდა ევროპის ზოგიერთი კლუბის მიერ დახურული საფეხბურთო ლიგის შექმნის განზრახვის თაობაზე, ფიფა და ექვსი საფეხბურთო კონფედერაცია კიდევ განმეორებით აცხადებენ, რომ ასეთი ტურნირი არ იქნება აღიარებული ფიფასა და არც ერთი კონფედერაციის მიერ.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კლუბი და ფეხბურთელი, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს, არ იქნება დაშვებული ფიფასა და ნებისმიერი კონფედერაციის მიერ ორგანიზებულ არც ერთ შეჯიბრებაზე".

თუმცა, ეტყობა, ეს ბობოლებს არ აფრთხობთ. "ტაიმსი" ამტკიცებს, რომ სუპერლიგის შექმნა არათუ გადაწყვეტილია, არამედ ამისათვის ყველაფერი უკვე დაგეგმილია. კერძოდ: ტურნირის ორგანიზატორებს 18-გვერდიანი დოკუმენტი აქვთ შექმნილი, რომლის მიხედვით, სუპერლიგაში 15 გუნდი მუდმივი სტატუსის მქონე იქნება, ხოლო კიდევ 5 საკვალიფიკაციო ტურნირიდან შეირჩევა.

6 გარანტირებული ადგილი პრემიერლიგას ექნება, აგრეთვე - "რეალს", "მილანსა" და სხვებს. თითოეული მათგანი სუპერლიგაში შესვლისთანავე ავტომატურად 350 მილიონ ევროს მიიღებს.

გუნდები ორ ჯგუფად დაიყოფიან და სეზონში 18-23 მატჩს ჩაატარებენ.

ამაშია საქმე
ფეხბურთელები გადაიწვებიან ვინ გაუძლებს ყველა ტურში ტოპ გუნდები შეხვდებიან და ფეხბურთელების კლასიც დაეცემა.უფრო გამდიდრდებიან და იმაზე მეტად დაიკიდებენ ახლა რომ კიდიათ.
ამაშია საქმე
ფეხბურთელები გადაიწვებიან ვინ გაუძლებს ყველა ტურში ტოპ გუნდები შეხვდებიან და ფეხბურთელების კლასიც დაეცემა.უფრო გამდიდრდებიან და იმაზე მეტად დაიკიდებენ ახლა რომ კიდიათ.
სოსო
ეს,გლობალიზაციის კიდევ ერთი შემოტევაა და ამ დროს,ჩვეულებრივ,ყველაფერი ეროვნული,ითრგუნება.ხომ ვხედავთ,კალათბურთში ეროვნული ნაკრები ვეღარ იკრიბება,ფეხბურთშიც ასე იქნება და ფეხბურთი,რომელიც აქამდე,პირველ რიგში დემოკრატიულობის გამო გვიყვარდა,ელიტარულ,ზეეროვნულ სპორტად იქცევა.დანარჩენებისათვის ჩაკეტილ ზონად.ყველაფერ საუკეთესოს,თავისკენ რომ ჰქაჩავს და სხვებს,წამოდგომის საშუალებას აღარ აძლევს.ფული მთლიანად გაბატონდება ფეხბურთზე და ეს,არავითარ შემთხვევაში არ მსურს.
jango
ემოციების გარეშე: 1) ამ 20 კლუბიდან გარანიტრებულად ჩამოყალიბდება 3 ჯგუფი ა) მუდმივი ააუტსაიდერები ბ) მუდმივია შუაწელის გ) მუდმივი ბობოლები. აუტსაიდერებს თუკი მოუწევთ 2-3 წელი ამ პოზიციაში ყოფნა,მაშინ მალე დაკარგავენ სპონსორებს და უცბად გაღარიბდებიან. ვინ ჩაანაცვლებს მათ ისეთი ფულით რომ ბობოლებს დაეტაკნონ? ალბათ ხვდებით რომ ეს ურთულესი საკითხია, თან ფულის გარდა ფიზიკურად ფეხბურთელი უნდა გყავდეს. თითქმის ასეთივე ბედი ელით შუა ხაზის კლუბებსაც, ამათი მუდმივი ბრძოლა ზედა ოთხეულთან მაგრამ გარანტირებული წარუმატებლობა და ამაში გადაყრილი მილიარდები ხარჯებს ვერ ამოიღებს, ამიტომაც 3-4 წელიწადში მათი დაუძლურება ისეთი დონის იქნება რომ ყოფილ ეროვნულ ლიგებშიც კი დაჰკარგავდნენ ადგილს ამ ხარისხით. რამდენიმე წელიწადში ამ სუპერლიგის ხარისხი იმაზე მკვეთრად სუსტი იქნება ვიდრე ეს დღესაა ესპანეთსა და ინგლისში ან თუნდაც გერმანიაში,არაფერს ვამბობ იტალიაზე. უცნაურ საკითხად რჩება გავარდნილი ხუთეულის ჩანაცვლება, ვინ იქნებიან ჩამნაცვლებლები და ესურვებათ კი ეროვნული ლიგების გამარჯვებულებს ამათი ჩანაცვლება? შეიძლება ბობოლების გარეშე ლიგები ისე მოეწყნონ რომ მათ ტელევიზიებისა და სხვა სპონსორებისაგან შემოსავალები იმაზე მეტი ჰქონდეთ ვიდრე აქამდის იყო? როგორც ამ დღეებში რეალის და ბარსელონა, ასევე გერმანიის კლუბების თამაშებმა გვიჩვენა, რაც უფრო მდიდარია კლუბი მით უფრო სუსტდება ის როგორც კი რაიმე ფინანსური პრობლემები ექმნება, ამ კლუბების ფეხბურთელებს არამარტო დიდი ხელფსები აქვთ,არამედ ამაზე მეტი ზომსი კრედიტები, რადგან მათ სიხარბეს ზღვაერი არ აქვს და როგორც კი ფულის ნაკლებობა განიცდიან მაშინვე სტრესებში გადადიან,ეს რეალობაა და ეს ყველამ იცის. ხოლო ღარიბი კლუბების ფეხბურთელები ამ "სიამოვნებას" რომ მილიონებიანი კრედიტები ჰქონდეთ, მოკლებულნი არიან, მათი ცხოვრების წესი და საშუალებები სხვაა და მუდამ მზად არიან ძლიერებთან საბრძოლველად. რაც მოხდა რეალთან და ბარსელონასთან კი დავინახეთ, ერთი მეფურად ჩაწიხელს და მეფური პატივისცემით გააყუნცულეს, მეორე კი დამატებით დროში ძლივს გაუსწორდა გაშმაგებულ მესამე ლიგელს.
ვეტერანი
ეს ფაქტიურად ფიფა-დან გასვლაა და თუ ეს მოხდა, ფიფა-ს უვარგისი წესებით აპირებენ თამაშს? უნდა შეიქმნას წესებისა თუ მსაჯობის მარეგულირებელი ორგანოები და ა.შ. მსგავსი რამ ჯერ არ გაჟღერებულა. ამას წესით ძლიერ ნაკრებთა გასვლა უნდა მოყვეს შემდეგ ნაბიჯად და მივიღებთ ყოველ წელს ევროპის ჩემპიონატს. ყველა შემთხვევაში სამყარო უნდა შეიცვალოს. ფიფა-ს სჭირდება კონკურენტი და ის ამას მიიღებს.
მიჩინიო
რამდენი ხანია ეგ ლაპარაკი მიდის, მაგრამ ოდნავ მაინც რეალური არაფერია და ახლო მომავალში ალბათ ვერც იქნება. ჯერ-ჯერობით კლუბების ფინანსები ახლოსაც ვერ მივა კორუმპირებული ფიფას და უეფას ფინანსებთან. თუმცა, ბოლო 20 წელში იმდენად პერმანენტულად იწერება ამ თემაზე, ერთხელაც იზამენ რამეს. ფულმა ფეხბურთი კი არა ყველაფერი წალეკა და ეს მოცემულობაა.
master
კი დაიწყება,მივიღებთ დაახლოებით ნბა-ს ან ევროლიგის სისტემას,ან ჰოკეის.ნაკრებებს სახვეწარი გაუხდებათ კლუბებიდან ფეხბურთელების გამოძახება.სანაკრებო ფეხბურთი დაბალი დონე იქნება,ისევე როგორც კალათბურთში და წყეულ ჰოკეიშია,შესარჩევებში თამაშს იუკადრისებენ მილიონერი ფეხბურთელები და მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატის წინ გაირეკლამებენ თავს რო აი ითამაშებს მსოფლიოზე ან ევროზე.დიდი ხანია მოკვდა ფეხბურთი,უბრალოდ ამას გაფორმება სჭირდება.ასე იცის ბევრმა და უკონტროლო ფულმა,საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელებში 80 მილიონების გადახდამ.სამწუხაროა.ფულმა წალეკა ფეხბურთი,არამარტო ფეხბურთი,ზოგადად სპორტი და ზოგადად ადამიანებს სამართლიანობის განცდა დაუკარგა.მხოლოდ ფულზე ფიქრობს დღეს ადამიანი,სხვა დანარჩენი ღიებულება მეორეხარისხოვანია სამწუხაროდ.გმადლობთ ყურადღებისათვის.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
კონტრრევოლუცია იწყება - "რეალსა" და "იუვენტუსს" მკაცრად დასჯას უპირებენ
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
გაუმაძღრების სულელური რევოლუციის კრახი და რეფორმების აუცილებლობა
"ჩელსი", "სიტი" და "ატლეტიკო" სუპერლიგიდან გამოდიან - ტურნირი მკვდრადშობილია?
"ამიტომაც, არ მომწონს იდეა..." - შოთა არველაძე სუპერ ლიგის დამტკიცებას ეხმაურება
Bild: "ბაიერნი", "დორტმუნდი" და პორტუ" მოკვეთილების ნაცვლად ნახევარფინალში?