ან იონ სეუნმა ოფიციალურად დაასახელა ქალთა გუნდის შემადგენლობა, რომელიც 3-10 ივლისს ტურინში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების კორეელმა მწვრთნელმა ან იონ სეუნმა ოფიციალურად დაასახელა ქალთა გუნდის შემადგენლობა, რომელიც 3-10 ივლისს ტურინში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. არსებითად, მან ეს სამეული ადრევე შეარჩია, მაგრამ ანთალიაში ჩატარებულ მსოფლიოს თასს მაინც დაელოდა.

იმის მიუხედავად, რომ იქ ლანა ვერულიძემ ურიგოდ არ იასპარეზა - შესარჩევში მხოლოდ ნარიმანიძეს ჩამორჩა, პლეი ოფში კი ერთადერთი იყო ჩვენი გუნდიდან, ვინაც ორი რაუნდი გაიარა, მწვრთნელმა ადრინდელ განაცხადში ცვლილება მაინც არ შეიტანა.

კორეელის გადაწყვეტილებით, ტურინში მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოვა, რადგან ვაჟების მაჩვენებლები იმდენად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ წაყვანა უაზრობაა. ტურინში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება, რისთვისაც მთავარია არა ადრინდელივით პირად პირველობაში, არამედ გუნდურში მოპოვებული წარმატება - აქ ნაკრებმა პლეი ოფში ერთი წრე მაინც უნდა გაიაროს ანუ რვა საუკეთესოს შორის მოხვდეს. ამ შემთხვევაში საგზური მის სამივე წევრს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ გუნდურ პირველობაში პლეი ოფში 16 საუკეთესო გუნდი გადის. ჩვენებს ამ სიაში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ საჭიროა, რაც შეიძლება მაღალი ადგილით შევიდეთ, პლეი ოფში უფრო სუსტ მეტოქეს რომ შევხვდეთ. თუ იმ რვა მოწინავე გუნდს შორის ბრიტანეთიც მოხვდება, რომელსაც მასპინძლობის გამო საგზურები ავტომატურად ეკუთვნის, მაშინ IX-XVI ადგილებზე გასული გუნდები დამატებით ცალკე ტურნირს ჩაატარებენ, მისი გამარჯვებული ნაკრები კი ასევე მიიღებს ლიცენზიას. დაგვეთანხმებით, ახლებური წესით საგზურის მოპოვება ბევრად გართულებულია ადრინდელთან შედარებით, როცა ლიცენზიას ჯერ პირად პირველობაში 64, მერე კი 44 მონაწილე იღებდა. ახლებური წესის ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ ახლა თუ ამ ბარიერს დაძლევ, ერთბაშად სამ საგზურს იღებ, მაშინ კი ყველას ცალ-ცალკე უნდა მოეპოვებინა. ოლიმპიადაზე სამი მონაწილე იმას ნიშნავს, რომ იქაც შეგეძლება გამოსვლა გუნდურ პირველობაში. აქვე შეგახსენებთ, რომ მშვილდოსან ქალთა ნაკრები დღემდე ერთადერთია, ოლიმპიადაზე გუნდურ პირველობაში რომ გამოსულა - სიდნეიში.

ჩვენები იტალიაში 22 ივნისს გაფრინდებიან და ჩემპიონატის დაწყებამდე ტურინში შეკრებას გაივლიან. ოფიციალური ვარჯიში 3 ივლისსა დანიშნული, შესარჩევი ეტაპის შეხვედრები კი 4-5 ივლისს გაიმართება. თუმცა მანამდე - 1-2 ივლისს ტურინში მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი გაიმართება, რომელსაც ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი არტემ სანიშვილი დაესწრება.

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია