ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 22-ე ტურის მატჩში გიორგი მაკარიძის "ალმერიამ" "საბადელს" უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო - 2:2.

გიორგიმ შეხვედრაში რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა "ალმერიამ" ქულები მეტწილად მისი უიღბლობის შედეგად დაკარგა.

პირველი გაშვებული გოლის დროს ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი მაკარიძეს მოხვდა ხელზე და კარში შევარდა. მეორე გოლი კი უფრო დასანანი აღმოჩნდა - ქართველ კიპერს ბურთი თამაშში შეჰყავდა, როცა ფეხი აუსრიალდა და ბურთი მეორე ფეხზე მოირტყა, თავისუფალი დაინიშნა და "საბადელმაც" გაიტანა.

"ალმერია" 21 თამაშის შემდეგ სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. გუნდი პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ "ესპანიოლსა" და "მალიორკას" 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

alexandre
მართლა საწყენია, მაგარი ბურთები აუღია. თავისუფალი სწორადაა დანიშნული. ჯერ მარჯვენა ფეხი მოარტყა ბურთს, მერე მოხვდა მარცხენაზე, ანუ ორჯერ ითამაშა ზედიზედ.
გოგა
ვერ ნახე რატომ არა პირველი ნომერი ნაკრებში:)
ტარიელი
ყოველთვის მომწონდა და მომწონს მაკარიძე, ვიდრე ლორია. თან თითქმის ყოველთვის ძლიერ კლუბებში და ჩემპიონატებში თამაშობს და სტაბილურად და რატო არ უნდა იყოს პირველი ნომერი ნაკრებში?...
ნიკ
ასეთ "დარღვევაზე" თავისუფალს ვინ ნიშნავს,კალათბურთია?
კახაკ
არაუშავს, ვის არ მოსვლია.. :)
L.J.
უიღბლო დღე ყველა ფეხბურთელს ააქვს იმედია მაკარ ეს დღე იყო ბოლო უიღბლო დღე შენს კარიერაში ....წარმატებები
ლშა
ეგ არაფერი , მიდი მაკაარ აჩვენე შემდეგ ტურებში
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა