"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 7 თებერვალს რუსეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული რაზმი დაასახელა.

შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი, ორჯერ გადადებული მატჩი, „მიხეილ მესხზე“ 15:00 საათზე დაიწყება.

პირველად დიდი ნაკრების შეკრებაზე

ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ლევან მაისაშვილმა რამდენიმე ლიდერი მოისაკლისა. მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში 36 მორაგბეს უხმეს, რომელთაგან 10 უკეპო მოთამაშეა.

გამოძახებულთა შორისაა "უოსპსის" 29 წლის ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელმაც "ბორჯღალოსნებში" ბოლოს თითქმის ორი წლის წინ, 2019 წლის მარტში რუსეთის წინააღმდეგ ითამაშა:

„ზურას დიდი ხანია ნაკრებში არ უთამაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება წაგვადგება“, – ამბობს მაისაშვილი.

უშანგი ჭეიშვილი, გიორგი ნუცუბიძე, იოსებ გუშარაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ირაკლი ცხადაძე, ნიკა სუხაშვილი, ლუკა მატკავა, გიორგი ბაბუნაშვილი, ოთარ ლაშხი, თემურ კოხოძე – ეს ის მორაგბეები არიან, რომელთაც ნაკრების კეპი ჯერ არ მოუხვეჭიათ. მაისაშვილის თქმით, ნაკრებში ახალი მორაგბეების ინტეგრირება ეტაპობრივად მოხდება:

„გვსურდა ძირითადი ბირთვი ისეთივე ყოფილიყო, როგორიც „შემოდგომის ერთა თასზე“ გვყავდა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოდის. შემოდგომის გაფართოებული რაზმიდან ათი მორაგბე გვაკლია, რისი მიზეზიც ძირითადად ტრავმებია. გარდა ამისა, პრობლემები შექმნა პანდემიამ, როგორც მოთამაშეთა დროულად ჩამოსვლის, ასევე კლუბებთან ურთიერთობის კუთხით“.

„ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ახალი მოთამაშეები გავსინჯოთ, მაგრამ ამისთვის თავადაც უნდა იყვნენ მზად. წელიწადში სულ 11 თამაშს ვატარებთ. მნიშვნელოვანია გუნდის შეთამაშებაც და არ გვაქვს იმის ფუფუნება, სანაკრებო მატჩები სასელექციო შეხვედრებად ვაქციოთ“.

„შეკრება საქართველოშია და გვაქვს იმის შესაძლებლობა, გაფართოებულ რაზმში 36 მორაგბე გვყავდეს. რა თქმა უნდა, ყველა უკეპო მორაგბე რუსეთთან 23-კაციან განაცხადში ვერ მოხვდება. ჩვენ მათ დავაკვირდებით ეტაპობრივად, ყველა მიიღებს შანსს“.

„გამოვიძახეთ ახალგაზრდა ბურჯები, რომელთა საქმეში ხილვა გვსურდა. საფრანგეთში ახალგაზრდა ბურჯები მრავლად გვყავს და ვეცდებით, რომ ყველას მივცეთ შანსი. გამოძახებულია ირაკლი ცხადაძე, რომელსაც ჯერ კიდევ 20-წლამდელთა ნაკრებიდან ვაკვირდებით, მაგრამ ჰქონდა ტრავმები. ახლა ის უკვე ტოპ 14-ში თამაშობს და ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეა. სათამაშო კვირაში დავაკვირდებით ყველას და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“.

მოსამზადებელი ეტაპი და დაგეგმარება

გაფართოებულ შემადგენლობაში 20 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. მათი ნაწილი – „თბილისის ჯგუფი“, შეკრებაზე 25 იანვარს შევიდა. ტრავმების გამო გასულ კვირაში ვერ ივარჯიშეს სანდრო თოდუამ, ლაშა ლომიძემ და სანდრო სვანიძემ.

„სამწუხაროდ, სასელექციო შეკრებაზე სამი მორაგბე ტრავმით გამოცხადდა და ვერ ივარჯიშა. კიდევ ორი მოთამაშე ლიმიტირებული იყო და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობდა. გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბმა ეს კვირა დაგეგმარებისთვის გამოვიყენეთ. ვეცადეთ, სათამაშო კვირა ისე გაგვეწერა, რომ ხელი არაფერს შეეშალა“.

ილია მაისურაძის და გიორგი ჩხაიძის ტანდემი შერკინებაში

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ერთი სიახლეა: შერკინებაზე უმცროსი "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე იმუშავებს:

„ილია მაისურაძე და გიორგი ჩხაიძე ფუნქციებს გაინაწილებენ და შერკინებასთან ერთობლივად იმუშავებენ. ილია გამოცდილი სპეციალისტია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცნობს იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც მრავლად არიან წარმოდგენილნი“.

„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, შეტევაზე ირლანდიელი ნილ დოკი იმუშავებს, რომლის მუშაობით მაისაშვილი კმაყოფილი დარჩა. ხაზთან იმუშავებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ბესიკ ხამაშურიძე.

გაფართოებული რაზმი რუსეთთან

შერკინება

ბურჯები: ზურაბ ჟვანია (40 კეპი, 55 ქულა), უშანგი ჭეიშვილი (უკეპო), ბექა გიგაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), გიორგი ნუცუბიძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (22 კეპი, 10 ქულა);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (78 კეპი, 50 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), გიორგი ჭყოიძე (13 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), ლაშა ჯაიანი (6 კეპი), გიორგი ჯავახია (4 კეპი), დავით გიგაური (6 კეპი, 5 ქულა), იოსებ გუშარაშვილი (უკეპო);

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (60 კეპი, 60 ქულა), ბექა საღინაძე (17 კეპი, 15 ქულა), სანდრო მამამთავრიშვილი (უკეპო), ირაკლი ცხადაძე (უკეპო), მიხეილ გაჩეჩილაძე (12 კეპი, 10 ქულა), ნიკა სუხაშვილი (უკეპო), თორნიკე ჯალაღონია (4 კეპი);

ღერძი

ვასილ ლობჟანიძე (56 კეპი, 40 ქულა), გელა აფრასიძე (29 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (1 კეპი); თედო აბჟანდაძე (20 კეპი, 118 ქულა), ლუკა მატკავა (უკეპო), გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა);

ხაზი: მერაბ შარიქაძე (71 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (7 კეპი, 30 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო), დემე თაფლაძე (5 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (13 კეპი, 30 ქულა), თამაზ მჭედლიძე (60 კეპი, 35 ქულა), თემურ კოხოძე (უკეპო), სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), დავით ნინიაშვილი (2 კეპი).

rugby.ge

მაგ პოზიციაზე ეროვნულში ჯერჯერობით ბექა გორგაძე უკონკურენტოა. აქვეა ახალგაზრდა ჯალაღონია, რომელმაც ბიარიცის ძირითადში ითამაშა და ლელოც გაიტანა. იმედია, იაშაღაშვილსაც მიეცემა შანსი .

ერთი და მთავარი მიზეზი ის მგონია, რომ მაგ პოზიციაზე ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. არც მათიაშვილია ნომინალური 15 ნომერი და მისი სათადარიგო ახალგაზრდა ნინიაშვილი გვყავს. მათიაშვილი ამ ტურნირისთვის სრულიად საკმარისია, მაგრამ ამის იქით აშკარად გაძლიერება გვჭირდება
გიორგი
ძალიან სასიხარულოა ჟვანიას გამოჩენა. გარდა იმისა, რომ საუკეთესო ბურჯია, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არაფროფესიონალური ბუტიაობის დასრულებასაც მოასწავებს ეროვნულ ნაკრებში.
გიორგი
ყველას გვაინტერესებს თუ ვის აქვს ტრამვა და ვის არ უშვებენ ფრანგული კლუბები. იქნებ გაგვაგებინოთ?
თემური
ეგ შეკითხვა მეც მიჩნდება. არადა ძაან მაგარი ახალგაზრდა ჩანს, მომავალი გორგოძილა...
მიროსან
ზუსტად მაგის კითხვას ვაპირებდი და დამასწარი ძმა... სად გაქრა ვაბშე ხსენება რო აღარაა მაგ ბიჭის??
emigranti
იაშაღაშვილი სად გაქრა?
გორდა
წარმატებები საქართველოს! ხომ არ იცით, მოდებაძეს ნაკრებში 15 ნომერზე რატომ არ აყენებენ?
me
სუპერ რაგბის გუნდები აკვირდებიანო, აინტერესებთ რა სპორტის სახეობას თამაშობსო :)
რიგითი
ჩემგან დიდი პატივისცემა სოსო მათიაშვილს როგორც ადამიანს და ნამდვილად ვიტყვი რო მონდომებით ალბათ ყველაზე მონდომებულია გუნდში... მაგრამ გულწრფელად ვკითხულობ ვინმემ გვითხრას და აგვიხსნას იმსახურებს კი მისი ფორმიდან გამომდინარე ასე რეგულარულ თამაშს ძირითადში??? წარმატებები სოსოს მაგრამ მგონია რო მართალი ვარ..
ტარიელ
მათიაშვილი? მეორეხაზელი ჭეიშვილი დიდ 10-ში ვერ თამაშობს სხვებზე ერთი თავით მაღლა და ნაკრებში? რავიცი... მალაღურაძეს ალბათ მერე მაინც გამოიძახებენ, არადა ახლა ჯობდა 100 კეპისთვის ცენტურიონი ხდებოდა და 1 მატჩი რა იქნა რომ ათამაშონ??? დადებითი მუხტია ხაზში ახალი სახეები. ჟვანიას დაბრუნება საინტერესოა იმედია არ აირევა ატმოსფერო ნაკრებში მის გამო, არადა ყველაზე ნიჭიერი ქართველი პირველხაზელია
კკკ
მათიაშვილი არ დაკარგოთ როგორმე....დდდ
ბადრი
როგორც იქნა. წარმატებები ზურა✌
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა