ეროვნული ნაკრებებისთვის ოფიციალური და ამხანაგური მატჩების რაოდენობის გაზრდა წელიწადში 12-დან 17 თამაშამდე იგეგმება
ფიფას, შესაძლოა, ევროპულ კლუბებთან კონფლიქტი წარმოეშვას, რადგან მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია ეროვნული ნაკრებებისთვის ოფიციალური და ამხანაგური მატჩების რაოდენობის გაზრდას წელიწადში 12-დან 17 თამაშამდე აპირებს.

ამგვარად კი ფეხბურთელს, რომელიც ინგლისში ასპარეზობს და ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდის, შესაძლო სათასო გადათამაშებების გარდა, ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში, ასევე ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა სეზონის განმავლობაში 86 მატჩში მოუწიოს მონაწილეობის მიღება.

პროფესიონალური ევროპული ლიგების ასოციაცია (EPFL) ნაკრებებისთვის თამაშების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით ფიფას გეგმების განხილვას 8 ივლისს დანიშნულ გენერალურ ასამბლეაზე აპირებს.

"ფიფა პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული შიდა პრობლემებით ძალიან დაკავებული იყო. ახლა ფიფას ევროპულ ლიგებთან თავისი გეგმების განხილვის დრო აქვს. ეროვნული პირველობები და კლუბები ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს იწვნევენ.

ნაციონალური პირველობები ეს ფეხბურთისთვის ყოველდღიური პურია, ჩვენი ასოციაციის წევრები ათასობით კლუბის ინტერესებს წარმოადგენენ", - განაცხადა EPFL-ის წარმოამდგენელმა ემანუელ მარსელო დე მადეიროსმა.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა