26, 27 და 28 თებერვალს ბაკურიანი სკი-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს. წლევანდელი შეჯიბრება განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი შერეული ნაკრების გუნდურ შეჯიბრებას მსოფლიო თასის ფარგლებში პირველად მასპინძლობს. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრებაში თითო ქვეყნის ნაკრებიდან 2 გოგო და 2 ბიჭი იქნება გუნდში. როგორც კლასიკურ სკი-კროსში, აქაც 4 სპორტსმენი დაეშვება ერთდროულად. ამ დისციპლინაში მონაწილეობის მისაღებად, ბაკურიანში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-მდე სპორტსმენს ელოდებიან. რეგისტრაცია 16 თებერვალს დასრულდება.

ბაკურიანისთვის 2021 წლის სეზონი საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან სათხილამურო ღონისძიებები მხოლოდ სკი-ქროსის ეტაპით არ დასრულდება. 3,4 და 5 მარტს აქ ასევე გაიმართება სნოუბორდ-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი ღონისძიება სეზონურ კალენდარში დაგეგმილი არ იყო, მაგრამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის თხოვნის საფუძველზე, გადაწყდა, რომ ბაკურიანში სნოუბორდ-ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებიც გაიმართება.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება გაუქმდა მთელ მსოფლიოში პანდემიის გამო, ჩვენი პატარა ქვეყანა ორ "ა" კლასის ღონისძიებას მასპინძლობს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს უშუალოდ მთაზე მომუშავე პერსონალი, რადგან ტრასის უმოკლეს დროში კორექტირება მოგვიწევს და ეს გამოცდილება მსოფლიო ჩემპიონატისთვის ძალიან დაგვეხმარება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია და სრულ მზადყოფნაში ვართ. მთავარია, ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყოს ხელი და თებერვლის მეორე ნახევარში ბაკურიანში ყინვები შენარჩუნდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიებებიც უმაღლეს დონეზე ჩაივლის", - ზუკა კოსტავა, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.

ბაკურიანში თვეზე მეტია მოსამზადებელი სამუშაოები მინდინარეობს. ხდება ტრასების გაწმენდა და ხელოვნური თოვლით გათოვლიანება. მალე კურორტს ეწვევიან საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლები, რომელთა უშუალო ჩართულობით მოხდება ტრასების ფინალურ ეტაპზე მშენებლობა.

ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19 პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება. სამწუხაროდ, წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ეტაპებზე მაყურებელი დასწრებას ვერ შეძლებს, თუმცა ყოველი დღის შეჯიბრების ტრანსლირება მოხდება სხვადასხვა არხით. ევროსპორტის და სხვა საერთაშორისო არხების გარდა, სადაც ბაკურიანიდან ეტაპები პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემული, ქართველი მაყურებელი ასევე შეძლებს სანახაობას თვალი ადევნოს "სილქუნივერსალის" მეშვეობით. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი 2000 წლიდან კომპანია "სილქნეტია".

R

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა