“ფიორენტინას” მესვეურებმა ვერაფრით გამონახეს საერთო ენა მარიო ალბერტო სანტანასთან და ხელშეკრულება ვერ გაუხანგრძლივეს
“ფიორენტინას” პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე გულშემატკოვრებს ჰპირდება, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს აუცილებლად გააძლიერებს. თუმცა, ჯერჯერობით მსგავსი არაფერი ხდება და პირიქით, “ვიოლას’ ფეხბურთელები ტოვებენ.

ბოლო ინფორმაციით, ფლორენციული კლუბის მესვეურებმა ვერაფრით გამონახეს საერთო ენა მარიო ალბერტო სანტანასთან, ვერ გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება, რომლსაც პირველ ივლისს გასდის ვადა და შესაბამისად, მასთან განშორება მოუწევთ. 29 წლის არგენტინელი შემტევი “ნაპოლიში” გადადის, ამას ფეხბურთელის პირადი აგენტი, მარკო პიჩიოლი ადასტურებს:

“ჩემს კლიენტს ჰქონდა იმის სურვილი, რომ “ფიორენტინასთან” ხელშეკრულება გაეგრძელებინა, მაგრამ პირობებზე ვერ შევთანხმდით. ამიტომ, გავწყვიტეთ ყველანაირი ურთიერთობა და ახალი კლუბის ძიებას შევუდექით. საბედნიეროდ, ბევრმა გამოხატა ინტერესი, რომელთა შორის ყველაზე კარგი უდავოდ “ნაპოლის” ვარიანტი გახლავთ.

ნეაპოლელებმა სამწლიანი ხელშეკრულება შემოგვთავაზეს, რომელსაც ივლისის პირველ რიცხვებში მოვაწერთ ხელს. თვითონ სანტანა ძალიან კმაყოფილია მოვლენათა ასეთი განვითარებით, რადგან ვალტერ მაძარის ამბიციური გუნდი ჰყავს, რომელიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. ამასთან, ახალ გუნდში არაერთი თანამემამულე დახვდება, რაც ადაპტაციის პროცესს გაუადვილებს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა