patrickcaskie.medium.com "რეინჯერსის" ცნობილი გულშემატკივარის პატრიკ ცასკის ბლოგ-საიტია.

საიტს გლაზგოელთა არაერთი გულშემატკივარი სტუმრობს და სხვადასხვა ტრანსფერებსა თუ მოვლენებს განიხილავს.

ცასკიმ ამჯერად სტატია იმ ნახევარმცველების შესახებ გამოაქვეყნა, რომლებიც შესაძლოა, "რეინჯერსს" გამოადგეს.

საინტერესო და სასიამოვნოა, რომ 4 მოთამაშისგან შედგენილ სიაში გრაცის "შტურმის" ჩვენებური შუახაზელი ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა.

აი, რას წერს ცასკი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესახებ:

"რეინჯერსს" აქამდეც წარმატებულად უთანამშრომლია ქართველ ფეხბურთელებთან, როგორებიც ზურაბ ხიზანიშვილი და შოთა არველაძე არიან.

ერთადერთი, რითაც კიტეიშვილი მათ ჰგავს, არის ის რომ მისი გვარი ისეთივე რთული წარმოსათქმელია შოტლანდიელი კომენტატორებისთვის, როგორც არველაძის და ხიზანიშვილის იყო.

ოთარი ძალიან კარგი ნახევარმცველის ჩამოყალიბებული მაგალითია და მას ძალიან ცოტა ნაკლი აქვს.

კიტეიშვილი "შტურმში" ფორვარდების უკან თამაშობს ან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე. ქართველი, როგორც წესი, მოედანზე ყველგანაა და საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდება. ის შეტევაშიც და დაცვაშიც საკმაოდ ეფექტურია.

თუ "შტურმში" მის სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მას "რეინჯერსის" ნებისმიერ ნახევარმცველზე უკეთესი შედეგები აქვს. მაგალითითვის, გატანილი გოლები, შედეგიანი გადაცემები და ჩაჭრები ავიღოთ.

თუ გავითვალისწინებთ რომ ავსტრიული ბუნდესლიგის დონე შოტლანდიის პრემიერ ლიგას გაცილებით აღემატება, მივიღებთ მოცემულობას, რომ ოთარი ძალიან ძლიერი ნახევარმცველია და მაღალი დონის ფეხბურთელი.

კიტეიშვილის სიმაღლეც კი არ აისახება ცუდად მისი თამაშის ხარისხზე. ის საჰაერო ორთაბრძოლების 52.5%-ს იგებს და ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს.

ქართველი გლაზგოელებისთვის ძალიან კარგი შენაძენი იქნება. ოთარის ფასი დაახლოებით 4 მილიონი ევროა", - წერს ცასკი.

ziko
რეინჯერსი ევროპაშიც საკმაოდ სახელიანი კლუბია და იქ თამაში ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.საერთოდ ქართველი ფეხბურთელები კარგ კლუბებში თუ გადავლენ და ძირითადში ითამაშებენ მეტი პატივისცემა ექნებათ ნაკრების მეტოქეებს ჩვენს მიმართ.
ILIA
"სეივი", "დარტყმა განახორციელა", "ამოიწია" და ა.შ. ეს ენის დეგრადაციაა. ეჰ, ეროსი და კოტე...
4
ავსტრიიდან გერმანიის ბუნდესლიგაში გადასვლა იქნება ყველაზე სწორი, ყველანაირად
გიო
ჩემი აზრით შოტლანდის ჩემპიონატს ავსტრის ბუნდესლიგა ჯობს მიუხედავად დიდი პატივსცემისა რეინჯერსის მიმართ ისტორიული კლუბია ტიტოლოვანი. მაგრამ დღეს საშუალო კლასის კლუბია ევროპის დონეზე და მე ვხედავ პოტენციალს კიტეიშვილში მას შეუძლია ტოპ ლიგის დონეზე თამაში ავსტრიდან ფეხბურთელები წასულან ბუნდესლიგაში სერია ა ში პრემიერ ლიგაში ლალიგაში უამრავი ფეხბურთელი წავიდა ავსტრიდან ტოპ ლიგაში და თუ წავა ტოპ 5 ლიგაში უნდა წავიდეს ახლა ავსტრიაზე დაბალი რეიტინგის ჩემპიონატში გადასვლა წინ გადაგმულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება ჩემი აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელია და სტაბილურად კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ ასე თუ გაგრძელა იქნება დაინტერესება ტოპ ლიგებიდანაც წარმატებები ოთოს.
დიმა ბობოლაძე
დიმა ობოლაძეს რა ვუთხარი “საჰაერო ორთაბრძოლების” დამკვიდრებისთვის. თქვი რა: “მაღალი ბურთების 52.4%-ს იგებს” საჰაერო ორთაბრძოლა და პერლ ჰარბორი კიდე.
"მამარდაშვილში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს - სანერვიულო არაფერია" - ინგლისური მედია
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა და რა გოლი - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
[VIDEO] "მომეცით ბურთი! ყველას კარში დარტყმა გინდათ!" - კიტეიშვილი თანაგუნდელებმა წყობიდან გამოიყვანეს
"რეინჯერსი"-"ნაპოლის" მატჩი გადაიდო - შეხვედრას იტალიელი ფანები ვერ დაესწრებიან
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
შესაძლოა, კუმანმა ბრიტანული გუნდი ჩაიბაროს
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
"შტურმი" თებერვლის თვეში 4 შეხვედრას გამართავს
გლაზგოში "სლავიას" 1 ფეხბურთელი დაასახიჩრეს, მეორეს გვირაბში სცემეს [VIDEO]
"რეინჯერსის" ფანებმა ჩემპიონობა ერთმანეთის ცემით აღნიშნეს [VIDEO]
ამჯერად აქილევსის მყესის პრობლემა - კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია
შოტლანდიელი ფეხბურთელი: "რეინჯერსმა" გვილიას თამაშის ტემპის წარმართვის საშუალება არ უნდა მისცეს
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ოთარ კიტეიშვილმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
გვილია "აიბროქსზე", ქვილითაია ხორვატიაში - ქართველების გუნდების გადამწყვეტი მატჩები ევროპა ლიგის პლეი-ოფში
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა