"ბორჯღალოსნებისა" და "დათვების" რკენამდე, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო შარშან ორჯერ გადაიდო, 24 საათი რჩება.

2020 წლის რაგბი ევროპის დასკვნითი შეხვედრა 7 თებერვალს, "მიხეილ მესხზე" 15:00 საათზე დაიწყება და სამწუხაროდ, მას გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

მას შემდეგ, რაც ბელგია რუმინეთში ვერ ჩავიდა და ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, მომავალმა შეხვედრამ სატურნირო თვალსაზრი აზრი დაკარგა. რუსეთს აღარ ემუქრება ბოლო ადგილზე დარჩენა, საქართველომ კი, ჯერ კიდევ შარშან, ერთი ტურით ადრე მე-12-ედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი.

თუმცა ესაა შეხვედრა, რომელსაც სატურნირო დატვირთვა და დამატებითი მოტივაცია არ ჭირდება. დათვებს ბორჯღალოსნებთან სულ ერთხელ, პირველ მატჩში აქვთ მოგებული და ისიც შორეულ 1993 წელს, მას შემდეგ კი, ერთადერთხელ, 2002 წელს გამორჩნენ ფრეს. ბორჯღალოსნების ანგარიშზე 21 გამარჯვებაა, აქედან 18 ზედიზედ!

იმის გათვალისწინებით, რომ მწვრთნელები აქცენტს 2023 წლის მსოფლიო თასზე აკეთებენ, ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად არიან ახალგაზრდა მორაგბეები.

„დათვების“ უელსელმა დამრიგებელმა ლინ ჯოუნზმა სასტარტო შემადგენლობაში სამი დებიუტანტი დააყენა – მეორეხაზელი გერმან სილენკო, ფრთა ანდრეი კარზანოვი და ცენტრი ლუკ ბროკა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა და ‘ნარბონში’ თამაშობს, თუმცა დედა ყავს რუსი.

„მსოფლიო თასზე ყველაზე ასაკოვანი გუნდი გვყავდა და ბუნებრივია, რომ მისი დასრულების შემდეგ აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე ვაკეთებთ, მათ შორის იმ ნატურალიზირებულ მორაგბეებზე, ვისაც რუსული ფესვები აქვს. გასაგებია, რომ დებიუტისთვის შეიძლებოდა შედარებით იოლი მატჩის შერჩევა, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა თავს კარგად წარმოაჩენს, მას ნებისმიერ მეტოქესთან უნდა შეეძლოს წარმატებული თამაში“ – განაცხადა ჯოუნზმა შემადგენლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ბორჯღალოსნების პროგრესზე ისაუბრა:

„საქართველომ „შემოდგომის ერთა თასზე“ შესანიშნავი თამაშები ჩაატარა. ეს იყო დიდი ჩემპიონატი საქართველოსთვის. მათ რამდენიმე ლიდერი აკლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ეძებენ ახალგაზრდა ტალანტებს. შემოდგომაზე მათ ძალიან ბევრი ისწავლეს და კიდევ უფრო ძლიერები იქნებიან, ვიდრე აქამდე იყვნენ“.

გუნდის კაპიტანი ვიქტორ გრესევი თვლის, რომ „დათვები“ მომავალ თამაშს კარგ ფორმაში ხვდება და წუხს, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი არ იქნება:

„ინდივიდუალური პროგრამით ვემზადებოდით. გარდა ამისა, კლუბებმა წელს უწინდელზე ადრე დაიწყეს მზადება და ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ. ამ თამაშისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით და მიუხედავად იმისა, რომ ის სატურნირო თვალსაზრისით აღარაფერს წყვეტს, მძიმე თამაში იქნება. საქართველო ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე სერიოზული მეტოქეა და განწყობაც შესაბამისია“.

„როდესაც „დინამოზე“ 50 ათასი გულშემატკივარი საქართველოს ქომაგობს, ეს ჩვენს მოტივაციაზეც აისახება. მერე რა რომ ისინი ჩვენს წინააღმდეგ არიან. ჩვენ გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ და სამწუხაროა ტრიბუნები ცარიელი რომ იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, მეტოქისგან უკომპრომისო თამაშს ველით“.

rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო