"სან ხოსედან" თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსული და უგუნდოდ მყოფი საქართველოს ნაკრების 33 წლის მცველი გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივთან" ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას "რკინიგზული" კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი - გურამ კაშია, ლოკომოტივთან ერთად, ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება. გამოცდილი მცველი, ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ თბილისური შეკრების დროს შემოუერთდა და უკვე 1 კვირაა, ლოკომოტიველებთან ერთად ვარჯიშობს.

ცხადია, გურამ კაშიას მომავალი, ქართულ საფეხბურთო წრეებსა და გულშემატკივრებში დიდი ინტერესის საგანია. ამიტომ, გურამს ვთხოვეთ, თავად ესაუბრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და არსებული კითხვებისთვის პასუხი გაეცა.

გურამ კაშია: „ლოკომოტივს თბილისშივე შევუერთდი და უკვე ერთი კვირაა, გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. ქართულ ფეხბურთში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე, თუ საშუალება იყო, დავმატებოდი და ფორმის აღსადგენად მევარჯიშა. მოგეხსენებათ, ევროპულ ჩემპიონატებში უკვე მეორე წრე დაიწყო და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვარჯიშის დაწყება.

ლოკომოტივში გაგებით მოეკიდნენ ჩემს სიტუაციას და მწვრთნელისა და მენეჯმენტის თანხმობის შემდეგ, გუნდს შევუერთდი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან გვესიამოვნა ერთად მუშაობა და რადგან ჩვენი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა, გადაწყდა, რომ გუნდს ესპანურ შეკრებაზეც გამოვყვებოდი.

ეს ჩემთვის საინტერესო პროცესია. ლოკომოტივი ძალიან კარგი გუნდია, მშვენიერი გარემო და პირობებია და ვარჯიშებით მხოლოდ სიამოვნებას ვიღებ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას. მათთან მუშაობა ძალიან მომწონს.

პარალელურად, მოლაპარაკებებს ვაწარმოებ რამდენიმე გუნდთან და მათ შორის, შემიძლია თბილისის ლოკომოტივიც დავასახელო. ჯერჯერობით, სულ ესაა. ვნახოთ, რა იქნება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. დღეს ლოკომოტივში ვარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა".

tngh
კარგი იქნება, ტუ სხვა უქმად მყოფნი ლეგიონერებიც მიბაძავენ გურამს და საქართველოს პირველობას დაუბრუნდებიან...
გეგი
ნეტავ თავისი ფერადი სამკლაური თან წაიღო?
დათო
სულ იძახდა დინამოში დავამთავრებ კარიერასო.სამწუხაროდ ტრამპლინი ლიკომოტივია.კიდევ ,შეგაქე"ფიფია
Vasili
მატარებელიც თუ დაიხატა ტანზე თავის ლოკომოტივით , აი მაშინ ავშენებულვართ
გიგი
ტოლერანტობაში ეხმარება ეტყობა
gela
თავმოყვარეობა ვერ ხო? ალბათ ნაკრებიც ხო? ღადაობაა რა((
kaxi
ეს ლექსო უფრო ჭკვიანი და წინდახედული მეგონა, მოხუცთა თავშესაფარია თუ კლუბი? ეხლა შესაფერისი სამკლაურიც შეურჩიეთ და კითხეთ ბოლოს როდის ითამაშა,
GIGLA
მოკლედ, სულ სიამოვნებსში, სურვილენში და ფერად-ფერად მუშაობის პროცესშია.)))))))))))))))
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია