2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშიაც წარდგა, რომელიც რუმინეთის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში ბოლო, 129-ე მატჩს გამართავს:

"შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ჩვენს ნაკრებს ძლიერი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება. მის საფეხბურთო თვისებებზე საუბარიც კი ზედმეტია - ის ევროპის საუკეთესო მოთამაშეა. თავადაც უნდა გააცნობიეროს, რამდენად დიდი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ის ქართველია.

იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.

ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.

ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია".

NAKREBI.GE

ამ ბოლო წლებში,როცა ნაკრების ფეხბურთელებისაგან ინტერვიუებს იღებენ და ეკითხებიან,ნაკრებში ყველაზე მეტს ვინ ვარჯიშობსო,მათი პასუხი ყოველთვის იყო,ჯაბა კანკავა და გურამ კაშია.ყოველთვის ვარჯიშობენო.ჯერ იყო ჯაბას მოუწყეს ბულინგი და მანაც გარიდება არჩია.კაცმა რომელიც კაპიტანი იყო და ევროპაზე ყველასთვის საოცნებო გამოსვლა შეეძლო,ფაქტობრივად აიძულეს,სახლში დარჩენილიყო.ახლა გურამზეა იგივე ბულინგი,კაცზე,რომელიც ამ ევროპაზე წინ მიუძღოდა ნაკრებს და მომავალ კაპიტან კვარასაც არ აკლებენ,შხამსა და შეურაცხყოფას.დღეს ქეცბაიას ეფერებიან,მაგრამ მასაც არანაკლები შეურაცხყოფას აყენებდა თითქმის ზუსტად იგივე ხალხი და აღარც სანიოლი მოსწონთ,უნდა წავიდესო,მწვრთნელის გარეშე უკეთეად ითამაშებდაო,ნაკრები.არც ფედერაციას აკლებენ გინებას,დაანგრიესო ყველაფერი,იმათზე ამბობენ,ვინც საქართველოში ყველაზე გამოცდილები არიან ევროპაში თამაშით და მერე,უკვე იქაურ სტრუქტურაში მუშაობით,იმ ხალხზე,ვინც უამრავი სტადიონი,მოედანი და საფეხბურთო სკოლა ააშენეს,ევროპის ჩემპიონატი ჩაატარეს საქართველოში,ნაკრებიც იქამდე მიიყვანეს და ახლა,მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩამოტანაც მოახერხეს.იმ მთავრობის მომხრეები აგინებენ,მრავალი მოედანი,სტადიონი და სპორტის აკადემია რომ დაანგრიეს და დინამოს სტადიონზეც ყანის დათესვას მოითხოვდნენ.იმათ საქართველო ეჯავრებათ და თვითონ თუ არ იქნებიან მმართველობაში,ქვეყნის არსებობაც კი არ უნდათ,მაგრამ ვინც მაგათ დაკრულს კვერს უკრავთ,რას ფიქრობთ,ან საერთოდ ფიქრობთ რამეზე?ყველაფერი ხომ შედარებითია ამ ქვეყანაზე და შეადარეთ რა ,სად იყო საქართველოს ნაკრები იმათ ხელში და სად არის ახლა.ახლა აშენებულ ბაზებზე,კიდევ უფრო მეტი ტალანტი გაიზრდება და რამდენიმე წელიწადში,ნაკრები კიდევ უფრო ძლიერი იქნება,თუ ეს აღმშენებლობა გაგრძელდა.ერთ დღეში არაფერი შენდება და ყველაფერს დღეს ნუ მოითხოვთ.გურამ კაშიას მადლობას ვუხდი,მთელი მისი კარიერის გამო და კიდევ უფრო წარმატებულ მომავალს ვუსურვებ,ქართული ფეხბურთის საკეთიდღეოდ.
დავით 67
ფედერაციაო განვითარებაზე ზრუნავსო??? ერთი მწვრთნელი ვერ შეარჩია, რომელიც გუნდს გამოიყვანს კრიზისიდან. ვნახავთ რუმინეთთან რისი მაქნისები ხართ,ხვიჩას გარეშე
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
უარი თურქებსა და არაბებს - კონსეისაოს ტოპ 5 ლიგის გუნდში მუშაობა უნდა
რატომ დატოვა კრიშტიანო რონალდომ ეროვნული ნაკრები - მედიაში დეტალები გასაჯაროვდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
[VIDEO] კაშიას გაცილება. უკეთესის სურვილით - საქართველოს ნაკრები რუმინეთს ფრედ ეთამაშა
ჰაჯი: საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში უკეთესი იყო - ჩვენმა მეკარემ შეცდომა დაუშვა
რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სანიოლი: ძალიან დიდი პროგრესი გვქონდა - თითქოს ეგოიანი უკვე ერთი ან ორი წელია ამ გუნდში თამაშობს
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
სანიოლი: ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო