rugger.info-ზე საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი (16:7) იგორ იავკინმა მიმოიხილა:
რუსეთი საქართველოსთან თავაწეული დამარცხდა
"როგორც მოსალოდნელი იყო, "ლელოელებმა" "დათვებს" მოუგეს, თუმცა ვერც ანგარიშით და ვერც თამაშით კმაყოფილები ვერ იქნებიან.
"შვიდ ერზე" შაბათის მატჩების ყურების შემდეგ ვიფიქრე, რომ თბილისში, სავარაუდოდ, ორი სცენარი იქნებოდა. პირველი - საფრანგეთის მიერ იტალიის განადგურების სტილი; მეორე - იმის მსგავსი სენსაცია, რომელიც შოტლანდიელებმა შემოგვთავაზეს. დავასწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ უფრო ლონდონური თამაშის სცენარისკენ ვიხრებოდი.
წლის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები სრულიად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ერთი თავით მაღლა დგას და რომელმაც ახლახან "შემოდგომის ერთა თასზე" პლანეტის საუკეთესო გუნდებთან მიიღო მონაწილეობა. მე-16 წუთისათვის მათ ყველა შერკინება წააგეს, 22-ეზე კი - საკუთარი დერეფანიც. იქმნებოდა შთბეჭდილება, რომ ლევან მაისაშვილის შეგირდებმა უბრალოდ არ იცოდნენ, როგორ დაეძლიათ მეტოქის წინააღმდეგობა. რუსების ჩათვლის მოედანთან ახლოს შერკინება და დერეფანი არ იყო, ხოლო ყველა მცდელობა მარაოს გაშლისა და თამაზ მჭედლიძის "შეშვებისა", ბურთის დაკარგვით მთავრდებოდა. მასპინძლებმა 40 წუთში ერთადერთი მომენტი პირველი ტაიმის დასასრულს შექმნეს, როდესაც ჩათვლის მოედანს ძალიან მიუახლოვდნენ, მაგრამ ამან არავითარი დივიდენდები არ მოუტანა.
მეტიც, ხანდახან რუსეთი უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა და შესვენებამდე მართლაც შესანიშნავად თამაშობდა. სტუმრებმა არც ერთი დერეფანი არ წააგეს, რამდენჯერმე იყვნენ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში, თითქმის არ ჯარიმდებოდნენ მოედნის საკუთარ ნახევარზე და რამილ გაისინის ფეხით თამაშის წყალობით ურიგოდ როდი გადაჰქონდათ თამაში საკუთარი სამფლობელოდან შორს. დებიუტში ანგარიშის გახსნაც შეეძლო, მაგრამ მან ჯარიმა ვერ გამოიყენა.
და პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე კანონზომიერი - 0:0.
მეორე ტაიმი უფრო ცოცხალი და შედეგიანი გამოვიდა. ყვეელაფერი გაისინისა და თედო აბჟანდაძის საჯარიმოებიდან არაზუსტი გასროლებით დაიწყო. შემდეგ ჩვენ პირველი ლელო ვიხილეთ: ქართველთა დერეფნის მერე რუსებმა მჭედლიძე კი შეაჩერეს, მაგრამ მხედველობის არდან ლობჟანიძე გამორჩათ, რომელმაც ბურთი აიტაცა. აბჟანდაძემ კი ურთულესი პოზიციიდან გარდასახა.
ამის შემდეგ ერთ წუთში ჰაერში ვასილი არტემევთან თამაშისთვის ყვითელი ბარათი მირიან მოდებაძემ მიიღო, მაგრამ "დათვებმა" არათუ ვერ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით, არამედ აბჟანდაძისგან საჯარიმო გაუშვა - (10:0).
თუმცა ინტრიგა ძალიან მალე დაბრუნდა. საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ლინ ჯონსის შეგირდებმა ქართველთა ჩათვლის მოედანთან ძალიან ახლოს მისვლა შეძლეს. ბოგდან ფედოტკომ ლელო გაიტანა, ხოლო გაისინმა გარდასახვა და - 10:7.
სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს - უდისციპლინობამ დააღალატათ და აბჟანდაძემ ანგარიში 13:7 გახადა. გაისინს შეეძლო ანგარიში სამქულიან სხვაობამდე დაებრუნებინა, მაგრამ საჯარიმო არცთუ რთული პოზიციიდან გააცუდა.
თამაშის დასასრულს წარმატებისთვის ორივე გუნდს შეეძლო მიეღწია, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა, რაზეც "დათვებმა" სცადა კიდევ ერთი ლელოთი ეპასუხა, მაგრამ ქართველთა დაცვამ გაუძლო.
16:7 - "ლელოელების" ძალზე არადამაჯერებელი გამარჯვება, რომლისთვისაც უფრო მეტი კომპლიმენტი რუსებმა დაიმსახურეს".
ჟორა გაბრიჭიძე
ბიჭებო, ამ თამაშით თქვენ რუსებს მიეცით გათამამების იმედი, თუ შემდეგ თამაშზე თავის ადგილზე არ მოსვით მოგებასაც მოინდომებენ და ხომ იცით, ვინც ძალიან ინდომებს, იგებს კიდეც.
ლევანი, არა მაისაშვილი
მწვრთნელია პირველ რიგში მოსაძებნი. ახალგაზრდა მოთამაშეებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. რუსებს თანდათან დაეტყოთ მწვრთნელის ხელი. ჩვენ კიდევ გვაბოლებენ მოვიგეთ და რა პრეტენზია გაქვთო.
fani
რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს თამაშის ასეთი მიმოხილვა რუსების მიერ, გვეყოს ვაჟკაცობა და ვაღიაროთ რომ ძირითადად ზუსტად ასახავს თამაშის სურათს. ფაქტი ერთია - ნაკრები რეგრესს განიცდის. ამიტომ, დროზე თუ არ მოვეგეთ გონს და ყველაფერი არ დალაგდა, კარსმომდგარი შესარჩევი (2 წლიანი) ციკლი რთული იქნება!
ვა რა დონეა
შეეშვით ამ საქმის გარჩევებს ყველას თავი მაგარი რომ გგონიათ.მოვიგეთ და შეირგეთ.ამ გაუბედურებულ და გაღატაკებულ ქვეყანაში აბა რას ელოდებით.
zena
ღმერთმა დამიფაროს "სიმატიჩნი" რუსი გოგონას მეტი რომელიმე რუსს მე კომპლიმენტი მივუძღვნა. :))
ng
კორიდორი არა შუშაბანდი!!!
ჯიჯი ალფაიძე
ლოგიკური შედეგია...არაფრის ღირსი არა ვართ,ან ფედერაციაში რა ხდება, ან ნაკრებში,ეგ კადრები სად იპოვეს?ორი კაპიკი გაჩნდა თუ არა, დავხოცეთ ერთმანეთი...ღირსები ვიქნებით ბიძომ რომ გააჩეროს დაფინანსება!
Ok.
სწორია რუსებმა კარგად ითამაშეს, ჩვენ ცუდად.. ბიჭები ყველა ასპექტში მოისუსტებდნენ, მწვრთნელი კი ტაქტიკურად ვერ მართავს ვუნდს.. წარმატებები მწვრთნელსაც და გუნდსაც, მაგრამ პროგრესია საჭირო და ამისთვიშ ბევრი შრომა
გეგი
ვაი ჩვენს პატრონს! როგორ არაფრის შერგება და მოფრტხილება არ სეგვიძლია,პროგრესზეე არარაფერს ვამბობ.რატომ გავხდით ასეთი უჭკუოები საინტერესოა რა!
x.x
რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, მაგრამ დამეთანხმებით, ნაკრები განიცდის რეგრეს, რუსები ოფრო სიმპატიურად გამოიყურებოდნენ, ერთი შერკინებით მოგვქონდა თავი და იმაშიც გვაჯობეს, კარიდორიც რამდენიმეჯერ წავაგეთ.
bmw
შერკინება შეგვისუსტდა, მოლი დაგვავიწყდა, ხელდახელ თამაშს ვერა და ვერ ვსწავლობთ და რაღა დარჩა ქართული რაგბისგან?
Ლუკა
სად ნახე გარჩევა? ქრონოლოგიური აღწერაა, მხატვრული განწყობით მეტი არა.
გიორგი
ნინიაშვილს, ცხადია გამოცდილება აკლია, მაგრამ ის უკვე 10 თავით სჯობს მათიაშვილს. არ ეშინია ამ ბიჭს, რაც ფულ ბექისთვის აუცილებელია!
Rugby
საგანგაშო გუშინდელ თამაშში ის იყო, რომ სამწრვთნელო შტაბი სრულად მიენდო მოთამაშეების კლასს და მონდომებას რომ თამაში არ წაგვეგო. აშკარა გახდა პირველი ტაიმის შუაში, რომ გუნდი ჩიხში შევიდა თამაშში, წინ ვერ მივდიოდით. ამ დროს ჭირდება მწვრთნელი გუნდს, რაღაც უნდა შეცვალო. ბიჭებს მადლობა. ჯანი და გამარჯვება!!!
Gia
ნინიაშვილია მომავალი ამ ნაკრების და აქ უნდა გაიზარდოს აბა ინგლისთან ხო არ დავუწყებთ სწავლებას
კობა
არ მიყურებია მაგრამ პირველი ტაიმი 0:0 ეს მაფიქრებინებს ავტორი ზუსტად აღწერს სიტუაციას,მგონია რომ თაობათა ცვლა არ მიდის კარგად...
Master
არცერთ წუთს,არცერთ წამს არ ქონია რუსეთს შანსი თუნდაც ფრედ დაესრულებინა ეს თამაში.ავტორი მიკერძოებულია.ზედმეტი გართულების გარეშე დაამარცხა საქართველომ.თუმცა ვაღიარებ რომ რუსეთში თამაში რთული იქნება.
გაიღვიძეთ
კრიტიკა აუცილებელია! ნინიაშვილი ჭყინტია ამ დონის თამაშებისთვის
სოსო
მოვლენების ზუსტი აღწერაა.როცა ტაიმს 0-ზე ამთავრებ და მთელი ტაიმი,22 მეტრიანში ვერ შედიხარ,გამარჯვება საეჭვო არ გამხდარაო,როგორ შეიძლება თქვა?
Nukri
ზუსტად ასახა ამ კაცმა სიტუაცია
გიორგი
აი ამას ჰქვია თამაშის გარჩევა. 100%
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა