იტალიის ნაკრებმა ბოლო ტურში უეჭველად უნდა დაამარცხოს სლოვაკეთის ეროვნული გუნდი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე გააღწიოს მომდევნო ეტაპზე. მართალია, იქ არის სხვა შესაძლო სცენარებიც, მაგრამ "სკუადრა აძურამ" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა აიღოს აქცენტი...

იტალიის ნაკრებმა ბოლო ტურში უეჭველად უნდა დაამარცხოს სლოვაკეთის ეროვნული გუნდი, რათა ყოველგვარი გართულების გარეშე გააღწიოს მომდევნო ეტაპზე. მართალია, იქ არის სხვა შესაძლო სცენარებიც, მაგრამ "სკუადრა აძურამ" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა აიღოს აქცენტი.

გამომდინარე პირველი ორი მატჩიდან, რის შემდეგაც იტალიის ნაკრებს მხოლოდ 2 ქულა აქვს, მარჩელო ლიპი სერიოზულ ცვლილებებზე დაფიქრდა. როგორც ჩანს, ცალკეული ფეხბურთელები, როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, მუნდიალისთვის მზად არ არიან.

მოსალოდნელია, რომ მარჯვენა ფლანგზე ლიპი კრისტიან მაჯოს დააყენებს, ჯანლუკა ძამბროტას კი მარცხნივ გადასწევს, საიდანაც ამოვარდება დომენიკო კრიშიტო. არსებობს სერიოზული საბაბი იმისთვის, რომ ლიპიმ ტაქტიკა 4-3-3-ზე გადააწყოს. დღეს პირლომ სრულყოფილად ივარჯიშა და თუ რამ გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ზეგ ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. მოელიან, რომ მასთან ერთად შუა ხაზში იქნებიან ჯენარო გატუზო და დანიელე დე როსი. ამის საწინააღმდეგო არგუმენტი შეიძლება იყოს რიკარდო მონტოლივო - რატომ უნდა დასვას ლიპიმ ფიორენტინელი სკამზე, როცა ის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა? აქედან გამომდინარე, შუა ხაზი უფრო ახლოსაა პირლო-დე როსი-მონტოლივოს ვარიანტთან.

რაც შეეხება თავდასხმას, აქ უეჭველად სკამზე გადანაცვლება ემუქრება ალბერტო ჯილარდინოს, რომელიც ერთობ უფერულად გამოიყურება. დიდი ალბათობით, თავდასხმის ცენტრალური ფიგურა იქნება ჯამპაოლო პაცინი, რომელსაც ფლანგებიდან ვინჩენცო იაკუინტა და ანტონიო დი ნატალე დაეხმარებიან.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა