მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა უიმბლდონის ტურნირში გამოსვლაზე უარი ფეხის ტრავმის გამო განაცხადა
ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა უარი განაცხადა უიმბლდონის ტურნირში გამოსვლაზე. "დიდი სლემის" რიგით მესამე ჩემპიონატი ორშაბათს, 20 ივნისს დაიწყება.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი ფეხის ტრავმა გახდა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ უიმბლდონიდან განაცხადი გამოვიტანე. მიზეზი ფეხის ტრავმაა, რომელიც ჰერტოგენბოშის ტურნირის მსვლელობისას მივიღე. მიმძიმს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირის გამოტოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. იმისთვის, რომ სრულად აღვიდგინო საჭირო სპორტული ფორმა, 3-კვირიანი შესვენება დამჭირდება", - განაცხადა კლაისტერსმა, რომელიც დღეს WTA-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.

ახლა უიმბლდონზე მეორე განთესვის ნომერს რუსი ვერა ზვონარევა მიიღებს.

შეგახსენებთ, ჰერტოგენბოშის ტურნირის პირველ წრეში კლაისტერსმა ორ სეტში წააგო იტალიელ რომინა ოპრანდისთან - 6:7(5), 3:6.

დაახლოებით ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ლეიტონ ჰიუიტი. უიმბლდონის ყოფილმა ჩემპიონმა ვერ შეძლო ისტბურნის ტურნირის პირველ წრეში ბელგიელ ოლივიე როხუსთან მატჩის დასრულება. ახლა ავსტრალიელის მონაწილეობა უიმბლდონის ტურნირზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ლეიტონმა წააგო პირველი სეტი 2:6 და მეორეში 0:3-ს აგებდა, რის შემდეგაც გასულ კვირას ჰალეს ტურნირის დროს მიღებული დაზიანება გაიმიზეზა.

როგორ ავსტრალიელი ამბობს, ის ყველა ღონეს იხმარს სეზონის ერთ-ერთ მთავარ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

გუშინ გვიან ცნობილი გახდა, რომ უიმბლდონს გამოტოვებს ამერიკელი სემ კუერი - მას ხელის ტრავმა აწუხებს. ეს დაზიანება ამერიკული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა გასულ კვირას ლონდონის ტურნირის დროს მიიღო.

კუერის კორტზე დაბრუნების თარიღი არ სახელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა