ამერიკის სტუდენტური ლიგის მესვეურებმა ის 30 კალათბურთელი დაასახელეს, რომლებიც ჯეიმს ნეისმიტის პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ეს გახლავთ ტიტული, რომლითაც NCAA-ს საუკეთესო მოთამაშეს აჯილდოებენ. ამ 30 მოთამაშეს შორის არის სანდრო მამუკელაშვილი. "სეტონ ჰოლის" ქართველი ფორვარდი ლიგის მთავარი ინდივიდუალური პრიზის მოსაგებად იბრძოლებს, რაც უდიდესი აღიარებაა მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში 450-ზე მეტი გუნდი და დაახლოებით 6000 კალათბურთელი ასპარეზობს.

მამუკელაშვილი კარლ მელოუნის პრიზის მოსაგებადაც იბრძვის, რომელიც სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ დღეს basketballncaa.com-მა სანდრო შუა სეზონის All-American-ის III ხუთეულში შეიყვანა. BIG EAST-ის კონფერენციიდან Naismith Trophy-ს შუა სეზონის გუნდში მხოლოდ 4 კალათბურთელია. სანდრო კიდევ ერთი პრიზის ნომინანტია – Haggerty Award – კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა.

The Naismith Trophy. ოფიციალური ნომინანტები

ხოსე ალვარადო (ჯორჯია ტექ)

ჩარლზ ბესი (ვესტერნ კენტუკი)

ჯარედ ბატლერი (ბეილორი)

მარკუს კარი (მინესოტა)

ჯასტინ ჩემპენი (პიტი)

კოფი კოკბერნი (ილინოისი)

დერეკ კალვერი (ვესტ ვირჯინია)

კეიდ კანინგემი (ოკლაჰომა სტეიტი)

ოსკარ და სილვა (სტენფორდი)

ჰანტერ დიკინსონი (მიჩიგანი)

აიო დოსუნმუ (ილინოისი)

ლუკა გარზა (აიოვა)

კოლინ გილესპი (ვილანოვა)

ქვენტინ გრაიმსი (ჰიუსტონი)

ტრეის ჯეკსონ-დევისი (ინდიანა)

ჰერბერტ ჯონსი (ალაბამა)

კარლიკ ჯონსი (ლუისვილი)

კორი კისპერტი (გონზაგა)

კამერონ კრატვიგი (ლოიოლა/ჩიკაგო)

ი ჯეი ლიდელი (ოჰაიო სტეიტი)

სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი)

მარკ მაკკლანგი (ტექსას ტექ)

დევიონ მიტჩელი (ბეილორი)

ევან მობლი (USC)

ჯერემაია რობინსონ-ერლი (ვილანოვა)

ჯალენ საგსი (გონზაგა)

კამერონ ტომასი (LSU)

დრიუ ტიმი (გონზაგა)

ტრევიონ უილიამსი (პერდიუ)

მარკუს ზაგაროვსკი (კრეიტონი)

ნეისმიტის ტროფეი 1969 წელს დაარსდა. ის მოგებული აქვთ ლარი ბერდს, რალფ სემპსონს, მაიკლ ჯორდანს, პატრიკ იუინგს, დევიდ რობინსონს, ტიმ დანკანს, კევინ დურანტს, ენტონი დევისს და სხვებს. სიაში არ არის ლებრონ ჯეიმსი, მას კოლეჯთა ლიგაში არ უთამაშია. 2019 წელს ტროფეი ზაიონ უილიამსონმა მოიგო, შარშან კი გამარჯვებული ობი ტოპენი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ნეისმიტი კანადელი გამომგონებელი, ექიმი და მწერალი იყო. სწორედ მან გამოიგონა კალათბურთი მე-19 საუკუნეში.

GBF.GE

ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ტორონტომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 24 წუთი - "ტორონტო რაპტორსი" "მინესოტა ტიმვერვულვზთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა