"სამტრედიას" ახალმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ კლუბის საიტთან გუნდის პრობლემებსა და ამოცანებზე ისაუბრა:

"პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვარჯიში გვიან დავიწყეთ, ფეხბურთელები მოდიან და ემზადებიან კონდიციების ამაღლებისთვის. სიტუაცია ასეთია - გუნდს თავისი მოსამზადებელი პერიოდი აქვს და ეს ეტაპები უნდა გავიაროთ. ჩემპიონატი როცა დაიწყება, უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ კვლავ მოსამზადებელ პერიოდს გავდივართ. ალბათ, მაქსიმუმ 5-6 კვირა დაგვჭირდება, რათა ფორმაში შევიდეთ.

სეზონი როცა დაიწყება, რეალობა ის არის, რომ კარგ ფორმაში ვერ შევხვდებით. ფეხბურთელები უცხოეთიდანაც მოდიან, ქართველებსაც ველოდებით. ვნახავთ, როგორ ფორმაში იქნებიან. რომ გითხრათ, იდეალურ ფორმაში შევხვდებით-მეთქი, მოგატყუებთ, რადგან ამას ყველა ხედავს.

მიზანი რეალურად უნდა დავისახოთ და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩეს. ეს წელი ასე იქნება და დანარჩენი მერე უკვე გამომდინარე იქიდან იქნება, თუ როგორი იქნება ჩვენი სამუშაო პროცესი.

ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობით კმაკოფილი არ ვარ. არის 3-4 ფეხბურთელი, ვისაც ვთვლი, რომ მზადაა დაიწყოს თამაში უმაღლესი ლიგისთვის. დანარჩენები ფორმის აღდგენის პროცესში არიან.

აქ იმიტომ ვარ, რომ სამტრედიელი გულშემატკივარი მიყვარს. ყველაზე კარგად, სადაც მიგრძვნია თავი, ეს სამტრედია იყო. ყველასთან ვიტყვი, რომ აქ არ ვიღლები; პირიქით, ვგრძნობ იმას, რომ რამდენი საათიც უნდა ვიმუშაო, ამ გუნდში დაღლას ვერ ვგრძნობ. გულშემატკივარი ძალიან მიყვარს და ვაფასებ მათ დამოკიდებულებას. პირადი გრძნობებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ სამტრედიაში ყოველთვის ვგრძნობ დაფასებას, სიყვარულს და ეს არსად არასოდეს მიგრძვნია. სადაც გრძნობ, რომ მათ უყვარხარ, იქ უნდა იყო და სწორედ ამიტომ ვარ აქ".

გიორგი
მართალია სამტრედია არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ მანამდე ძალიან უიმედოდ ვიყავი ეხლა კი იმედი გამიჩნდა მიხარია, რომ ბატონი გია ცეცაძე სამტრედიას ჩაუდგა სათავეში მე მისი მჯერა. ყველა სამტრედიის გულშემატკივარი მხარს უჭერს ბატონ გიას ჩვენ მისი იმედი გვაქვს და წარმატება მინდა უსურვო
jango
გია,შენთვის ნაცნობი და მისაღები არც კლუბში დარჩენილთაგანაა ვინმე და არც ჩამომსვლელ 2 კაპიკიან ფეხბრუთელ ლეგიონერთაგან. თუ შენ კარგა ხანს და პირადად არ იცნობ ფეხბურთელს ისე რთულია მათგან გუნდის დაყენება, ეს შენი კონკრეტული თვისებაა, ამან გაამართლა ნაკრებში და სამტრედიაში 2015-17 წლებში, მაგრამ ახლა რას აპირებ?ღირდა კი ამად შენი მოსვლა ასეთ კლუბში? მჭედლიშვილი,სანდოხაძე და შერგელაშვილი, მანჯგალაძე მოგყავს? არ განმეორდება 2017-ის ისტორია უცბად წასვლით?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა