სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს მოხდა წუხანდელ შეხვედრაში, რომელშიც "სეტონ ჰოლმა" "მარკეტს" უმასპინძლა და ქართველი კალათბურთელის დახმარებით 57:51 იმარჯვა.

მამუკელაშვილმა 37 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. სეტონჰოლელთაგან საუკეთესო შედეგი კი ჯარედ როდენმა დააფიქსირა, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

14 საკონფერენციო მატჩიდან "სეტონ ჰოლს" 9 გამარჯვება აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. Big East-ის კონფერენციაში გამარჯვების გარდა, გუნდის მიზანი რაც შეიძლება ბევრი მოგების მოპოვება და სტუდენტური ლიგის რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე დამკვიდრებაა, რათა NCAA-ს ჩემპიონატში, ანუ "მარტის სიგიჟეში" მონაწილეობის უფლება მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ნეისმიტის ტროფეის 30 კანდიდატს შორის დაასახელეს. ეს პრიზი სეზონის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა კოლეჯთა ლიგაში. სანდრო ასევე მონაწილეობს კარლ მელოუნის პრიზის ფანების გამოკითხვაში. მას აქვს შანსი, NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდი გახდეს. აგრეთვე ის წარდგენილია "ბიგ ისტის" კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელის პრიზზეც.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა