ევრობასკეტზე ქართველ გულშემატკივრებსა და კალათბურთელებს ლიტვის ლამაზ, მთავარ საკურორტო ქალაქში მოუწევთ ცხოვრება

გასულ კვირას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბესიკ ლიპარტელიანის ინტერვიუ შემოგთავაზეთ, რომელშიც იგი ლიტვური ვიზიტის შესახებ მოგვითხრობდა. მან მოინახულა კლაიპედას არენა, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მატჩებს გამართავს.

გადავწყვიტეთ, ლიტვური ვოიაჟი ჩვენი მკითხველისთვისაც მოგვეწყო, გაგვეცნო როგორც ქალაქი კლაიპედა, ასევე მისი არენა და სასტუმრო, სადაც საქართველოს ნაკრები დაბინავდება. ამასთან, მკითხველს დააინტერესებს ქართველი გულშემატკივრებისთვის წინასწარ განსაზღვრული ადგილები ტრიბუნებზე.

კლაიპედა

საქართველოში ვიზიტისას ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გვითხრეს - გაგიმართლათ, საქართველოს ნაკრებს კლაიპედაში რომ უწევს თამაშიო. მათ მიგვახვედრეს, რომ ჩვენს გულშემატკივრებსა და კალათბურთელებს ლამაზ ქალაქში მოუწევთ ცხოვრება - კლაიპედა ხომ ლიტვის მთავარი საკურორტო ქალაქია ბალტიის ზღვის სანაპიროზე.

შესაბამისად მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროებიდან დაწყებული, სანახაობებით დამთავრებული. ქალაქში უამრავი მუზეუმი, პარკი და დასასვენებელი ადგილია. სასტუმროებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

- საქართველოს ნაკრები დაბინავდება სასტუმრო "ამბერტონში", რომელიც ლიტვაში ვიზიტისას მოვინახულეთ. წუნს ვერ შევიტანთ, უმაღლესი დონის სასტუმროა. ჩვენი ჯგუფის ყველა გუნდი "ამბერტონში" იცხოვრებს. რაც მთავარია - იგი საკალათბურთო დარბაზთან ახლოსაა, - გვითხრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.

არენა

კლაიპედა

სახელი: კლაიპედა არენა

ტევადობა: 5.486

მისამართი: დუბისოს ქუჩა 10

აშენდა: 2011 წელს

D ჯგუფი: საქართველო, რუსეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უკრაინა, ბელგია.

საინტერესოა, რომ ცნობილ კლაიპედელთა ჩამონათვალში მთავრი პოზიციები კალათბურთელებს უკავიათ. ამ ქალაქში დაიბადნენ ჟუკაუსკასი, მაციაუსკასი, შტრომბერგასი, კარნიშოვასი...

სხვათა შორის, ერთი სეზონი კლაიპედას არენაზე სერგო ათუაშვილმაც გაატრა. 2008 წელს მან "ნეპტუნასთან" ერთად ლიტვის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. მაშინ სერგოს გუნდი "ნეპტუნას არენაზე" თამაშობდა, საქართველოს ნაკრებს კი სხვა დარბაზში მოუწევს გამოსვლა, რომელიც სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის აშენდა. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ოფიციალურად ივლისში გაიხსნება.

გაზეთ "ნეპტუნას დიენოში" ცალკე სტატია მიეძღვნა დარბაზის მდგომარეობასა და მის მნახველებს: ქართულ დელეგაციასთან ერთად კლაიპედას სტუმრობდნენ რუსი, ბელგიელი, სლოვენიელი, უკრაინელი და ბულგარელი სტუმრები.

აი, რა უთხრა მერაბ რატიშვილმა ლიტველებს:

- კლაიპედას შესახებ ბევრი კარგი გამიგია. აქ პირველად ვარ. ქალაქიც მშვენიერია და არენაც. მოხარული ვარ რომ სწორედ კლაიპედაში გვიწევს თამაში. ლიტველებს სპორტული დარბაზების შენების დიდი გამოცდილება გაქვთ.

ქომაგობა

ლიტვური გაზეთების სათაურში არაერთხელ მოხვდა სიტყვა "საქართველო". ევრობასკეტი არ დაწყებულა და უკვე რეკორდებს შევეჭიდეთ: D ჯგუფის ყველა მატჩის ბილეთი გაყიდულია, რომელთა 40 პროცენტი ჩვენი თანამემამულეების ხელშია.

- ქართველების აქტიურობა ჩვენთვის სიურპრიზი იყო. თუმცა სიტუაციის გაანალიზებისას იოლი გასაგებია, ქართველთა დიდი ინტერესი - მათი ნაკრები ხომ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. სხვათა შორის, ბილეთების შეძენის საკითხში ლატვიელებს სძინავთ. ალბათ აგვისტოში გამოიღვიძებენ, - აღნიშნა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა დოვილე ლუკავიჩიუტემ.

მისმა კომიტეტმა წინასწარ განსაზღვრა ტრიბუნების სექტორები, სადაც ამა თუ იმ ნაკრების გულშემატკივრები განლაგდებიან. ქართველი ქომაგების ადგილსამყოფელს სიტყვაზე უკეთ ფოტო გადმოსცემს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა