"ზესტაფონში" გასასინჯად მყოფმა ფეხბურთელებმა ფორმის აღსადგენად შედარებით სუსტ გუნდში თამაში ამჯობინეს და კლუბი დატოვეს
"ლელო" უკვე იუწყებოდა, რომ "ზესტაფონი" ორ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილსა და ზვიად ქანთარიას აკვირდებოდა. მათ ერთი კვირა გუნდის შემადგენლობაში ივარჯიშეს და საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღეს მონაწილეობა.

თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობის წევრებს პერსპექტიულ ფეხბურთელებად იცნობენ, დუშან უჰრინი და რაინერ ცობელი ორივეს ძირითად შემადგენლობაში უკვალავდნენ გზას, მაგრამ ბოლო დროს გეთიაშვილი დუბლებში იყო, ქანთარიამ კი "დინამო" დატოვა.

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის თქმით, ორივე პერსპექტიული მოთამაშეა და მათ ავსტრიულ შეკრებაზე წაყვანას აპირებდა, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შანსიც მიმეცა, ახალგაზრდების დაწინაურება მიყვარსო, მაგრამ ფეხბურთელები კლუბში აღარ ვარჯიშობენ.

თავის დროზე გეთიაშვილსა და ქანთარიას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშიათ, მაგრამ ახლა ორივე უთამაშებელია, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კი "ზესტაფონში" ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ სახლში დაბრუნებულებმა ჩათვალეს, რომ ამჯერად ჩემპიონი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის დიდი შანსი არ ჰქონდათ და ფორმის აღსადგენად შედარებით სუსტ კლუბში თამაში ამჯობინეს.

ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა, მათ გორის "დილაში" განაგრძონ კარიერა - უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული გუნდიდან "დინამომ" მათ იჯარაზე წინადადება უკვე მიიღო. სხვათა შორის, 21 წლის ქანთარიათი ქუთაისის "ტორპედოს" ძველი მწვრნელთა შტაბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ისინი გაათავისუფლეს და მოლაპარაკება შეჩერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა