ქუთაისის "ტორპედო" მცველმა ნოდარ მაჭავარიანმა და თავდამსმხელმა რევაზ გოცირიძემ დატოვეს
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სამწვრთნელო შტაბი გუნდის მომზადებას შეუდგა. გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ ორშაბათს "ტორპედოს" საღორიას ბაზა და ქუთაისის ცენტრალური სტადიონი მოინახულეს. გუშინ კი გუნდის საერთო კრება გაიმართა და ახალი ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად ივარჯიშა.

ცნობილი გახდა ქუთაისელთა მზადების გეგმები. დღეს და ხვალ ივნისს ფეხბურთელები თბილისში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 10 დღე ქუთაისში ივარჯიშებენ, მერე კი მზადებას ურეკში გააგძელებენ. მეორე ეტაპი ევროპაში დაიგეგმა, მაგრამ სად, ჯერ არ გადაწყვეტილა.

ქუთაისის "ტორპედო" დატოვა მცველმა ნოდარ მაჭავარიანმა, კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს გამოცდილ თავდამსხმელ რევაზ გოცირიძეს, რომელიც ბოლო დროს კარგ ფორმაში იყო. გუშინ არც ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, თორნიკე თარხნიშვილსა და გივი იოსელიანს უვარჯიშიათ - მათ სეზონი ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის გამო გვიან დაუსრულდათ და დასვენების გახანგრძლივების უფლება მისცეს.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზეც დაიწყო ბალახის საფრის დაგება - სამუშაოებს ის კომპანია აწარმოებს, რომელმაც ეროვნული ნაკრების ბაზაზე ჩინებული საფარი დააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა