12 თებერვალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია ოფიციალურად გაიხსნა.

დასრულებული პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ლევან კობიაშვილთან ერთად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველი ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

საცხოვრებელ კორპუსში ფუნქციონირებს სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები.

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სარგებლობას სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც შეძლებენ.

"ბედნიერი ვარ, რომ მორიგი არაჩვეულებრივი პროექტი უკვე ოფიციალურად დავასრულეთ. რუხის საფეხბურთო აკადემია, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბებს, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდებს. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ.

აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯს საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს. აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა ჩვენი მიზანი ასევე არის, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ." - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

რუხის საფეხბურთო აკადემიაში ამჟამად 2006 - 2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება.

სფფ-ის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.

რუხის აკადემია უეფა-ს პროგრამა „ჰეტ-ტრიკით“ დაფინანსებული პროექტების მხოლოდ ერთი მაგალითია. აღნიშნული პროგრამით უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალს კვლავ ფეხბურთის განვითარებაში აბანდებს. პროგრამა სამი მიმართულებით ხორციელდება - ესენია ინვესტიცია, განათლება და ცოდნის გაზიარება. სწორედ აქედან წარმოიქმნა პროგრამის სახელი.

„ჰეტ-ტრიკის“ პროგრამა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაარსდა. ეს არის სოლიდარობისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა, რომელიც ხორციელდება სპორტული ორგანიზაციის მიერ.

„ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში, 2024 წლისთვის უეფა-ს ჯამში უკვე 2.6 მილიარდი ევრო ექნება გამოყოფილი თავისი 55 წევრი ასოციაციისთვის. პროგრამის უახლესი ციკლი 2020 წლის ივლისში დაიწყო და 4 წლის მანძილზე ევროპული ასოციაციებისთვის 775.5 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

„ჰეტ-ტრიკიდან“ მიღებული თანხები ევროპულ ასოციაციებს ეხმარება უეფა-ს სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში, როგორიცაა მატჩების გარიგების საწინააღმდეგო ინიციატივები, კლუბების ლიცენზირების სისტემა, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, მასობრივი ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ეროვნული სამწვრთნელო კურსები, მსაჯთა ტრენინგი, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები, ეროვნული ნაკრებების მგზავრობის ხარჯები, ასევე უეფა-ს ახალგაზრდული, ფუტსალის, ქალთა და მოყვარულთა შეჯიბრები.

ევროპული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის „ჰეტ-ტრიკის“ მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ გახდა ცხადი, როდესაც პანდემიამ სპორტი დროებით შეაჩერა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გადადების მიუხედავად, უეფა-მ თავის წევრ ასოციაციებს იმის გარანტია მისცა, რომ ორგანიზაცია მის მიერ „ჰეტ-ტრიკის“ ფარგლებში აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს შეასრულებდა. მეტიც, უეფა-მ 236.5 მილიონი ევრო ვადაზე ადრე გამოუყო თავის წევრებს, რათა მათ დახმარებოდა პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში.

GFF.GE

ბაჯო
აკადემიის დირეკტორად ტოლორაიას ფავორიტი მომგერალი დაინისჰნა რას უნდა ველოდოტ კარგს
ბაჩი
ეს ყველაფერი კარგია და მისასალმებელი მაგრამ იმედია აკადემიაში ყველა ენის სწავლების ხარჯზე ისედაც გასაცოდავებულ მდგომარეობაში მყოფ მშობლიურ მეგრულ ენას კიდევ უფრო არ გადააშენებთ ამ ბავშვების თავებიდან და გულებიდან....
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა