"გაგრას" უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა თანამემამულე ჟურნალისტებთან გუნდის წარმატების მიზეზებზე ისაუბრა
საქართველოს პირველ ლიგაში და ქვეყნის თასზე "გაგრას" წარმატებას დიდწილად გუნდის მთავარ მწვრთნელს ანატოლი პისკოვეცს დამსახურებულად მიაწერენ. უკრაინელ სპეციალისტს სულ ერთი წელი დასჭირდა, მანამდე დიდად არაფრით გამორჩეული გუნდი რომ სეზონის უმთავრეს აღმოჩენად ეღიარებინათ.

ანატოლი პისკოვეცი ამჟამად სამშობლოშია და მასთან ინტერვიუ "სპორტ ექსპრესის" უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.

- შეიძლება თუ არა საზღვარგარეთ დასაქმებულ უკრაინელ მწვრთნელთაგან ყველაზე წარმატებულად თქვენ მიგიჩნიოთ?

- ვფიქრობ, საკუთარი ნაშრომის შეფასება ჩემგან მთლად კორექტული არ იქნება. თუმცა, მაინც სასიამოვნოა, როცა ამბობენ, რომ გუნდს მედლები და თასი უკრაინელმა მოუტანაო.

- თქვენს კარიერაში ყველაზე შთამბეჭდავი საქართველოში გატარებული პერიოდია?

- მელდებისა და თასის მოგება 1997 წელსაც შევძელი, თუმცა, მაშინ ეს ქალთა ნაკრებთან ერთად გავაკეთე. ეს, რა თქმა უნდა, უფრო დაბალი დონეა და "გაგრასთან" მიღწეული წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს მოვლენა ნომერ პირველია. მთლიანმა სამწვრთნელო მოღვაწეობამ დიდი გამოცდილება შემძინა, რის გარეშეც დღეს ვერაფერს მივაღწევდი. თანაც, ფეხბურთიდან წასვლას ჯერ არ ვაპირებ და მიღწეული შედეგების შეჯამება ჯერ ნაადრევია (ეღიმება).

კიდევ რამდენ ხანს ვიმუშავებ "გაგრასთან", გამიჭირდება თქმა. ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა არ დაგიმალავთ - სამშობლოში დაბრუნების ვარიანტსაც განვიხილავდი.

- როგორ ფიქრობთ, წარმატებაში გარკვეულ როლს გამართლებაც ასრულებს?

- რა თქმა უნდა. შეიძლებოდა თასის ფინალში, დამატებით დროში "ტორპედოს" მცველს ბურთი საკუთარ კარში არ ჩაეჭრა, პენალტების სერიაში კი ვინ იხეირებდა, არავინ იცის...

ხდება ზოგჯერ, რომ გუნდი უამინდობის გამო შეკრებას წარუმატებლად ატარებს. მაგალითად ბათუმში ჩვენი მომზადება გამოდგება, სადაც დიდთოვლობის გამო სავარჯიშო პროგრამის შეცვლა მოგვიხდა. ესეც ხომ ის ვითარებაა, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებული.

არიან ისეთი იღბლიანი მოთამაშეებიც, რომლებიც ძირითადში თამაშს ვერ იმსახურებენ, მაგრამ როდესაც შეცვლაზე შემოდიან, მატჩის ბედს წყვეტენ.

როდესაც ბურთი კარში ძელიდან შედის, ესეც ხომ გამართლების შედეგია და არა - ოსტატობის.

- ევროპის ლიგაზე სავარაუდო მეტოქეებზე რას იტყვით?

- აი, გამართლების კიდევ ერთი მაგალითი - კენჭისყრა. მეტოქის ვინაობას 20-ში შევიტყობთ. შესაძლოა "ფულჰემს" გადავეყაროთ, შესაძლოა - საპირისპირო პოლუსის გუნდს. თეორიულად, შეიძლება "ვორსკლასთანაც" დუელი მოგვიხდეს, რომელსაც სათავეში ჩემი მეგობარი ნიკოლაი პავლოვი უდგას. პირობა დავდეთ, რომ ერთმანეთს ძალიან არ დავამწუხრებთ, მაგრამ ნამდვილი ბრძოლის გადატანა აუცილებლად მოგვიწევს (იცინის).

- პოლტაველებთან დაპირისპირებას ისურვებდით?

- რა თქმა უნდა. უკრაინელი გუნდთან ერთად თავის სამშობლოში ჩავა და ეს საინტერესო იქნება. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ ერთერთი ჩვენგანი რომ გააღწევს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არაა, მაგრამ ამის გამო ერთმანეთს ნამდვილად არ გადავემტერებით.

- "გაგრისა" და "ვორსკლას" სხვადასხვა დონის გუნდებია?

- არ მახსოვს, პავლოვის გუნდი ბოლოს როდის ვნახე, თუმცა ვაღიარებ, რომ უკრაინული ჩემპიონატის დონე გაცილებით მაღალია... ოსტატობის, კომპლექტაციისა და ფინანსური თვალსაზრისით პოლტავური კლუბი "გაგრას" სჯობს.

- ქართულ ფეხბურთში კორუფცია არსებობს?

- გააჩნია, ამ სიტყვაში რას ვიგულისხმებთ. მსაჯობა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნორმალურ დონეზეა. არ მახსენდება ისეთი თამაში, მსაჯებს "გავეწირე". არბიტრები, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ცდებიან, მაგრამ განზრახ დაჩაგვრა მათგან არასდროს მიგრძვნია.

არცთუ დიდი ხნის წინ სკანდალი სამი ქართული კლუბის კაპიტნის გარშემო ატყდა, რომლებიც ბუქმეკერულ საქმიანობაში ამხილეს. ეს ინფორმაცია ტელევიზიით გაცხადდა. საბოლოოდ, სკანდალი ქვეყნის ფედერაციამ უეფასთან ერთად გამჭვირვალედ და წარმატებით აღმოფხვრა.

- თქვენს გუნდში ორი უკრაინელია - ნიკოლაი ნაკონეჩნი და ვლადიმირ ორდინსკი. რა როლი აკისრიათ მათ "გაგრაში"?

- ისინი უფრო იდეისთვის თამაშობენ, ვიდრე ფულისთვის. ნამდვილი ვაჟკაცები არიან! კოლია ოდესღაც ჭაბუკთა ნაკრებში ვერცხლის პრიზიორი იყო, კიევის "არსენალში" მაღალი და სტაბილური დაფინანსებით თამაშობდა, თუმცა შემდეგ პრობლემები შეექმნა. ყველას არ ძალუძს ბედის უკუღმართობის უმტკივნეულოდ გადატანა. რა თქმა უნდა, მას პრობლემები აქვს რეჟიმთან, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის, იყოს ძალიან მოწესრიგებული და ავტორიტეტული გუნდში. თუკი საჭიროა, შესვენებაზე, მწვრთნელების ჩაურევლად, ძალიან მკაცრადაც ელაპარაკება ბიჭებს. მას ყველა უსმენს.

ორდინსკის მაღალი დონის ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დისციპლინირებული და რეჟიმის მიმდევარია. ამ მხრივ, ის და ნაკონეჩნი ორი, სრულიად საპირისპირო ტიპაჟია, მაგრამ ეს მათ მეგობრობაში ხელს არ უშლით.

- დაგვისახელეთ სამი მთავარი შემადგენელი, რის გარეშეც "გაგრა" გასული სეზონის აღმოჩენა ვერ გახდებოდა.

- პირველ რიგში, ჩვენ შეკრული კოლექტივი გვყავს. მსოფლიოში უამრავი მაგალითია, როდესაც ვარსკლავებით გადაჭედილ გუნდებსაც ვერაფრისთვის მიუღწევიათ. გუნდში მოთამაშეების ერთმანეთთან შეთავსება ძალიან მნიშვველოვანია.

მეორე ფაქტორი გამოცდილებაა, მესამე კი მხარდაჭერა, რომელიც გუნდს მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალას მატებდა.

პირველ რიგში კლუბის პრეზიდენტის, რეზო ჩიხრაძის მადლობელი ვარ, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ჩემზე ასევე დიდად იმოქმედა საფეხბურთო სამყაროში ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და თქვენი გაზეთის ყურადღებამ. როდესაც იცი, რომ შენს საქმიანობას თვალს სამშობლოშიც ადევნებენ, უფლება არ გაქვს, საქმეს არაკეთილსინდისიერად მოეკიდო.

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს