ხმა დაირხა, მილანის "ინტერიდან" მთავარი მწვრთნელი ლეონარდო და კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო მიდისო
ერთ-ერთ წინა ნომერში დავწერეთ იმის შესახებ თუ როგორ შეაქო მასიმო მორატიმ ლეონარდო და განაცხადა, რომ მასთან ერთად "ინტერი" დიდ წარმატებებს მიაღწევს. გუშინ გავრცელებული ცნობები კი მოწმენდილ ცაზე ფეხის გავარდნას გავდა - "კორიერე დელო სპორტმა" პრაქტიკულად გადაწყვეტილ ამბად გამოაცხადა ის, რომ უახლოეს დღეებში ლეო კონტრაქტს გაწყვიტავს მილანურ გრანდთან და ფრანგულ პსჟ-ს ჩაუდგება სათავეში.

ავტორიტეტული გამოცემა გვიმტკიცებს, რომ ბრაზილიელი სპეციალისტი უკვე ჩავიდა საფრანგეთის დედაქალაქში და კლუბის მესვეურებს ხელშეკრულების დეტალებზე შეუთანხმდა. არის მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც ლეონარდო არა მთავარი მწვრთნელი, არამედ პსჟ-ს სპორტული დირექტორი გახდება. ჟურნალისტები კიდევ ერთხელ შეეხმიანენ მასიმო მორატის და მისგან შემდეგი კომენტარი მოისმინეს:

"არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ლეონარდოს მუშაობით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ და მასთან თანამშრომლობის გაგრძელება მსურს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრაზილიელი აუცილებლად დარჩება გუნდში და კონტრაქტს ბოლომდე ამოწურავს. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის უფლება და თუ მართლა პსჟ-ში სურს კარიერის გაგრძელება, ხელს ნამდვილად არ შევუშლით.

სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ინფორმებული არ ვარ რას აკეთებს, სად არის და ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს - ჯერ კიდევ გუშინწინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ისვენებდა და ახალი სეზონისთვის ემზადებოდა. გაწბილებული ვარ თუ არა? - ხომ გითხარით, ჯერ არ ვიცი, რა ხდება და პირველ რიგში, ვითარებაში უნდა გავერკვე".

რადგან თვით მორატიმ ვერ უარყო გავრცელებული ცნობა, ე.ი. საქმე მართლაც სერიოზულად არის და ლეო პრაქტიკულად წასულია "ინტერიდან". თვითონ ბრაზილიელი ჯერ არ ჩანს და ეს გარემოება ეჭვებს კიდევ უფრო აღვივებს. თუმცა, რაღა ეჭვებს - მაგალითად, "კორიერე" ლეოს წასვლას უკვე გადაწყვეტილ ამბად მიიჩნევს, ამ გამოცემას კი ბევრი სხვა ჟურნალისტიც ეთანხმება.

გუშინ საღამოს, "ინტერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის თანახმადაც სამუელ ეტოოც ემზადება მილანიდან ასაბარგებლად. ერთ-ერთ ვებგვერდზე, სტატია ასე იყო დასათაურებული: "ეტოოც?" - სათაური ბევრისმთქმელია და მასში ლეონარდოს წასვლის საკითხიც არის ჩადებული. რაც შეეხება კამერუნელს, მან ვრცელი კომენტარი მისცა ჟურნალისტს და შემდეგი განაცხადა:

"მილანში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. "ინტერში" ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თუმცა აქ ყოფნის სურვილი არ გამნელებია, ეს კი ძალიან კარგის მანიშნებელია. მიუხედავად ამისა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მომდევნო სეზონშიც "ინტერის" ფეხბურთელი ვიქნები. ორი კვირა კარგად დასვენება მჭირდება, შემდეგ კი ცივ გონებაზე გავაანალიზებ არსებულ ვითარებას გადაწყვეტილებასაც მივიღებ. რა არის გადასაწყვეტი? - ჩემი მომავალი. არ დავმალავ, რამდენიმე მეტად საინტერესო შემოთავაზება მაქვს, რომლებსაც აუცილებლად განვიხილავ და მინდა ეს "ინტერის" მესვეურებმაც იცოდნენ. უკვე 30 წლის ვარ და შესაძლოა სპორტულ მოტივაციაზე წინ ფინანსური ინტერესები დავაყენო".

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ეტოოს არაბული გუნდები ეპატიჟებიან, ერთ-ერთი კი "ალ აჰლი" გახლავთ, სადაც ფაბიო კანავარო ასპარეზობს. თუ ეტოო ფინანსურ ინტერესებს სპორტულ მოტივაციაზე წინ დააყენებს, ალბათ უკეთეს კლუბს ვერც იპოვნის. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება. მორატი კი მხრებს იჩეჩავს და საგონებელშია ჩავარდნილი - მან ეტოოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი:

"ალბათ არავის ეწყინება თუ ვიტყვი, რომ სამუელ ეტოო "ინტერის" საუკეთესო ფეხბურთელია. გასული სეზონი სტაბილურად უმაღლეს დონეზე ჩაატარა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კამერუნელი ისეთივე მნიშვნელობის ფეხბურთელია ჩვენთვის, როგორიც ლიონელ მესია "ბარსელონასთვის". ჩემი ნებით, ეტოოს არასდროს გავყიდი და თუ თვითონ მოისურვებს წასვლას, მაშინ ყველანაირად შევეცდები, რომ განზრახვაზე ხელი ავაღებინო. უახლოეს დღეებში აუცილებლად დაველაპარაკები და ყველაფერს გავარკვევ".

უკვე გაცნობეთ იმის შესახებ, რომ სხვა გუნდში გადაბაგება არც ვესლი სნეიდერმა გამორიცხა, რამაც მორატი ძალიან გაანაწყენა. როგორც ჩანს, ჰოლანდიელსაც აქვს საინტერესო შეთავაზება და ამად არის, რომ ასეთ ბურუსით მოცულ განცხადებებს აკეთებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ "ინტერის" პრეზიდენტს კლუბში არსებულ ვითარებაზე სრული წარმოდგენა არ აქვს, ასე კი შეიძლება სადავეებიც კი გაექცეს ხელიდან - სადავეები თუ არა, ფეხბურთელები ნამდვილად გაექცევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა