ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"პატარა ბუდა"

"პატარა ბუდა"

ივან დე ლა პენიაზე, იმავე “პატარა ბუდაზე” უკრაინულმა football.ua-მ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა
ივან დე ლა პენიაზე, იმავე “პატარა ბუდაზე” უკრაინულმა football.ua-მ საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. ვფიქრობთ, ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ უნიჭიერეს წარმომადგენელზე, ვინც თავის პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა, მასალა (შემოკლებულ ვარიანტი) ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო უნდა იყოს.

ფეხის უმძიმესი ტრავმის გამო ივან დე ლა პენიას კარიერა საბოლოოდ დაიღუპა. ამის თქმა თამამად შეიძლება. ესპანელმა დაზიანება 2009-10 წლების სეზონში მიიღო და მას მერე მინდორზე სულ რაღაც 9-ჯერ გამოვიდა. მან ყველაფერი გააკეთა, რათა ტკივილებს მორეოდა, მაგრამ ფეხბურთელმა კარიერა მაინც თვალცრემლიანმა დაასრულა. ერთი პერიოდი ის მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მიიჩნეოდა, ბოლოს კი მისი მთავარ იმედგაგაცრუებად იქცა.

მარტინ გარსია ახლა კანტაბრიის ფეხბურთის ფედერაციის მუშაკია. წლების წინ კი სანტანდერის “რასინგის” ბავშვთა აკადემიის მწვრთნელი იყო. მას მშვენივრად ახსოვს, რა ციებ-ცხელებამ მოიცვა მისი რეგიონი 20 წლის წინ: “სულ უფრო მეტი და მეტი კლუბი მოდიოდა დე ლა პენიას სანახავად. ივანი მაშინ 15 წლის იყო. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ მისი სახით ახალი მარადონა, პელე ან კრუიფი იზრდებოდა. მთავარი ბრძოლა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გაჩაღდა. ივანი ბოლოს კატალონიაში წავიდა, რადგან “ბარსამ” მის მშობლებს უკეთესი პირობები შესთავაზა”.

კატალონიაში ახალგაზრდას ნამდვილი შოკი ელოდა, რადგან “ბარსას” აკადემია აღზრდის სპარტანული მეთოდებით იყო განთქმული. თუმცა ამის მიუხედავად ივან დე ლა პენია უმალ გახდა თავისი ასაკობრივი გუნდის ლიდერი და ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში მიწვევა მიიღო. ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გააღწია, სადაც სენსაციურად დათმო შეხვედრა იტალიასთან. დე ლა პენიამ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა. მაშინდელ “ფურია როხაში” ივანის გარდა რაული და ხოსება ეჩებერიაც თამაშობდნენ, ყველაზე ნიჭიერად კი სწორედ “პატარა ბუდა” მიიჩნეოდა. "ლა მასიას” (“ბარსას” აკადემია) გუნდი, სადაც დე ლა პენიას გარდა გამოდიოდნენ ალბერ სელადესი, ოსკარ და როხერ გარსიები, ასევე ტონი ველასამანი, ისტორიაში ყველაზე ძლიერ გამოშვებად მონათლეს.

აბსოლუტურად დაუჯერებელი გარემოებების დამთხვევის გამო ვერც ერთი ზემოაღნიშნული ფეხბურთელი დიდი ვარსკვლავი ვერ გახდა, მაგრამ 1995 წელს ეს ბიჭები ესპანური ფეხბურთის “ოქროს თაობას” წარმოადგენდნენ. ამავე წელს “ბლაუგრანას” თავკაცმა იოჰან კრუიფმა გადაწყვიტა, ფსონი აკადემიის აღზრდილებზე გაეკეთებინა. "პატარა ბუდას” მთავარი როლი ერგო და ავანსებს ის ნამდვილად ამართლებდა. ყველა ტურნირში ერთად მან 42 შეხვედრაში ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და უამრავი საგოლე გადაცემა მიიითვალა. ახალგაზრდულმა გუნდმა სეზონი ყინჩად დაიწყო, თუმცა ძალები ვერ გათვალა და აპრილში ყველა ტურნირის მოგების იმედი დაკარგა, სადაც კი გამოდიოდა. შედეგად ლეგენდარული ჰოლანდიელი მაესტრო კატალონიიდან წავიდა.

კრუიფის ადგილას სერ ბობი რობსონი მივიდა, ადამიანი, ვისაც “პატარა ბუდასი” სჯეროდა. მეორე სეზონი ივანს ისეთი შთამბეჭდავი აღარ გამოუვიდა, რადგან კატალონიელთა რიგებში ვარსკვლავები უფრო მეტნი იყვნენ და შესაბამისად კონკურენციაც გაიზარდა. საერთო ფონზე დე ლა პენია მაინც არ დაკარგულა. 1996 და 1997 წლებში ის ესპანეთის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. თითქოს დიდი ფეხბურთისკენ ყველა კარი ღია იყო... თუმცა ყველაფერი ბანალურად განვითარდა და ეს დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. “ბარსაში” ავტორიტარი ლუის ვან გაალი დაინიშნა. მან დე ლა პენია სკამზე დასვა, განაცხადა რა, რომ ის არ იყო გუნდური სტილის ფეხბურთელი და თანაც დაცვაში თამაში არ ეხერხებოდა.

1998 წელს “ლაციომ” 22 წლის ფეხბურთელში 14,5 მილიონი ევრო გადაიხადა. რომაელებს მოეჩვენათ, რომ მათ სამომავლოდ ლიდერი შეიძინეს... ეროვნული მენტალიტეტის გამო, რატომღაც, ბევრი ესპანელი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშს ვერ ახერხებს. ასე დაემართა დე ლა პენიასაც, მით უმეტეს, რომ მან რომში ჩასვლიდან ძალიან მალე მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. საბოლოოდ მან “ლაციოში” 1998-99-ის სეზონში სულ რაღაც 19 თამაში ჩაატარა. მას კალჩოს ერთ-ერთ უმთავრესი იმედგაცრუება უწოდეს. შემდგომი სეზონები არაფრით იყო უკეთესი: “მარსელი” (1999-2000) 19 მატჩი 1 გოლი, “ბარსელონა” (2000-01) 12 მატჩი 0 გოლი და ისევ “ლაციო” (2001-02) 2 შეხვედრა.

ფეხბურთელი, ვისი ტალანტიც ბრილიანტივით ბრწყინავდა, უმალ დაივიწყეს - გულშემატკივრებს არ უყვართ უიღბლოები, ივან დე ლა პენია კი სწორედ ასეთი იყო, წაგებული ადამიანი, ვისაც მომავალი აღარ ჰქონდა. ის სულ რაღაც 26 წლის იყო, მაგრამ მისი ვარსკვლავი უკვე ჩასვენებული იყო და ამას ყველა ხვდებოდა.

“ლაციომ” ხელი ჩაიქნია - ფეხბურთელს ბარსელონისკენ გზა დაულოცა, ოღონდ ამჯერად ის არა “ბლაუგრანაში”, არამედ მოკრძალებულ “ესპანიოლში” აღმოჩნდა. “ის მინდორს საოცრად ხედავს, გადაცემას ნებისმიერ მანძილზე ერთნაირად ზუსტად ასრულებს და ორივე ფეხით თანაბრად თამაშობს,” - ეს ფრაზა მასზე “დონ ბალონმა” 1996 წელს დაწერა. 2002 წელს, როცა ის კატალონიაში დაბრუნდა, ქალაქმა სულ სხვა ვინმე იხილა - ფეხბურთელი ზედმეტად ხშირად ჩქარობდა და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა. ის “ესპანიოლის” დონეზეც ვეღარ ბრწყინავდა.

2009-10-ის სეზონი საბოლოო კოშმარად იქცა. მან უმძიმესი ტრავმა მიიღო, რაც ბოლომდე მოურჩენელ წინა ტრავმებს დაემატა, მაგალითად მენისკს, რის გამოც ზუსტად თავის 35-ე დაბადების დღეზე ფეხბურთელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. დამაინც, ის დარჩება იმ ფეხბურთელად, რომლისგანაც მინდორზე სასწაულებს ერთნაირად ელოდნენ 15, 20 თუ 35 წლის ასაკში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს

[VIDEO] აი, გუნდი - პსჟ-მ ლიდერების გარეშეც კი მოუგო სტუმრად "ბარსელონას"!

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა

[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!

ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია

ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა

This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?

"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის