საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ 11-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე ითამაშა. "ლოკომოტივის" ახალწვეულმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპორტი იმედზე" ინტერვიუში ისაუბრა:

"შემოთავაზებებს ველოდებოდი, "ლოკომოტივმა" მომცა იმის თავისუფლება, რომ დავლოდებოდი, შეკრებაზე გავყევი და ჩემი აზრით, ამის შემდეგ გუნდის შეცვლა რთული და არასწორი იქნებოდა. გუნდში გარემო მომეწონა და გადაწყვეტილება მივიღე. რა თქმა უნდა, თბილისის "დინამო" ჩემი გუნდია, მაგრამ ახლა "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ და მისთვის დავიხარჯები.

ხალხი რომ იძახის, ჩვენს ჩემპიონატში დაბალი დონეაო, ასე არ არის. ჩემი გუნდელები, ახალგაზრდები ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ერთადერთი ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაა საჭირო.

30 წელს რომ გადაცდები ფიქრობ, ნაკრებში შეიძლება ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელსაც ადგილი უნდა დაუთმო, მაგრამ თუ მწვრთნელი და ფედერაცია გადაწყვეტს, რომ გუნდს აღარ ვჭირდები - კი ბატონო. თუმცა, ვიდრე შემიძლია, მინდა გუნდს დავეხმარო. ეს რთული გადაწყვეტილებაა, ასე უცბად ვერ მიიღებ.

მაკედონიასთან ჩვენთვის ყველაზე დიდი მატჩი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. ეპიდემიიდან გამომდინარე, ბევრს არ გვქონდა სათამაშო პრაქტიკა და ძალიან გაგვიჭირდა. ერთი მომენტი ჰქონდა მეტოქეს და გამოიყენა.

სამწუხარო ისაა, რომ ახალ მწვრთნელს ნაკრების ტაქტიკურად მოსამზადებლად დრო არ აქვს. პირველ მატჩამდე სულ 2-3 ვარჯიში გვექნება".

რატი
არადა გურამს რო ვაწვებით, კვირჯველია ხო არი რა, ის პირდაპირ წერს "ერთი სული მაქვს ახალ მწვრთნელთან მუშაობას როდის დავიწყებო" აი ვინაა უტიფარი და თავგასული.
gela
ფედერაცია მუდამ და აქტიურად არის ჩაბმული ქართ.ფეხბურთში, აბა რაზვალს ხო არ გაასწორებს, მითუმეტეს ეხლა როცა მწვრთ.ჯერ აზრზე არაა, იაშკამ და ხიზანამ იციან ვინ,სად და რას აკეთებს, პირველ ეტაპზე რათქმა უნდა გუნდს ეგენი დააკომპლექტებენ, მერე ეს კაციც ნახავს რა, მიდგება-მოდგება და ასე.
რატი
ღირსეულად წასვლა ჯობს. თქმა ვერაა კარგი, მადლობის მეტი ვის რა ეთქმის.არ მგონია რომ კვირკველიას ეყოს მაგის ...
kaxi
ჯიგარო ვინ რა უნდა გითხრას? შენ ხო იცი.
ემიგრანტი ქაქუცა
დიდი მადლობა გურამ, მაგრამ შენ უკვე ვეღარ ქაჩავ, თვითონაც უნდა მიხვდე
rotori
ეს უტიფარი ნაკრებში ითხოვს თამაშს,რომელიღაც ჭიჭიკო გუნდში თამაშობს და საკუთარ კარში გააქ გოლები,,ნაკრები სამუდამოდ უნდა დაუხუროს ასეთებისთვი,აგორავოს ბურთი გაურკვეველ გუნდში
მე არ ვარ რობოტი
აბა რა გაზაფხული... 8 მარტია და თოვს.
ziko
ფედერაციის გადასაწყვეტი არაა ნაკრებში ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა,ამას მწვრთნელი უნდა წყვიტავდეს, კაშია კი დამსახურებულად ირჯებოდა ნაკრებში ყოველთვის თავის მინუს-პლიუსებით.
გუსანი
კიდევ ვერ აცნობიერებენ რატომ წააგეს? ერთი მომენტი ქონდაო..... ჩვენ რამდენი გვქონდა? ან მერე რა გააკეთედ... სად ბანაობთ, ფიზიკური კონდიციები სხვადასხვა დოზით ყველას აკლია და იმიტომაც ვერ ხვდებიან ნორმალურ გუნდებში და ზოგი ზირითადშიც.., რაღაც ნიჭი კი აქვთ ჩვენ ბიჭებს, მაგრამ სათამაშო დისციპლინა, ხედვა და ტონუსი პლინტუსის დაბლაა, შედეგიც შესაბამისი.... რა სიმართლე არაა? თუმცა ეს სამწუხაროდ მარტო მათ არ ეხება, ეს ჩვენი ჩვენი ერის მანკიერებაა, ემატება შური, გაუტანლობა და ა.შ . ეხ, როდის მოვა გაზაფხული ჩვენს ქვეყანაში....
Zazaს
კაშიას ავტოგოლს თელავთან ვერაფრით გააპრავებენ
Zaza
მარტო კაშია რო იყოს ჩვენი ნაკრების პრობლემა ბედნიერი ვიქნებოდი გადახედეთ ნაკრების წევრების მონაგარს განაცხადში არ ყოფილა სათადარიგო იყო ტრამვა ვერ მოირჩინა და ასე გრძელდება უსასრულოდ .მერე ამ ხალხს ვიღაცა იძახებს გამოყავს მინდორზე და გვაყურებიებს სვარკას წაგების შემდეგ კი მიდის გაპრავება და დემაგოგია .
მეზარბაზნე
დასაფასებელი გადაწყვეტილებაა. ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებაში. ასე უნდა იქცეოდეს კარიერის ბოლოს ყველა ფეხბურთელი
შოკირებული გულშემატკივარი
გურამ კაშია: ერთადერთი ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაა საჭირო... ჭიაბრიშვილი სუ ამბობს ფიზიკაში პრობლემა არ გვაქვსო და რა უპოვა ნეტა გასაუმჯობესებელი ეთქვა ბარემ
სსსა
ხუთი ცენტრალური მაინც მცველი გვყავს რომელიც დღეისთვის , უფრო მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშობს ვიდრე კაშია. რამდენად საჭიროა მისი ნაკრებში ყოფნა არ ვიცი, მწვრთნელმა გადაწყვიტოს.
jondo jashia
მადლობა გურამ და კარგადდლ
ვვვ
უფრო აქაურ კომენტარებს ვპასუხობ: თავისით არავინ უნდა წავიდეს არცერთი ნაკრებიდან - ეს დეზერტირობაა. შეიძლება, არის ქვეყნები, რომლებსაც ამის ფუფუნება აქვს, მაგრამ ჩვენ - ნაკლებად. ვიდრე გიძახებენ, უნდა ითამაშო, არ გამოგიძახებენ და არც მაგაზე იწუწუნო. ასეა სწორი.
გიორგი გორგაძე
რა მოხდა, შეიძლება წამოცდა კაცს
ოპტიმისტი
ფედერაცია რომ წყვიტავს ვინ სად უნდა ითამაშოს,იმიტომ არის ფეხბურთის საქმე კარგად.
beqa
ფედერაციას რატო ეკითხები ?! ისინი წყვეტენ ვინ როდის მოვა ითამაშებს ანდა წავაა?
კახა ქ.
ისე ვეტერანებმაც უნდა დაეხმაროთ სანიოლს რაღაც--რაღაცეებში,უფრო ურთიერთობების დალაგებაში.ენა იცით და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს......
R1valdo
ფედერაცია რატომ უნდა წყვეტდეს ვინ მოხვდება ნაკრებში გურიკ? მდაა...
ლაშა
გურამ დიდი მადლობა. მგონი სანამ ვინმე გეტყვის, თვითონ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და ღირსეული სახელი დატოვო, შენ ყველაზე უკეთ იცი.
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი