სესკ ფაბრეგასმა არსენ ვენგერის საყურადღებოდ თქვა, „არსენალში“ ბედნიერი ვარო
სესკ ფაბრეგასმა არსენ ვენგერის საყურადღებოდ თქვა, „არსენალში“ ბედნიერი ვარო. მსოფლიოს ჩემპიონით, 24 წლის ესპანელი ფაბრეგასით კვლავ არის დაინტერესებული წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, კატალონიის „ბარსელონა“, სატრანსფერო ღირებულება კი 35 მილიონი ევროა.

თავად ნახევარმცველმა განაცხადა: „მე „არსენალის“ ფეხბურთელი ვარ. მე არ მინდა მოლაპარაკებების განხილვა და იმის თქმა, რომ „ბარსელონაში“ გადავდივარ. „მეთოფეთა“ გუნდში რვა დაუვიწყარი წელიწადი გავატარე და ამჟამად სრულიად ბედნიერი ვარ“.

კითხვაზე, რას ფიქრობს „ბარსას“ ბოლო სპეკულაციაზე მის მიმართ, სესკმა ასეთი პასუხი გასცა: „ახლა ფეხბურთზე არ ვფიქრობ, მთელი ჩემი ფიქრები ჩემს შვებულებას ეთმობა“.

არ მინდა სიტიში!

კრიშტიანო რონალდომ თქვა, რომ ის არ გადადის „მანჩესტერ სიტიში“. შეგახსენებთ, რომ ისტლენდელები პორტუგალიელ ვარსკვლავში 150 ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ როგორც „დეილი მეილმა“ გამოჩხრიკა, ფეხბურთელს ესეც არ ეყო. 26 წლის შემტევი ამბობს: „ეს, რასაკვირველია, ძალიან კარგი იუმორით აღსავსე შემოთავაზება გახლდათ, მაგრამ გადაწყვეტილია: მე არ მივდივარ „სიტიში“! შეგიძლიათ ეს სიტყვები დიქტოფონითაც ჩაიწეროთ. ფული ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. ფული ყველაფერი რომ ყოფილიყო ჩემთვის, ახლავე გადავიდოდი“.

წლევანდელ სეზონში მან ყველა ტურნირის მიხედვით, 54 გოლი გაიტანა და პრიმერა დივიზიონში ყველა დროის რეკორდი დაამყარა გატანილ გოლებში, უგო სანჩესის რეკორდი გაიმეორა - გაიტანა რა 38 მატჩში 40 გოლი. რადიო „კოპესთან“ საუბარში რონალდომ დასძინა: „მე სიამოვნებით გავაფორმებდი კონტრაქტს მადრიდელებთან 10 წლის და საერთოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში. რატომაც არა?!“

შვილი რომ ყოფილიყო...

ნეიმარის აგენტმა ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავის შვილი რომ ყოფილიყო, აუცილებლად იხმარდა ყველა ღონეს იმისათვის, რათა თავის ვაჟს მადრიდის „რეალში“ ეთამაშა.

„ნეიმარი ჩემი ვაჟი რომ ყოფილიყო, ის უკვე „რეალის“ ფეხბურთელი იქნებოდა, - საუბრობს რიბეირო „მარკასთან“ ინტერვიუში. - მადრიდის „რეალი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და მისი ტოლსწორი არავინაა“.

აგენტი თვლის, რომ ნეიმარს ევროპაში გადაბარგება მხოლოდ სარგებელს მოუტანს: „ნეიმარი ჯერჯერობით მხოლოდ იმიტომ არ არის საუკეთესო, რომ ევროპაში არ თამაშობს“.

ვამაყობ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ მუმუ სისოკოთი მადრიდის „რეალია“ დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელი არ აპირებს ტურინის დატოვებას. „არანაირი წინადადება არ მიმიღია მადრიდის „რეალისგან“ - ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ, პრესიდან შევიტყვე. ისე კი, რასაკვირველია, ძალზე სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიადი გუნდი ინტერესდება შენი სამსახურით. მაგრამ როგორც კონტრაქტშია მითითებული, ბოლო ორი წელიწადი „ბებერ სინიორაში“ უნდა გავატარო. მე ვარ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, რითაც ვამაყობ“.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა