რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ყაზანის "რუბინი" საკუთარ მოედანზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს.

მატჩის წინ "სპორტ ექსპრესმა" "რუბინის" სამწვრთნელო შტაბის წევრ ნიკიტა ვასიუხინთან დიდი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა და ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

"ხვიჩა დღეს "რუბინის" საკვანძო მოთამაშეა. ის თავის პოზიციაზე რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. მის ნიჭიერებასა და ტალანტზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ქართველმა ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან მოუმატა.

ის ფიზიკურად უფრო მომძლავრდა, ბრწყინვალე დრიბლინგი აქვს და კორპუსის ჩადგმაც უფრო მყარად შეუძლია.

სლუცკი და მისი სამწვრთნელო შტაბი ხვიჩას მუდმივად ერთ ასპექტზე განსაკუთრებულად ამზადებს და ამუშავებს. მან უნდა გააუმჯობესოს შეტევების დასრულების ფაზა, რაც კარიერული წარმატებისკენ კიდევ უფრო დიდ ნაბიჯს გადაადგმევინებს.

ყოველი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ დიდი ყურადღება თეორიულ სწავლებას ეთმობა. მწვრთნელები ფეხბურთელებს მიუთითებენ, თუ თამაშის რომელ ფაზაში აქვთ მოსამატებელი.

ასე არის ხვიჩაც... მას ადრე მხოლოდ დრიბლინგი ევალებოდა, მოატყუებდა ერთბაშად 3 ფეხბურთელს; ახლა კი კვარაცხელია ბურთის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას ცდილობს.

შეხედეთ ხვიჩას სტატისტიკას "სპარტაკის" წინააღმდეგ. მისი ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი 60-ზე დაბალი იყო, მაგრამ ამით გუნდს რა დააკლდა?! - კვარაცხელია ბურთს მოედნის ისეთ ადგილზე კარგავს, სადაც მეტოქეს კონტრშეტევის შესაძლებლობა არ აქვს. მისი ზუსტი გადაცემით კი ძალიან მწვავე შეტევის განხორციელება და გოლის გატანა შეიძლება. ასე მოხდა კვარასა და დესპოტივიჩის მომენტის დროს, როდესაც ქართველმა სერბს საგოლე გადაცემა გაუკეთა".

ჟურნალისტმა ვასიუხინს კითხვა იმის შესახებაც დაუსვა, თუ რა დონეზეა დღეს ხვიჩა და რომელ ჩემპიონატსა თუ გუნდში შეუძლია კვარაცხელიას ასპარეზობა.

"შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელია, მაგალითად, "ლევერკუზენისა" და "სევილიას" დონის გუნდებში სათამაშოდ მზადაა. ვფიქრობ, მას შეუძლია ასეთ გუნდებში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს და მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცეს. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კიდევ უფრო განვითარდება, რადგან ძალიან ძლიერი შემსრულებელია", - ამბობს ვასიუხინი.

შეგახსენებთ, რომ "რუბინისა" და "ზენიტის" დაპირისპირება დღეს, 8 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

giorgi
http://livetv392.me/eventinfo/1039211_rubin_zenit/#webplayer_alieztv|150322|1039211|1559018|42|1|ru
რობი
http://livetv.sx/eventinfo/1039211_rubin_zenit/
მინდია
http://www.hesgoal.com/news/75077/Rubin_Kazan_vs_Zenit_St_Petersburg.htm პირველი ტაიმო დამთავრდა, ხვიჩას უკვე 8 დრიბლინგი აქვს, ნეიმარი ნერვიულობს.
1111
https://gooool.tv/online/98626-rubin-zenit-08032021-prjamaja-transljacija.html
ირაკლი
ინტერნეტში სადმე შეიძლება ამ მატჩის ნახვა ?
ლევანი
სად ვუყუროთ დაწერეთ რა თუ იცით
გელა
გთხოვთ ზენიტი რუბინის ლინკი დადეთ
მამუკა
ლევარკუზეს დახატავდა თან გერმანის ჩემპიონატში უხეშობა ნაკლებადა და ძაან ბევრი გოლები გადის თამაშებში იქ ხვიჩა მაქსიმალურად გამოამჟღავნებდა თავის შესაძლებლობებს.
ტოტტი
მე კი მგონია რომ დორტმუნდის ლაფციგის და ატალანტას დონის და სტილის ფეხბურთელია.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
უარი ხავისგან - "ლევერკუზენი" ახალი მწვრთნელის ძიებაშია
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
ლუკას ვასკესი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს