საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა სომხეთის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

ერევანში გამართული მატჩი დაძაბული გამოდგა და ორმხრივი შეტევებით წარიმართა. ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა, მე-6 წუთზე ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ნიკოლოზ კურტანიძემ აიღო. თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით გაგრძელდა. მე-9 წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი კომბინაცია შედეგიანი დარტყმით ბინიომ დაასრულა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა. მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ სომხეთის ნაკრებმა თამაშის გათანაბრება შეძლო და მე-12 წუთზე მაშუმიანმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ორივე კართან შექმნილი რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად, პირველ ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. 21-ე წუთზე საკუთარი გუნდის სწრაფი შეტევის შედეგად ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ნევედეროვმა გადაგზავნა და ანგარიში გათანაბრდა - 2:2. საქართველოს ნაკრებმა კვლავ დაწინაურება მალევე მოახერხა, 23-ე წუთზე რონინიოს გადაცემით ელისანდრომ ისარგებლა და ერთი შეხებით ულამაზესი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და აქტივში მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.

სომხეთი 2:3 საქართველო

ერევანი, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი

სომხეთი: ბოიარკინი, ხრომიხი, სანოსიანი, ნევედროვი, მელქოიანი

სათადარიგო შემადგენლობა: მიულერი, მანუკიანი, ბაღდასარიანი, მარგარიანი, გალსტიანი, მაშუმიანი, დე კამპოსი, ასლანიანი, ვიტინიო

მთავარი მწვრთნელი: ედგარ ნაზარეთიანი

საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, სებისკვერაძე, ელისანდრო

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, გიორგაია, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, კურტანიძე, ბინიო, პეტრი ბრანკო

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

მსაჯები: გრიგორი ოშომკოვი (ესტონეთი), იაგნარ იაკობსონი (ესტონეთი), მირან კუდოიანი (სომხეთი)

გაფრთხილება: 09:30' მელქონიანი, 12:19' გალსტიანი, 19:29' თოფურია, 32:03 მაშუმიანი

გოლები: 0:1 კურტანიძე (05:56'), 0:2 ბინიო (08:09'), 1:2 მაშუმიანი (11:33'), 2:2 ნევედროვი (20:26'), 2:3 ელისანდრო (22:03')

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრას 9 აპრილს, საფრანგეთის წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან, სომხეთთან და რუსეთთან ერთად ასპარეზობს. ოთხი ტურის შემდეგ მოპოვებული 7 ქულით ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე კი, 12 ქულით, რუსეთია. დეტალები იხილეთ ბმულზე.

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევრო 2022-ს ნიდერლანდები უმასპინძლებს.

nakrebi.ge

ბაჩი
მე მიყვარს ფეხბურთი ნატურა.არავითარი ამერიკული ფეხბურთი და არავითარი ფუტზალი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში