"ბოსტონთან" ფინალური სერიის მეშვიდე მატჩის წაგების შემდეგ "ვანკუვერის" გულშემატკივრებმა ქალაქის ქუჩებში გრანდიოზული არეულობა მოაწყვეს
"ბოსტონთან" ფინალური სერიის მეშვიდე მატჩის წაგების შემდეგ "ვანკუვერის" გულშემატკივრებმა ქალაქის ქუჩებში გრანდიოზული არეულობა მოაწყვეს.

ფანატები გზად ყველაფერს ამსხვრევდნენ, იარაღად კი იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელთ მოხვდებოდათ, მათ შორის პეტარდებსა და ჰოკეის ყვანჯებს. პოლიციამ მომხდარზე რეაგირება აშკარად დააგვიანა. "ყოველთვის რთულია იწინასწარმეტყველო მოვლენათა ამგვარი განვითარება", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

შედეგად, სულ რაღაც ერთ საათში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილს მოგაგონებდათ. ყველა კუთხეში იწვოდა ნაგვის ურნები, ავტომობილები, ბევრი მაღაზიის ვიტრინა ჩამსხვრეული იყო.

სამართლადამცავები ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობდნენ განრისხებული ბრბოს დაწყნარებას, მაგრამ ამაოდ. არეულობის გამო გაუქმებული იქნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა რეისი.

მსგავსი რამ კანადაში პირველად არ ხდება. 1994 წელს "რეინჯერსთან" მეშვიდე მატჩის წაგების შემდეგ ვანკუვერის ქუჩები ასევე ბრძოლის ველს დაემსგავსა. შედეგად 200 ადამიანი დაზარალდა. ამ ქალაქმა არეულობა 2010 წელს, კანადის ნაკრების მიერ ოლიმპიადის მოგების შემდეგაც ვერ აიცილა თავიდან. შარშან აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში გასვლის შემდეგ სერიოზულად დაზარალდა კვებეკის პროვინციის მთავარი ქალაქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა