ფოტო: rugby.ge

"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გასულ შაბათს პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილებაა. მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს; სხვა შემთხვევებში კი მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს:

„გაფართოებულ რაზმში 32 მორაგბე გვყავს და ვცდილობთ შემადგენლობა ისე დავაბალანსოთ, რომ ყველას მივცეთ სათამაშო დრო. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია მოთამაშეების გამოცდა, სხვადასხვა რგოლის გადანაცვლება და თანაც ისე, რომ ბალანსი არ დაირღვეს“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

ექვსი ცვლილება შერკინებაში

როტაციის პრინციპით, პირველ ხაზში თამაშს ის მორაგბეები იწყებენ, რომლებიც პორტუგალიასთან მარქაფაში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გია ხარაიშვილი, ხოლო ჯაბა ბრეგვაძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი მელიქიძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ამჯერად მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ძირითადში დაწინაურდა, ხოლო ნოდარ ჭეიშვილმა თადარიგში გადაინაცვლა.

მესამე ხაზში თამაშს კვლავ თორნიკე ჯალაღონია იწყებს, რომელმაც მიკროტრავმების მოშუშება მოასწრო. ფლანკერები მიხეილ გაჩეჩილაძე და ირაკლი ცხადაძე არიან – გაჩეჩილაძემ პირველი თამაში გამოტოვა, ხოლო ცხადაძე პორტუგალიასთან შეცვლაზე შევიდა და პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

„ჯალაღონია დავასვენეთ, გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ყველაფერი კარგადაა და თამაშს იწყებს. პირველ ხაზში ის მორაგბეები იწყებენ, რომლებმაც პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშეს და თავი კარგად წარმოაჩინეს. ჩვენ თანაბარი ძალის, დაბალანსებული პირველი ხაზი გვყავს და როტაცია მუდმივად გვექნება, რაც ერთგვარი კოზირია. მარქაფიდან თამაშში ჩართვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა და ეს გუნდში ყველას კარგად ესმის“ – ამბობს მაისაშვილი.

ოთხი ცვლილება ხაზში

წინა მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა – მერაბ შარიქაძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე - 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, რომელსაც ამჯერად ლაშა ხმალაძის ნაცვლად თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება.

ფრთებზე როტაციის პრინციპით აკა ტაბუცაძე და დემე თაფლაძე იწყებენ, ხოლო ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს.

9 ნომრის მარქაფაში კვლავ მიხეილ ალანიას ვიხილავთ. ასევე მარქაფაშია გიორგი ბაბუნაშვილი, რომელსაც პორტუგალიასთან სანაკრებო დებიუტმა არ მოუწია. მარქაფაში გადაინაცვლა გამოცდილმა სანდრო თოდუამ.

მაისაშვილის თქმით, ეს ცვლილებები ასევე როტაციის პრინციპითაა გამოწვეული და აუცილებლად ეცდება, ბაბუნაშვილს სათამაშო დრო მისცეს:

„რამდენიმე ცვლილება გვაქვს ხაზში, ასევე განსხვავებულია ნახევარდაცვა. კვლავ მარქაფაშია ბაბუნაშვილი. სამწუხაროდ, პორტუგალიასთან თამაში ისე წავიდა, რომ მისი შეყვანა ვერ მოვახერხეთ და ახლა ვეცდებით, სათამაშო დრო მივცეთ. ის ძალიან კარგად ვარჯიშობს, საინტერესო მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, თავს გამოიჩენს“.

2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(+2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი)

II ტური

14 მარტი. მადრიდი. 15:45 (საქ. დრო)

ესპანეთი – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (3 კეპი), 14. აკა ტაბუცაძე (8 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (30 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (73 კეპი, 60 ქულა), 11. დემე თაფლაძე (7 კეპი, 5 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (21 კეპი, 129 ქულა), 9. გელა აფრასიძე (31 კეპი, 24 ქულა);

შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (20 კეპი, 5 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (80 კეპი, 55 ქულა), 3. გია ხარაიშვილი (1 კეპი), 4. ლაშა ჯაიანი (8 კეპი), 5. დავით გიგაური (8 კეპი, 5 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (13 კეპი, 10 ქულა), 7. ირაკლი ცხადაძე (1 კეპი), 8. თორნიკე ჯალაღონია (6 კეპი, 5 ქულა);

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე (63 კეპი, 20 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გიორგი მელიქიძე (24 კეპი, 15 ქულა), 19. ნოდარ ჭეიშვილი (28 კეპი), 20. გიორგი თხილაიშვილი (62 კეპი, 60 ქულა); 21. მიხეილ ალანია (2 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. სანდრო თოდუა (90 კეპი, 65 ქულა).

წყარო: rugby.ge

სოსო
პორტუგალიასთან, ნაკრები თავიდანვე ცდილობდა,ხელით მეტი ეთამაშა,მაგრამ როცა ნახეს,რომ ძალიან ხშირად ვკარგავდით და ვჯარიმდებოდით,შერკინება -მოლზე გადავედით და ასე მამაპაპური წესით დავდეთ საჭირო ლელოები.ახლა,ალბათ თავიდანვე ვეცდებით ფიზიკური ზეწოლით შევიქმნათ მარაგი და უკვე შემდეგ ვეცადოთ ხელით თამაშის დომინანტობას.დამრტყმელების თამაში რომ კატასტროფაზე მეტია,გეთანხმებით და საკვირველი სწორედ ეგ არის,რომ ეს ბიჭები,ფეხით თამაშში,გაცილებით უფრო ძლიერები იყვნენ 20 წლამდელთა ასაკში და კიდევ ცოტა ხანი.შემდეგ კი,ყველამ გააფუჭა.შეიძლება საკუთარ გუნდებში არ აქვთ პრაქტიკა?არ ვიცი.ძალიან გაფართოებულია სელექციის წრე და მგონი ვერც ნაკრების ბირთვის ფორმირებას ახერხებენ.ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი,ამას ვერც შესძლებს.ის ცდილობს,მომავალში დანიშნულ მწვრთნელს,რაგბისტთა ფართო წრეზე მიაწოდოს ინფორმაცია.ძალიან გაჭიანურდა მთავარი მწვრთნელის დანიშვნა და ლევან მაისაშვილიც რომ დანიშნონ,უკვე დანიშნული მწვრთნელის რანგში,გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნება მისი მუშაობაც.ოფიციალურ სტატუსს,დიდი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელისთვისაც და მორაგბეებისთვისაც.ეს საარჩევნო უბედურებაც, ძალიან მოქმედებს ყველაზე.ესეც გარდაუვალია.არ უნდა გვქონდეს დიდი იმედი,რომ არეულ რაგბის სამყაროში,ნაკრები დალაგებულ რაგბის ითამაშებს.ასე არ ხდება.
კობი
იმედია, ბურთის უაზროდ წინ გადაკიდება და მოწინააღმდეგისათვის ჩაბარება ნაკლებად იქნება
გორდა
ჩილაჩავა და ნარიაშვილი რამდენადაც დაიწერა ტრამვებს იშუშებენ. ჟვანია არ არის ფორმაში - რუსეთთან თამაშში გამოიძახეს და გამოჩნდა. თუმცა მეც ვფიქრობ, რომ ამ შეკრებაზე, რომ ყოფილიყო - მითუმეტეს 1 ნომრის პოზიციაზე, მისთვისაც ძალიან კარგი იქნებოდა ფორმაში შესასვლელად და ნაკრებსაც გამოადგებოდა. ასეიშვილი ტრავმის შემდგომ კი ჩადგა ფორმაში, მაგრამ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ, მისი ჩამოწერა ნაადრევია. რაც შეეხება შერკინების მე-3 ხაზე: გორგაძე, გიორგაძე, ცუცქირიძე ტრავმირებულები არიან და მაგიტომ არ გამოიძახეს. ამ კონკრეტულ თამაშში საღინაძეც არ ითამაშებს მცირე ტრავმის გამო. უკანა ხაზში, მაინცადამაინც დიდი არჩევანი არ გვაქვს, თუმცა მეც ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მწვრთნელებმა მეტი შიდა კონკურენცია უნდა შექმნან. სულ მაინტერესებს მირიან მოდებაძე კლუბში, რომ თამაშობს 15 ნომერზე, რატომ ნაკრებში არ ათამაშებენ იგივე პოზიციაზე?! ასევე, რატომ არ ხდება ორიაკიდან გოგოლაძის გამოძახება, ასევე რუსეთის ჩემპიონატიდან ფრუიძე (რატომ ჩამოწერეს), მესხი, სვანიძე და ცირეკიძე საინტერესოდ გამოიყურებიან. შიდა ჩემპიონატიდან რამდენიმე ადამიანის თუნდა შეკრებაზე სისტემატიურად დამატება (თუნდა მათ ვისაც ნაკრებში გამოცდილება აქვთ: სიჭინავა, კოშაძე ...) კონკურენციის გაზრდის მიზნით საჭიროა. სანდრო თოდუა მათ შორის ვინც გვყავს ნამდვილად კარგია, მაგრამ 2023 წელს მასზე გათვლების გაკეთება ალბათ არ იქნება სწორი, ასაკს თავისი მიაქვს. ასევე ხმალაძე - მანაც ყველაფერი გააკეთა ამ წლებში ნაკრებისათვის რაც შეეძლეო, მაგრამ მასზე გათვლაც აღარ იქნება გონივრული და ბაბუნაშვილის, ასევე ალბათ ჯინჭველაშვილის (შეიძლება სხვაც მოიძებნოს) ნაკრებთან ერთად ვარჯიში და თამაში საშური საქმეა. წარმატებები ბორჯღალოსნებს!!!
გიორგი
ესპანეთს 10 წამყვანი მორაგბე დააკლდა, ანუ საქმე გაადვილდა. სანამ მაისაშვილია მწვრთნელი, ჩილაჩავას, ჟვანიას და ასეიშვილს ვერ ვიხილავთ. ცუცქირიძეს ტრავმა აქვსო და გიორგაძე ფორმაში არ არისო. ამგვარ რეალობაში წინა ხაზი საუკეთესოა. ნინიაშვილმა უნდა გაქაჩოს და ამისთვის სწორედ მეორე რიგის გუნდებთან თამაშში უნდა ივარჯიშოს. ალტერნატივა მათიაშვილია, ანუ ალტერნატივა არ გვაქვს. ტაბუცაძეს ბურთი უნდა მისცენ როდესაც აკრეფილი აქვს სიჩქარე და ნახავთ. გეთანხმებით, რომ ტაბუცაძემ უნდა მოუმატოს დაცვაში თამაშს და ეს მწვრთნელის საქმეა. ისევ მწვრთნელის პრობლემას ვუბრუნდებით.
გლახუნა
- დიდს არაფერს ველი ასეთი შემადგენლობიდან - ს ა დ არის ჩილაჩავა, ჟვანია, ასეიშვილი... - 1 ხაზში, გორდაძე, ცუცქირიძე, გიორგაძე... ჩამოწერეთ?! - ან მართლა გონიათ ვინმეს ლობჟანიძეს აფრასიძე, ალანია ჯობია?! ან - დაცვაში სუსტები ტაბუცაძე, თაფლაძე, თუნდაც ნიჭიერი ნინიაშვილი გაქაჩავს?!... - მგონი არც დაფიქრებულან - 19 ქულა - რ ა ტ ო მ მივიღეთ პორტუგალიასაგან, ანუ ამ ჯგუფის აუტსაიდერთან (?!) - აზრზე მოდით, აზზრზე სანამ დროა...
AUG
ბოლოხანს (კარგა ხანს), რაც ვანახე, მაგ "გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას" ვერ ვახერხებთ დასწყისში და სულ "მდევრის როლით" ვიწყებთ. ვერც რამე "ტაქტიკური ექპერიმენტი" ვნახე - იყო მხოლოდ "ჯაჯგური" და მეტი არაფერი. ჰო და კიდევ მოლი პორტუგალიასთან, რასაც ესპანეთი გაითვალისწინებს. სულ მოწინააღმდეგის მიერ ჩვენი პრესით იწყება თამაში. თუ თქვენ ნახეთ, რამე სიახლე ტტაქტიკაში - იქნებ გვითხრათ კონკრეტულად, აი ეს ან აი ის არის სიახლეო. ტაქტიკურ სახლემდე ჯერ ხელით თამაში (პასი) უნდა შეგეძლოს, ფეხით თამაში, აუტის მოწოდება, საჯარიმოს შესრულება, თუნდაც ჯარიმიდან კიდეზე შორს ანს საერთოდ გადატანა და ა.შ. ეს რომ ნორმალურად არ შეგვძილია, რა" ტაქტიკურ ექსპერიმენტს" ვნახავთ?
AUG
აუგი. სტილი რა იცის მაისაშვილმა
სოსო
ვფიქრობ სასტარტო შემადგენლობა,თავიდანვე ეცდება გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას და მხოლოდ შემდეგ დაიწყებენ,ტაქტიკურ ექსპერიმენტებს.ესპანეთი ძლიერი გუნდია და თავიდანვე ხუმრობა, არას გვარგებს.რუსებთან ისე უნდა მივიდეთ,რომ ჩასახული ოცნებები,მთლიანად გავუქარვოთ. ძალიან იმედიანად არიან და მოუთმენლად გველიან.თუ მეორედაც გაგვიწიეს, ღირსეული წინააღმდეგობა,მერე,ძალიან გაგვიჭირდება.კავკასიელი ბიჭები შეყარეს და ჭიდაობა,ჩვენზე ნაკლები,არც იმათ იციან.
გიო
რაც მაისაშვილია მწრვთნელი პირველად ვნახე რომ ისეთი შემადგენლობა დააყენა ერთ პატარა აუგს ვერ ვიტყვი. გონება გაეხსნა თუ ვინმემ ურჩია? აი ასეთი შემადგენლობით რომ გამოხვალ და კიდევ უაზრო ფეხით და აიღე მიაწექის ითამაშებ მაშინ იცოდე ყველაფერი შენი ბრალია. სწორი შემადგენლობაა და ვნახოთ თამაშის სტილს რას აირჩევს. და აცადე ამ შემადგენლობაც ერთი ორი თამაში გადააბან შეეწყვნენ ყოველ თამაშზე რომ რადიკალურ ცვლი ყველაფერს რა დასკვნა უნდა გამოიტანო.
გიორგი
მშვენიერი შემადგენლობაა! სასიხარულოა, რომ უნიჭიერესი ნინიაშვილი ძირითადშია, ხოლო მათიაშვილი განაცხადშიც არ არის, ვაშა!
ლუკა
ოჰო
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]