IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ქართველმა ჩემპიონმა კიევში ტიტულის დაცვის შემდეგ რეიგინგის ათეულში შეაღწია
პროფესიულ კრივს რამდენიმე ორგანიზაცია განაგებს. ზოგი მათგანი ერთობ პრესტიჟულია, ზოგიც - ნაკლებად. ამიტომაც თითოეულ წონაში მსოფლიოს რამდენიმე ჩემპიონია და კიდევ უფრო მეტი პრეტენდენტი. ასეთ შემთხვევაში გვეხმარება PP4P ("პაუნდ ფორ პაუნდ")-ის მიერ შემუშავებული ერთიანი რეიტინგი, რომელიც შედარებით ობიექტურად ასახავს ძალთა თანაფარდობას თანამედროვე მსოფლიო კრივში.

ჩვენ მსოფლიოს ერთი ჩემპიონი გვყავს, 32 წლის ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე. ქართველმა ჩემპიონის ქამარი კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) ვერსიით თბილისში მოიპოვა - 13 მარტს "ჩაქუჩამ" ქულებით აჯობა პოლონელ მარიუშ სენდროვსკის. ხურციძემ, ამას წინათ, კიევში წარმატებით დაიცვა ქამარი - პირველ რაუნდში რინგზე დააგდო კოლუმბიელი დიონისიო მირანდა.

ახალ რეიტინგამდე ხურციძის პოზიცია საშუალოწონოსანთა ათასზე მეტი მოკრივის არმიაში მე-17 იყო. ტიტულის დაცვამ ქართველი კიდევ უფრო წინ წაწია და ის ათეულში შევიდა. უფრო ზუსტად, კი ზუსტად მე-10 ადგილზეა. ჩვენებურს, რომელსაც 29-დან 25 ორთაბრძოლა აქვს მოგებული, 315 ქულა აქვს.

PP4P-ის ტოპ-10 საშუალო წონაში ასე გამოიყურება: 1. სერხიო მარტინესი (არგენტინა) - 955 ქულა; 2. ფელიქს შტურმი (გერმანია) - 674; 3. დენიელ გილი (ავსტრალია) - 536; 4. ჰასან ნდამი (საფრანგეთი) - 439; 5. დმიტრი პიროგი (რუსეთი) - 386; 6. ენდი ლი (ირლანდია) - 383; 7. მარკო რუბიო (მექსიკა) - 372; 8. სებასტიან სილვესტერი (გერმანია) - 364; 9. ხულიო სესარ ჩავესი (მექსიკა) - 329; 10. ავთანდილ ხურციძე (საქართველო) - 315. ამ წონაში პროფესიონალებში 17 ქართველია, ხურციძის შემდეგ მეორე შალვა ჯომარდაშვილია (54 ქულა), რომელიც ზუსტად მეასე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა