თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევერკუზენში ბალამანიაა. მიხაელ ბალაკის ხმაურიანმა ტრანსფერმა...

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევერკუზენში ბალამანიაა. მიხაელ ბალაკის ხმაურიანმა ტრანსფერმა "ბაიერის" გულშემატკივრები ეიფორიაში ჩააგდო. ამასთან, კლუბს პოტენციური სპონსორებისგან მსუყე წინადადებებიც მოუმრავლდა და ერთი სიტყვით, 33 წლის მიხაელის ტრანსფერით "ფარმაცევტები" არა მარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ ფინანსურადაც იხეირებენ. თვითონ განსაჯეთ: დღემდე ბალაკის 20 000 მაისურაა გაყიდული.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს: მიხაელმა გუშინ ახალ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა. მასთან ერთად, ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პროცესში გუნდის კაპიტანი სიმონ როლფესიც ჩაერთო. თუმცა, "ფამაცევტების" მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი ბალაკს და როლფესს უახლოეს ტესტ-მატჩებში მაინც არ ათამაშებს, რადგან რისკზე წასვლა არ სურს - დიდი შანსია, რომ მიხაელს და სიმონს ტრავმები "შეუბრუნდეთ".

ბალაკს ფეხბურთი მაისის შუა რიცხვების შემდეგ აღარ უთამაშია. გეხსომებათ, ის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დაშავდა, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვერ იასპარეზა. მასთან ერთად, მუნდიალზე როლფესსაც უნდა ეთამაშა, მაგრამ ახალგაზრდა საყრდენმა ტრავმა მიხაელზე გაცილებით ადრე მიიღო. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები 11 აგვისტოს კოპენჰაგენში დანიას ამხანაგურად ეთამაშება და ბალაკი და როლფესი არც იმ შეხვედრაში იასპარეზებენ. სამაგიეროდ, ბუნდესლიგის სტარტისთვის "ლევერკუზენს" ორივე ლიდერი მწყობრში ეყოლება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში (22 აგვისტოს) "ბაიერი" დორტმუნდის "ბორუსიას" ხვდება.

კასტრომ კონტრაქტი გააგრძელა

ამასობაში, "ლევერკუზენის" ფლანგის მცველმა გონსალო კასტრომ "ბაიერთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს. მის ხელშეკრულებას ვადა 2012 წელს ეწურებოდა. "გონსალო კასტრო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ძალიან მიხარია, რომ მასთან შეთანხმება არ გაგვიჭირდა," - ეს გუნდის სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია. "გონსო" "ლევერკუზენში" 1999 წლიდან თამაშობს და ბუნდესლიგაში "ბაიერის" მაისურით 149 მატჩი (7 გოლი) აქვს ჩატარებული. ამასთან, კასტრომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 5-ჯერ იასპარეზა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა