დღეს ფიბა-ს ვებ-გვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა, რომ ევრობასკეტ 2022-ის 4 მასპინძლიდან 2-მა – გერმანიამ და ჩეხეთმა პარტნიორი ქვეყნის ფედერაციები დაასახელეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩეული ქვეყნების ნაკრებები იმ ჯგუფებში იასპარეზებენ, რომლებსაც გერმანია და ჩეხეთი უმასპინძლებენ.

ასე და ამგვარად, გერმანიამ პარტნიორ ქვეყნად ლიეტუვა აირჩია, ხოლო ჩეხეთმა – პოლონეთი. ეს ამბავი დღეს გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს (ბორდის) სხდომაზე ოფიციალურად გაჟღერდა. პარტნიორი ფედერაციების არჩევის პრაქტიკა 2015 წლის ევრობასკეტიდან მომდინარეობს და მისი მიზანი ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი ქვეყნებისთვის ღონისძიების მარკეტინგული და სპორტული მხარის უკეთესად დაგეგმვა, ასევე მომავალი მეტოქის სიძლიერის მიხედვით შერჩევაა.

“რა თქმა უნდა, ლიტვა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კალათბურთის ფედერაცია ჰყავს – განაცხადა გერმანიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ფიბა-ს ხაზინადარმა ინგო ვეისმა – საკალათბურთო ენთუზიაზმი ამ ქვეყანაში უდიდესია, ლიეტუველების ფერადი და ხმაურიანი ფანები მთელი მსოფლიოს არენებისთვის კარგად არიან ცნობილნი. ლიეტუვის ფედერაციასთან ჩვენ მრავალწლიანი და მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. ამ გამოცდილებამ გვიბიძგა სწორედ იმისკენ, რომ ლიეტუვის ფედერაციასთან გვეთანამშრომლა კიოლნში ჩასატარებელ ჯგუფურ ეტაპზე”.

თავის მხრივ, ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, არვიდას საბონისმაც კეთილგანწყობილი კომენტარი გააკეთა: “მოხარულები ვართ, რომ გერმანიის ფედერაციასთან შეთანხმებას მივაღწიეთ და მოგვეცემა საშუალება, კიოლნში ვიასპარეზოთ. იმედს ვიტოვებ, გულშემატკივრები შეზღუდვების გარეშე დაუბრუნდებიან დარბაზებს და ჩვენს ნაკრებს გერმანიაში სოლიდური მხარდაჭერა ექნება. დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩი იქნება დიდი ზეიმი მაყურებლებისთვის”.

თავის მხრივ, ჩეხეთისა და პოლონეთის ფედერაციებიც კმაყოფილები არიან მათ შორის შემდგარი თანამშრომლობით. ჩეხეთში ძალიან ბევრი პოლონელი ქომაგი ჩავა, რაც ამ ქვეყნისთვის ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნება.

ზემოთაღნიშნულ პარტნიორობათა შესახებ კომენტარი გააკეთა ფიბა-ევროპის აღმასრულებელმა დირექტორმა, კამილ ნოვაკმა:

“პარტნიორული შეთანხმება, რომელსაც წინა ევროპის ჩემპიონატებზე ჩაეყარა საფუძველი, წარმატებული აღმოჩნდა და ჩვენ მოხარულები ვართ, ეს ტრადიცია კვლავ გავაგრძელოთ. ევრობასკეტის თითოეული მასპინძლისთვის პარტნიორის არჩევის შესაძლებლობის მიცემით ჩვენ იმის გარანტია გვაქვს, რომ ღონისძიებაში გაცილებით მეტი ადამიანი იქნება ჩართული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრ ლიეტუველ ქომაგს ვიხილავთ გერმანიაში და ასევე მრავალი პოლონელი ჩავა ჩეხეთში, რათა თავიანთ ნაკრებებს მხარი დაუჭირონ. ჩვენ ასევე დიდი ენთუზიაზმით ველოდებით დარჩენილი მასპინძლების – საქართველოსა და იტალიის მიერ პარტნიორების დასახელებას”.

GBF.GE

სიმართლე
ჩვენი ბედოვლათი კალათბურთის ფედერაცია რას აკეთებს ამდენ ხანს? რით ვერ შეარჩიეთ პარტნიორი ქვეყანა, ბოისავ და გურასპაულო?! არავის არ უნდა აქ ჩამოსვლა? იქნებ ბოლო 2 თამაშის წაგებამ აგირიათ გეგმები? თითქმის მოგებულ ჯგუფში სერბეთს 1-ლი ადგილი დავუთმეთ და ამის გამო 4-ე კალათაში აღმოვჩნით, მოწვევის ყველაზე რეალურ კანდიდატთან (უკრაინა) ერთად, რის გამოც მათ ვეღარ მოვიწვევთ. ახლა ალბათ მხოლოდ რუსეთი ან თურქეთია დარჩენილი რეალური ვარიანტის სახით, მაგრამ ეხუმრები რომელიმესთან თამაშს?
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 10 წლით გაიზარდა" - შევალიეზე მისმა მეგობარმა ისაუბრა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
[VIDEO] ქოჩორაშვილის 68 წუთი, რაფინიას ჰეთ-თრიკი და "ბარსელონას" გამარჯვება "სევილიასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
ᓝᓮᓣᓜᓯᓘ ᓘᓠᓟᓘ ᓕᓔᓚᓨᓘ: ᓯᓒᓣᓤᓨᓘ ᓩᓕᓔᓜᓘ ᓡᓐᓛᓘ ᓝᓞᓝᓜᓔᓜᓢᓘᓡᓒᓐᓜ ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓫᓚᓘᓔᓠᓘᓐ
ზუროსმა საქართველოს ნაკრები "ჟალგირისის არენაზე" ავარჯიშა
ᓙᓝᓢᓔ ᓢᓣᓦᓣᓨᓘ: ᓩᓕᓔᓜᓛᓐ ᓓᓐᓪᓕᓐᓛ ᓓᓐ ᓙᓝᓜᓙᓠᓔᓢᓣᓚᓛᓐ ᓓᓐᓕᓐᓚᓔᓑᓔᓑᓛᓐ ᓒᓐᓐᓛᓐᓠᓗᓚᓐ
ᓖᓐᓖᓐ ᓤᓐᓩᓣᓚᓘᓐ: ᓩᓕᓔᓜ ᓨᓔᓒᓕᓬᓔᓕᓡ ᓫᓐᓚᓐ, ᓠᓝᓛ ᓛᓔᓢᓝᓥᓔეᓑᓡ ᓐᓠᓐᓤᓔᓠᓘ ᓓᓐᓕᓣᓗᓛᓝᓗ
საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა, ტადუს მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო
ორჯერ განულებული საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების სპარინგი
საქართველოს ნაკრები კაუნასში სასწაულის მოხდენასთან ახლოს იყო [VIDEO]
ზუროსი: დაცვაში აუცილებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ
ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓔᓮᓔᓗᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ლიᓓᓔᓠᓘ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ