საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა, ტადუს მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო
პრაღაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 57:71 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, პირველი მეოთხედი 7 ქულით მოიგეს, ტაიმი კი 15 ქულით (!). მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა 3 ქულით შეამცირა, საბოლოოდ კი 14 ქულით დამარცხდა.

წაგება რა თქმა უნდა სამწუხაროა, მითუმეტეს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კარსმომდგარი მატჩების წინ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს სპარინგი იყო, მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ახალი კალათბურთელები გამოსცადა და ჩვენს გუნდს წამყვანი მოთამაშეები აკლდა.

ეს და ჩეხეთთან გასამართი კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა ზუროსს დაანახებს, ვის შეუძლია დაეყრდნოს სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებში.

მაგალითად, შესანიშნავად წარმოაჩინა თავი ახალმა ლეგიონერმა ტადუს მაკფადენმა, რომელმაც 36:29 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო და მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და MVP გახდა.

კიდევ სასიხარულოა დუდა სანაძის დაბრუნება.

რაც შეეხება ჩვენი გუნდის სხვა წევრებს - ბითაძემ 14 ქულა ჩააგდო, შერმადინმა 12, სანაძემ 8, ჭოჭუამ 2, ბოქოლიშვილმა 2, მამუკელაშვილმა -1.

მოკლედ, საქმე სანერვიულოდ არაა, საქართველოს ნაკრებს შესათამაშებლად დრო კიდევ აქვს და თბილისში სულ სხვანაირ გუნდს ვიხილავთ.

მერაბი
უბრალოდ კატასტროფაა. ბულაშვილის, ანდრონიკაშვილის და დარბაიძის ნაკრები არა ის - მოტივაციის პონტით შეიძლება დაიბარო 1 გაფართოებულში. ისინი რომ დაიწყებენ თამაშს ევროპულ მაღალ დონის 1-2 დიციზიის გუნდებში სადაც ლიდერები იქნებიან,მერე შეიძლება ნაკრებზე ლაპარაკი. როდის მივხვდებით რომ ასაკობრივსა და პროფესიონალურ კალათბურთში დიდი განსხვავება??? როგორც ფიზიკური ისე ტაქტიკური აშ. მამუკელაშვილი -ის რომ სეატონ ჰოლში მოხვდა მერე რა, ათასობით მოთამაშეს იმუშავებენ ამერიკული უნივერსიტეტების ყოველ წელს, მამუკელაშვილი ან იქნება მოთამაშე ან არა, ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ჯერ კერობით 2 წუთით კმაყოფილდება. ესეთ 10000 მოთამაშეს ვიპოვით. ჭოჭუა,ბოისა -გვჭირდება ვეტერანი კალათბურთელები ნაკრებში? ვეტერანები რომლებიც არ არიან ევროპულ დონეზე და მოედანზე ვერაფერს ვერ აკეთებენ. ბოისა კატასტროფაა. რას აკეთებს ნაკრებში გარტყმაში არ ვარ დვალიშვილი, ბოქოლიშვილი, ბერიშვილი - საქართველოში კარგად თამაშობენ მაგრამ სადაა დონე ქართული ლიგის... რატომ არ უნდათ ეს მოთამაშეები ევროპის გუნდებს? პასუხი ალბათ ყველამ ვიცით და ნუ ვიტყუებთ თავს. ცინცაძე ზარმაცია და ტრავმები აწუხებს და მისი კარიერა ნელ ნელა მთავრდება ესეიგი გვყავს გუნდში 5 მოთამაშე : თოკო, შერმადინი, ნატურალიზებული ამერიკელი, სანაძე, ბითაძე და მარკოიშვილი რომელიც ასევე კარიერას ასრულებს... ძალიან მაინტერესებს ვინ ეხმარება ზუროსს შემადგენლობის შედგენაში, ვინ აძლევს მას ინფორმაციას ყველა ქართველ მოთამაშეზე? თუ აქაც ძველი ქართული მამობის კი პონტია ჩართული??? ნუთუ უკეთესი მოთამაშეები არ გვყავს? თუ სადაა პრობლემა? ალბათ მთელ ფედერაციაში? ალბათ 16,18,20 წლამდელების ნაკრების ტრენერები არ გვივარგა ?ალბათ რატომ თითქმის არცერთი ქართველი მოთამაშე ფიზიკურად(სისწრაფეში) ბადალს ვერ უწევს ევროპელ მოთამაშეებს? სადაა პრობლემა? მგონი ისევ მამა მამობაშია . სამწუხაროა როცა ჩეხეთი 3 საუკეთესო მოთამაშის გარეშე გვეთამაშება (+ შილბსაც თითქმის არ უთამაშია) და მთელი თამაში 15-20 ქულას ვაგებთ. რას დავაბრალოთ? წინა ფედერაციის პრეზიდენტს? ახალი ვითომ რამეს შეცვლის? ვნახოთ და ვილოცოთ.
შოთა გუგეშაშვილი
სამაგიეროტ ბოისამ არ გააცაცანა ფაექვეს კაციშვილი
123
ნაკრებში გამოძახებულებმა ჯერ კლუბებში დაამტკიცონ რო ვინმეს ჯობნინან და იმსახურებენ და მერე გამოიძახონ. მამუკელაშვილი არა ტოლმა. დანარჩენებზე აღარაფერს ვამბობ. სამწუხაროდ არ ვიცით ვინ როგორ თამაშობს ქართველი კალათბურთელები და ვისაც გვტენიან კი ხედავთ.
ირაკლი
უბრალოდ სირცხვილია, ჩეხებმა თამაში ისე მოგვიგეს როგორც არაფერი. უნდა გიხაროდეს რომ როდესაც 20 ქულით გაგვააწრეს , შეწყვიტეს მაღალ სისწრაფეში თამაში. და როდემდე უნდა ვიწუწუნოთ რომ არ გვყავდა შენგელია, და ბებერი მარკოიშვილი. ჩეხეთი 20 ქულას გაიგებს 3-4 უმაღლესი დონის მოთამაშის გარეშე( ვესელი, სატორანსკი, ველში, და ერთი მაღალი ). არ მინდა გავაკრიტიკო არც ზუროსი და არცერთი მოთამაშე, მაგრამ გამოსავალს ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება რომ ფიზიკურად, ტაქტიკურად გვჯობნიდეს ჩეხეთი ყველა პოზიციაზე???? . ან კალათბურთის თამაში დაგვავიწყდა ან რაღაცას ვაკეთებ ცუდად. უნდა გამოვფხიზლდეთ
გიორგიპირველი
ჯარიმა ისროლა ალბათ ☺
aburjga
ზუროსს ძალიან ხშირად უწევს ახალი გუნდის გაკეთება. ძირითადი ბირთვი დაიშალა ზაზა და სანიკიძე წავიდნენ, მარკოიშვილი და შენგელია, ხშირად ვერ იცლიან, სანაძეს ტრავმა (ძლივს დაბრუნდა), დიქსონი გადაიღალა... და ძალიან ბევრი მიზეზები. ზუროსს რა ფაქტურაც აქვს სახზე იმის მიხედვით იქცევა.
reali
ერთი ქულა ჩააგდო მამუკეიშვილმა... პენალტი დაარტყა ??
sdfffff
რამდენი ხანი უნდა ნახოს და შეათამაშოს გუნდი ზუროსმა, წელი?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ევრომასპინძლები: გერმანიამ ლიეტუვა აირჩია, ჩეხეთმა – პოლონეთი
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ᓙᓝᓢᓔ ᓢᓣᓦᓣᓨᓘ: ᓩᓕᓔᓜᓛᓐ ᓓᓐᓪᓕᓐᓛ ᓓᓐ ᓙᓝᓜᓙᓠᓔᓢᓣᓚᓛᓐ ᓓᓐᓕᓐᓚᓔᓑᓔᓑᓛᓐ ᓒᓐᓐᓛᓐᓠᓗᓚᓐ
ᓝᓮᓣᓜᓯᓘ ᓘᓠᓟᓘ ᓕᓔᓚᓨᓘ: ᓯᓒᓣᓤᓨᓘ ᓩᓕᓔᓜᓘ ᓡᓐᓛᓘ ᓝᓞᓝᓜᓔᓜᓢᓘᓡᓒᓐᓜ ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓫᓚᓘᓔᓠᓘᓐ
ᓖᓐᓖᓐ ᓤᓐᓩᓣᓚᓘᓐ: ᓩᓕᓔᓜ ᓨᓔᓒᓕᓬᓔᓕᓡ ᓫᓐᓚᓐ, ᓠᓝᓛ ᓛᓔᓢᓝᓥᓔეᓑᓡ ᓐᓠᓐᓤᓔᓠᓘ ᓓᓐᓕᓣᓗᓛᓝᓗ
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
ორჯერ განულებული საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების სპარინგი
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ᓡᓐᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓝᓡ ᓬᓘᓜᓐᓐᓦᓛᓓᓔᓒ ᓩᓔᓮᓔᓗᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ლიᓓᓔᓠᓘ ᓐᓠ ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ