დღეს, 21 მარტს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, რონალდინიოს დაბადების დღეა. ლეგენდას 41 წელი შეუსრულდა.

თითქოს და გუშინ ჩადიოდა ის მოედანზე საოცრებებს და დღეს უკვე 41 წლის გახდა.

ფეხბურთელს ყოველთვის ღიმილი დასთამაშებს, მხიარულია, თუმცა გულის სიღრმეში მას ძალიან დიდი ტკივილი აქვს:

“როდესაც პატარა ვიყავი მამაჩემმს უწევდა ეთქვა, რომ ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში უკეთესია, ვიდრე ბუცით, რადგან ასე ბურთზე კონტროლს მეტად ვისწავლიდი, მაგრამ სინამდვილეში მას ფული არ ჰქონდა, რათა ფეხბურთისთვის ეკიპირება ეყიდა. ის ამის გამო გულგატეხილი გახლდათ, ეგონა, რომ ეს მისი დანაშაული იყო და ძალიან განიცდიდა..

როდესაც ოქროს ბურთი მოვიგე, მე ჩემი ჯილდოსთვის არ მიტირია, რადგან მამა იმ მომენტში გვერდით აღარ მყავდა, ვიტირე რადგან მინდოდა დაენახა, თუ რამდენს მივაღწიე” - განაცხდა რონალდინიომ

გაუჩომ კარიერა 1998 წელს “გრემიოში” დაიწყო, სადაც 89 შეხვედრა გამართა და 47 გოლი გაიტანა.

2001 წელს ბრაზილიელი ევროპაში, კერძოდ “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, სადაც 2 წელი დაჰყო, 55 შეხვედრა გამართა და 17 გოლიც გაიტანა.

ამის შემდეგ რონალდინიო “ბარსელონაში” გადავიდა, გამართა 145 შეხვედრა და 70 გოლი გაიტანა..

შემდეგ “მილანი”, სადაც 76 შეხვედრაში 20-ჯერ შეარხია მეტოქის ბადე..

2011 წელს ბრაზილიელმა ევროპა დატოვა და “ფლამინგოს” შეუერთდა, სადაც 56 შეხვედრაში 23 ბურთი გაიტანა, შემდეგ “ატლეტიკო მინეირო” მოდის, სადაც 58 შეხვედრაში თავი 20-ჯერ გამოიჩინა.

საბოლოოდ, ბოლო 2 წელი “ქუერეტაროსა” და “ფლუმინენსეში” გაატარა, სადაც ჯამში 32 შეხვედრა გამართა და გულშემატკივარს 8 გოლიც აჩუქა.

ლეგენდა, რომელმაც დღევანდელი ფეხბურთის გულშემატკივრის უმეტესობას ფეხბურთი შეაყვარა.. მუდამ მომღიმარი და ამავდროულად მოედანზე დაუნდობელი რონალდინიო 41 წლის გახდა..

დვალიშვილი და კერჟაკოვი გამოგრჩა ))))) ეგენიც ხომ ჯობია მესი და რონალდოს. უი, არა?
დინამო თბილისი
მატაობას თუ გილისხმობ კი, მაგრამ ტექნიკა სრულად (ძლიერ შემჭიდროებულ სივრცეში უმოკლესი გზით გავლა მინიმალურ დროში, ბურთისთვის საჭირო ტრაექტორიის მიცემა როგორც დარტყმის ასევე გრძელი პასის დროს და ა.შ.) მესის უკეთესი აქვს. გაუჩო ამ მხრივ მეორე ადგილზეა და თან გაუჩოს სტილი უფრო ადვილად დასანახია, მესის შემთხვევაში ხშირად შენელებულში უნდა ნახო რომ აღიქვა ბოლომდე რა გააკეთა და რატომ მოიქნია მცველმა ფეხი იქ სადაც არც მესია და არც ბურთი.
ლევანი
ასეთი ტექნიკური მონაცემები არც მესის აქვს, არც ზიდანს ქონდა და არც კიჭა რონალდოს. მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებზე ვსაუბრობ, ბურთის გრძნობას და მოპყრობას, არ ვამბობ იმას, რომ სჯობდა თქო ამ ფეხბურთელებს, ეს რთული საკითხია, მაგრამ ბურთის ჯადოქარი ეს იყო. სხვა ჯადოქარი აღარ ყოფილა გარინჩას შემდეგ...
დ.დ.
დღესაც რომ მოინდომოს და თავი წესრიგში მოიყვანოს, მესისაც და რონალდუსაც, ორივეს ერთად აჯობებს. რაც ფეხბურთს თამაშობენ, მას მერე მოედანზე ასეთი დიდი ნიჭის პატრონს ჯერ არ უთამაშია. ნიჭით: პირველი - რონალდინიო, მეორე მარადონა, მესამე პელე, მერე ზლატანი, კრუიფი, ქინქლაძე, ბესტი, ბაჯო, ბერკამპი, ვანიჩკა ბასტენი და მერე თქვენი გემოვნების მიხედვით . . . . . .
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მესი: ამ ორმა ადამიანმა "ბარსელონაში" ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა
"ამ ორი ბრაზილიელი ფეხბურთელის დიდი ფანი ვარ" - კვარაცხელია "ფლამენგოსთან" მატჩის წინ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
რონალდინიო 44 წლის ასაკში ბაბუა გახდება
რონალდინიოს ურთიერთობა 72 წლის მსახიობთან აქვს და აბაზანაში შიშველს ფოტო მან გადაუღო? - ქალბატონმა გრასიელამ ამ ჭორებს პასუხი გასცა [PHOTO]