ნატალია ოთხმეზური იმ ისტორიული მოვლენების მონაწილე და მთავარი გმირია, რომელიც ახლა ვაიომინგის შტატის ქალაქ კასპერის გოგონათა საკალათბურთო გუნდში ვითარდება. ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის (NJCAA) პირველი დივიზიონის მასშტაბით კასპერის გუნდი რეიტინგში მე-3 ადგილზეა, ხოლო გუნდს, რომლის ლიდერიც ქართველი გოგონაა, წინა სეზონიდან მოყოლებული 35 მატჩია, არ წაუგია. მიმდინარე სეზონში კასპერელებმა 20-დან ყველა მატჩი მოიგეს. ბოლო შეხვედრა “კასპერ თანდერბერდსმა” გუშინ, საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებაში მოიგო. მე-9 რეგიონის ჩრდილოეთ ქვე-რეგიონის ფინალში კასპერელებმა “ნორსვესტი” 100:51 გაანადგურეს.

ამერიკის გოგონათა ჯუნიორ კოლეჯთა ლიგის სტრუქტურაზე მოკლე ექსკურსს შემოგთავაზებთ, რათა უკეთ გაერკვეთ, თუ სად ასპარეზობს ქართველი გოგონა. ჯუნიორ კოლეჯთა ლიგა 3 დივიზიონს მოიცავს, საიდანაც ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდსი” უძლიერეს, პირველ დივიზიონში ასპარეზობს, სადაც მთლიანობაში 180 გუნდია. მთელი ამერიკა დაყოფილია 23 რეგიონად და რატომღაც მასში მონაწილეობას არ იღებენ კალიფორნიის, მენის, ალასკისა და რამდენიმე პატარა შტატის უნივერსიტეტები. თითო რეგიონში შტატების სხვადასხვა რაოდენობაა თავმოყრილი.

ნატალია ოთხმეზურის “კასპერ თანდერბერდსი” მე-9 რეგიონში ასპარეზობს, სადაც 4 შტატია. შესაბამისად, აღნიშნული რეგიონი 4 ქვე-რეგიონად იყოფა და კასპერელებმა გუშინ ჩრდილოეთ ქვე-რეგიონის ჩემპიონობა მოიგეს, რითაც მე-9 რეგიონის საჩემპიონო ტურნირში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. მე-9 რეგიონის ფინალური ტურნირი, რომელშიც 4 ქვე-რეგიონის გამარჯვებული იასპარეზებს, მომავალ კვირაში გაიმართება.

გუშინ გამართულ ჩრდილოეთ ქვე-რეგიონის ფინალში ნატალია ოთხმეზურმა 19 ქულა ჩააგდო. მან 6 ცდიდან 5 სამქულიანი ზუსტად შეასრულა და ის მაღალი პოზიცია, რომელიც სტატისტიკაში უკავია, კიდევ უფრო გაიმყარა. ნატალია სამქულიანებს 50.9 პროცენტიანი სიზუსტით აგდებს (114-დან 58), რაც მთელი პირველი დივიზიონის მასშტაბით (2000-ზე მეტი მოთამაშე) მე-3 შედეგია.

მიმდინარე სეზონში ნატალია ოთხმეზურის სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 20 მატჩში საშუალოდ 15 ქულა, 3 მოხსნა და 2.5 პასი.

GBF.GE

emigranti
ყოჩაღ ნატალია, საამაყო გოგონა ხარ. იშვიათია, რომ კალათბურთის "მექაში" ქართველმა კალათბურთელმა გოგონამ თავი დაიმკვიდროს და მით უმეტეს ულიდეროს. ნეტა მამაკაცთა ნაკრებში გვყავდეს სამქულიანების 50%-იანი მსროლელი.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში
ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია
ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია
ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან ოთხი სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში
ნატალია ოთხმეზურმა 22 წუთში ჩაგდებული 20 ქულით "აიონა" ფინალში გაიყვანა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან