დღეს, 31 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და სანაკრებო კურატორს, ალექსანდრე იაშვილს, ჩვენი უახლოესი მეტოქის წინააღმდეგ არა მხოლოდ უთამაშია, თავი გოლითაც გამოუჩენია. მასთან აქტუალურ და საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ...

- საწყის ორ ტურს როგორ შეაფასებდით? ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, თითქოს უქულოდ არ უნდა დავრჩენილიყავით, თუმცა ასე მოხდა...

- რა თქმა უნდა, ფეხბურთში შედეგი უმნიშვნელოვანესია! საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, მეტი ქულა უნდა მოგვეპოვებინა, რაც სამწუხაროდ, ვერ შევძელით. აღსანიშნავია ის, რომ მოთამაშეების მხრიდან საოცარი ენერგია და მოტივირება იგრძნობოდა. მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც - ფეხბურთელებმა უმოკლეს დროში მწვრთნელის ყველა დავალება გაითავისეს, ასევე, დებიუტანტებმა თავი კარგად წარმოაჩინეს. როგორც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, აღნიშნა, საბერძნეთში მოსაგებად ჩამოვედით, რაც იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ!

- ვსაუბრობთ კარგ ასპარეზობაზე, მაგრამ სპორტში ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. თუკი ესპანეთთან ფრე ვერ შევინარჩუნეთ, შვედეთში გათანაბრებასთან ვიყავით ახლოს, თუმცა იქაც უქულოდ დავრჩით. მაინც რამ განაპირობა ეს ყოველივე?

- მთავარი ისაა, რომ ორივე შეხვედრაში გუნდი მოედანზე მოსაგებად იყო გასული. სამწვრთნელო შტაბმა, ფეხბურთელებთან ერთად, გაარჩია განვლილი მატჩები და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა, რაც დღეს წარმატებაში დაგვეხმარება. ასეთი შეხვედრების შემდეგ საბერძნეთში წარმატების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- მჭიდრო გრაფიკში ძალების აღდგენა პრობლემური არამხოლოდ საქართველოს ნაკრებისთვისაა. თქვენ საკმაოდ დიდ დროს ატარებთ გუნდთან ერთად, რამდენად არიან მზად ისინი ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად, ამ დონის კიდევ ერთ შეხვედრაში იასპარეზონ?

- ყველაფერი გაკეთდა, რათა გუნდს ძალები უმოკლეს დროში აღედგინა. სასიამოვნოა, რომ არსებობს რესურსი, ნაკრებში სათანადო კონკურენციაა, რაც როტაციის საშუალებას იძლევა. შვედეთთან მატჩის შემდეგაც იყო რამდენიმე ცვლილება და მთავარმა მწვრთნელმა ახლაც განაცხადა, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ის ფეხბურთელები იასპარეზებენ, რომელთაც აქამდე შედარებით ცოტა დრო მიეცათ.

რამდენიმე მოთამაშის ტრავმას დისკვალიფიკაციაც დაერთო და ეროვნული ლიგიდან ახალგაზრდა ფეხბურთელები დავიმატეთ - ირაკლი აზაროვი და დავით კობოური.

- თქვენ გითამაშიათ საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ და გოლიც გაგიტანიათ. როგორ გაიხსენებდით იმ შეხვედრას და როგორია მაშინდელ და დღევანდელ ნაკრებთა ძალთა განაწილება?

- მე არ მიყვარს შედარება, მაშინ ის თაობა იყო, ახლა სხვა გუნდი გვყავს. ჩვენს გუნდში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, ისევე, როგორც მეტოქისაში. რა თქმა უნდა, ნაკრების მაისურით გატანილი ყველა გოლი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია ჩემთვის და სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმ გოლისა, შესარჩევი ეტაპის საწყის ტურში ანგარიშის შენარჩუნება ვერ შევძელით.

იაშვილის გოლი საბერძნეთში (03.09.2010)

დღევანდელ მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ ბიჭებმა დაიმსახურეს განვლილი მატჩების შემდეგ წარმატება. იმ დისციპლინითა და ენერგიით, რომელიც ფეხბურთელებმა ამ ორ თამაშში ჩადეს, ვფიქრობ, რომ გამარჯვება შესაძლებელია!

- განვლილ მატჩებში წაგება რამდენად იმოქმედებს გუნდის სატურნირო მოტივაციაზე, რეალურია თუ არა ისევ ჩვენ მიერ დასახული სატურნირო მიზნების განხორციელება?

- ფეხბურთელებში ვხედავ მოტივაციას, დაიცვან სამშობლოს სახელი. გათავისებული აქვთ შესაბამისი პასუხისმგებლობაც. მთავარი მწვრთნელის დამოკიდებულებაც ასეთია, ფეხბურთელებს ყველა შეხვედრაში მოსაგებად განაწყობს.

- მალე სანაკრებო შეხვედრები დასრულდება, წინ კი ივნისის ამხანაგურების ფანჯარაა. რუმინეთის ნაკრების გარდა, გაირკვა თუ არა მეტოქე და სავარაუდოდ, რამდენი ფეხბურთელის საქმეში ნახვას მოისურვებს მთავარი მწვრთნელი?

- მეორე მეტოქის ვინაობა ჯერ დადგენილი არაა. რაც შეეხება ამხანაგურ მატჩებს, მაღალი დონის მეტოქეებთან მაქსიმალურად ბევრი შეხვედრის გამართვა აუცილებელია. იმას, თუ რამდენი მოთამაშე იქნება შეკრებაზე, ამას მთავარი მწვრთნელი თავად განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

პპ
ყველა თამაშზე ვაისის დროს და ადრეც ფრეზე რო ოცნებობდნენ ეგ იყო კარგი? წინსვლა როა თუნდაც თამაშის სტილიდან გამომდინარე ბრმაც დაინახავს
tbiliseli
აბა ამას ისიც ეცოდინება, წასაგებად რომელ თამაშზე იყვნენ გასულები!
ვილიმ
მთავარი შედეგი? ტაბლო, ეს სპარინგი არაა, ეს ოფიც.თამაშია სადაც 0 ქულა გვაქ, რა გვაქვს სასიხარულო. ჩბენ რომ მოგვწონს, ეგ არაა საკმარისი, მთავარია შედეგი.
ვოოტ
შენი იმედი გვაქვს, იაშკა და აბა, შენ იცი, თუ ღმერთი მაინც გაგვიწყრა და წასაგებად გავედით, იცოდე, არ გამოგვაპარო....
ალეკო
მე მომწონს ახალი მწვრთნელი, იგრძნობა დონე, მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ვაისის მოყვანა დიდი შეცდომა იყო
შოკირებული გულშემატკივარი
თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა და ეს გვახარებს მარა ვარსკვლავების მოწყვეტას თავდაუზოგავი და მრავალწლიანი შრომა ჭირდება
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ