რუსეთის მოქალაქე მარგარიტა ლუი-დრეიფუსი ბელგიურ გუნდს ჰოლანდიურ ფონდზე ყიდის

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ლიეჟის “სტანდარდის” მესაკუთრე რუსეთის მოქალაქე მარგარიტა ლუი-დრეიფუსი გახლავთ. მისი სახელი და გვარი ფანებს ალბათ არაფერს ეუბნება, მაგრამ საკმარისია გითხრათ, ის მარსელის “ოლიმპიკის” მთავარი მეწილეც გახლავთ, რომ საფეხბურთო სამყაროში მისი წონა უმალ ცხადი ხდება.

ქალბატონი მარგარიტა 1989 წელს სრულიად შემთხვევით სახელგანთქმულ ფრანგ ბიზნესმენ რობერ ლუი-დრეიფუსს თვითმფრინავში შეხვდა და 4 წლის შემდეგ ცოლად გაჰყვა. 2009 წელს ეს უკანასკნელი ლეიკემიით გარდაიცვალა და ცოლს 8,5 მილიარდის ქონება დაუტოვა.

ახლა, მოდი, თავი დავანებოთ მათი ბიოგრაფიის შესახებ წერას და ის ვთქვათ, რატომ ვახსენეთ ამ ბიზნესვუმენის სახელი. საქმე ის არის, რომ ბელგიური კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელმა (75%) მათთან განშორება გადაწყვიტა და მოლაპარაკება ჰოლანდიურ ფონდ “ვალუ 8-სთან” დაიწყო.

როგორც ჩანს, ამ პერსპექტივამ გუნდის გულშემატკივრები ოდნავადაც ვერ დააკმაყოფილა, რადგან მათ იციან, რომ ჰოლანდიურ კომპანიას ბოლო წლებში სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. ფანები ვარაუდობენ, რომ მათ მეზობლებს კლუბის იაფად შეძენა და შემდგომ ძვირად გაყიდვა სურთ. აღშფოთებულმა ბელგიელებმა ინტერნეტის საშუალებით ფულის შეგროვებაც კი დაიწყეს აქციათა გამოსასყიდად. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ პატარა ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კლუბის ფანებმა 1 მილიონი ევროს შეგროვება შეძლეს.

სულ “სტანდარდი” 32 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა