ბოლო ათწლეულის საუკეთესო გერმანელმა ფორვარდი, 33 წლის მიროსლავ კლოზე იტალიური ორომტრიალისთვის მზადაა
იტალიური თავგადასავალი იწყება: გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მომავალი სეზონიდან რომის „ლაციოს“ ღირსებას დაიცავს. ბოლო ათწლეულის საუკეთესო გერმანელმა ფორვარდმა საკმაოდ გვიან, 33 წლის ასაკში გარისკა გერმანიის დატოვება, რასაც ექსპერტების საკმაოდ დიდი ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ თვითონ მირო ამბობს, რომ რომაული თავგადასავლებისთვის მზადაა.

„ლაციოსთან“ ერთად, კლოზეს ხელში ჩასაგდებად „ვალენსია“, „ვილიარეალი“, „ტოტენჰემი“ და „გალათასარაი“ იბრძოდნენ, გერმანელი ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ამ კომპანიიდან რომის „ლაციო“ საუკეთესო არჩევანი არ იყო, რასაც კლოზე არ ეთანხმება. მირო ფიქრობს, რომ „ლაციოში“ გადასვლით აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა.

„რომში გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მომიწყვეს. ვიცოდი, რომ „ლაციოს“ შესანიშნავი ფანები ჰყავდა, მაგრამ ასეთ დახვედრას, ასეთ სითბოს ნამდვილად არ ველოდი. ახლა კი ისღა დამრჩენია, ვიმედოვნო, რომ ამ გუნდის ფორმას ღირსეულად ვატარებ, შეუცვლელი ფიგურა გავხდები და ჩემი გოლები რომაულ კლუბს დასახულ მიზნებს მიაღწევინებს. ჩამოვედი თუ არა, პირველივე დღეს დავრწმუნდი, რომ „ლაციო“ დამშეული გუნდია და რაკი მეც ასეთ მდგომარეობაში ვარ, გადაწყვეტილებაში, რომელიც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივიღე, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს კლოზე „კიკერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

აუფ ვიდერზეენ ბუნდესლიგა

მირომ „ლაციოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნდესლიგა 307 მატჩისა და 121 გოლის შემდეგ დატოვა. მირო პირდაპირ ამბობს, „ლაციო“ არ არის სუპერკლუბი, „ლაციალესთვის“ ჩემპიონთა ლიგაც კი სანატრელია, მაგრამ რომი იმდენად გენიალური ქალაქია, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ წინადადებაზე უარის თქმა არ შემეძლოო. „მინდა, რომ „ლაციოსთან“ ერთად მაქსიმალურად კარგ მიზნებს მივაღწიო და ამისათვის თავს არ დავზოგავ,“ - ამბობს კლოზე.

„კიკერის“ ჟურნალისტმა მიროს ერთი „ჩამჭრელი კითხვაც“ დაუსვა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს გერმანიის ნაკრების გამოცდილი გოლეადორი იმაზე, რომ „ლაციო“ ყურადღების ცენტრში ბოლო დროს მხოლოდ ნეგატიური ამბებით ექცევა - მაგალითად ამ კლუბის ქომაგების რასისტული განწყობით. კლოზეს პასუხი: „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ლაციოს“ შესახებ მომავალ სეზონში მხოლოდ დადებითი სტატიები დაიწეროს.“

რომაული კლუბი მომავალ სეზონში ევროპის ლიგაში ითამაშებს, რაც კლოზესთვის ნამდვილად არ არის საოცნებო ამბავი - მირო ხომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშსაა მიჩვეული, მაგრამ ხსენებულ ინტერვიუში ამბობს, ჩვენი მიზანი სიტუაციის გამოსწორება, ამ სეზონში „ლაციოს“ ჩემპიონთა ლიგამდე ძალიან ცოტა დააკლდა და იმედია, გაისად ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის საგზურს მოვიპოვებთო.

ევროპის ლიგაში კი კლოზემ ბოლოს 2007 წელს, მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად იასპარეზა და სხვათა შორის, როცა „ვერდერიდან“ რეკორდმაისტერში გადავიდა, პირველივე სეზონი ევროპის ლიგაში გაატარა. იმ სეზონში „ბაიერნმა“ მეორეხარისხოვანი ევროტურნირის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ყველასათვის მოულოდნელად, სანკტ პეტერბურგის „ზენიტთან“ განადგურდა (1:1, 0:4).

„იმედი მაქვს, რომ 2011/2012 წლების სეზონში ევროპის ლიგა საინტერესო და დაძაბული ტურნირი იქნება,“ - აცხადებს კლოზე. გამორიცხული არც ისაა, რომ მომავალ სეზონში კლოზე „ლაციოსთან“ ერთად, ევროპის ლიგაში „ბაიერნს“ გადაეყაროს - ამის შანსი ახლა მიზერულია, თუმცა თუ ბავარიელები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ გადალახავენ, შანსი გაიზრდება. თუმცა კლოზე თავის ყოფილ კლუბს, სადაც კმაყოფილი არ იყო, ასეთ წარუმატებლობას არ უსურვებს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნში“ თავს იდეალურად არ ვგრძნობდი, მიმაჩნია, რომ რეკორდმაისტერში გატარებული წლები პოზიტიური იყო. ახლა კი უბრალოდ კარიერის სხვაგან გაგრძელება გადავწყვიტე. მიუნხენში კი მხოლოდ ბოლო წელიწადნახევრით ვიყავი უკმაყოფილო, მას მერე, რაც გუნდს ლუის ვან გაალი წვრთნიდა,“ - ამბობს კლოზე.

ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში, გასულ სეზონში მან მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლის გატანა შეძლო, „ლაციოში“ კი ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აძლევენ. და დღეს მიროს ყველაზე მეტად სწორედ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რადგან წინ ევროპის ჩემპიონატია და ძალიან უნდა, რომ გერმანიის ნაკრების სასტარტოში ადგილი არ დაკარგოს.

კონკურენცია გომესთან

„ბაიერნში“ კლოზეს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მარიო გომესმა წაართვა, რომელმაც გასულ სეზონში 28 გოლის გატანა შეძლო და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შესაბამისად, კლოზეს გერმანიის ნაკრების ძირითადშიც ემუქრება ადგილის დაკარგვის საფრთხე. კლოზეს ტრავმამ გომესს მისცა იმის საშუალება, რომ ბუნდესგუნდში რეგულარულად ეთამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

დღესდღეობით გომესი მიროზე უკეთეს ფორმაშია და თუ მომავალ სეზონში მირო „ლაციოსთვის“ ბევრ გოლს არ გაიტანს, დიდი შანსია, რომ გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატზე კლოზე სათადარიგოთა სკამზე დასვას. არადა, მიროს ბუნდესგუნდის 109 მატჩში 61 გოლი აქვს გატანილი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა