საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია გასული სანაკრებო თამაშების დროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. სამ თამაშში მან ორი გოლის გატანა მოახერხა და გარდა გოლებისა, გულშემატკივარს კარგი თამაშითაც დაამახსოვრა თავი.

კვარაცხელიას, რომელიც რუსულ გუნდ "რუბინში" თამაშობს, სპეციალისტები წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მის შესახებ მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება და სხვადასხვა ევროპულ გუნდს უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით დადასტურებული ცნობები იმის შესახებ, თუ რომელი კლუბები არიან ქართველი ფეხბურთელის ყიდვით დაინტერესებულნი, ცნობილი არ არის.

სანაკრებო თამაშების შემდეგ კვარაცხელიას შესახებ UEFA EURO 2020-ის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" წერენ და მის ფოტოებს აქვეყნებენ.

"ზედიზედ ორი შესანიშნავი დარტყმა ხვიჩა კვარაცხელიასგან", - ნათქვამია პოსტში და გამოქვეყნებულია ხვიჩას მიერ ესპანეთისა და საბერძნეთის კარში გატანილი გოლების ამსახველი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პროფილი transfermarkt.com-ზე ყველაზე მეტჯერ ნახეს და ამ კუთხით ის დღემდე პირველ ადგილს იკავებს. კვარაცხელიამ უკან ჩამოიტოვა ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ერლინ ჰოლანდი, კილიან მბაპე, კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი არიან.

სოსო
არ არის ისეთივე.მაშინ მარცხენა მცველი არ გვყავდა და ცენტრალური მცველი თამაშობდა მის ადგილზე.კვარაცხელია ავად იყო და კიტეიშვილიც დამტვრეული.ბოლო ორიდან ,თუნდაც ერთი რომ ჯანმრთელი ყოფილიყო,ვერც მაკედონია და ვერც სომხეთი,ვერაფერს გააწყობდა ჩვენთან.ამათ გარეშე,ახლაც იგივე,ან თითქმის იგივე იქნებოდა.
ლევანი
ბევრი რამე გამართლებაზეა. ნეტავ ისე გაუმართლებდეს როგორც კალაძეს.
321
ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები დღეს ისეთივეა როგორიც მაკედონიასთან და სომხეთთან იყო. ეგ სანიოლია ძლიერი და ძალათ აიძულებს სირბილს ფეხბურთელებს. კვარაცხელია, კანკავა და კაშია თორე ნაკრები იგივეა რაც ადრე იყო. ნაკრებს ესენი ქოქავენ.
ზურა
ძალიან კარგია რომ ხვიჩამ ამ სანაკრებო თამაშებზე კარგად წარმოაჩინა თავის თავი ახლა მთავარია ტოპ ლიგის გუნდებიდან ოფიციალური შეთავაზებებიც მოყვეს ტრანსფერთან დაკავშირებით და შემდეგ სეზონში კარგი ჩემპიონატის კარგ გუნდში გადავიდეს. ჩემი აზრით ამ ბიჭისთვის მისი სათამაშო სტილიდან და საფეხბურთო ხასიათიდან გამომდინარე ლაღი შემტები ფეხბურთის მოყვარული კლუბი იქნება იდეალური რომელიც ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და იქნება შუალედური კლუბი საიდანაც კარგი თამაშის შემდეგ ფეხბურთელს ექნება საშუალება გადავიდეს გრანდში ვფიქრობ ამსტერდამის აიაქსი დორტმუნდის ბორუსია დღევანდელი მილანი (რომელიც აღარ არის ისეთი ვარსკვლავური როგორც ადრე და იქ თავისუფლად დაიმკვიდრებს ადგილს) იდეალური იქნება მისთვის შემტევი ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდული გუნდებია თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე და იქიდან გრანდებში მიდიან იქ მოთამაშე წარმატებული ფეხბურთელები წარმატებები ხვიჩას მას დიდი მომავალი აქვს მთავარია კიდევ დიდხანს არ დარჩეს რუსეთში.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან