ტურინის “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი, მიკელე პაციენცა გადაიბირა
ტურინის “იუვენტუსმა” თავისუფალი აგენტის სტატუსით კიდევ ერთი მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი, მიკელე პაციენცა გადაიბირა, რომელმაც გასული სეზონი “ნაპოლიში” გაატარა და თავისი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.

28 წლის ნახევარმცველი რთული არჩევანის წინაშე იდგა: დარჩენილიყო გუნდში, რომლის შემადგენლობაშიც ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა თუ გადასულიყო “იუვენტუსში”, ევროპული ფეხბურთის გრანდში. მართალია, ბოლო წლებში “ვეკია სენიორა” წარმატებებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო და ალბათ “იუვეც” დაადგება აღმავლობის გზას - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “ბინკონერი” ყველაზე ტიტულოვანი იტალიური გუნდია. პაციენცამ პირველი კომენტარი გააკეთა ‘იუვენტუსის” ფეხბურთელის რანგში და შემდეგი განაცხადა:

“რთული არჩევანის წინაშე ვიდექი და ბევრი ფიქრის შემდეგ “იუვენტუსში” გადასვლა ვამჯობინე. “ნაპოლისთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაში თამაშის პერსპექტივა მხიბლავდა, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება მეორეჯერ აღარც მოგეცეს ისეთ დიდ გუნდში გადასვლის შესაძლებლობა, როგორიც “იუვენტუსია”. თანაც, “ბიანკონერის” ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ და ჩემი ოცნება სწორედ ტურინული გრანდის ღირსების დაცვა იყო. ვფიქრობ, რომ “იუვენტუსში’ თავის დამკვიდრებას შევძლებ და საკუთარ შესაძლებლობებს კიდევ უფრო უკეთ წარმოვაჩენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირზე სწორედ “ვეკია სენიორას” შემადგენლობაში ვიასპარეზებ. იმედია, “ნაპოლის” გულშემატკივრები არ მიწყენენ, “იუვე’ ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც ავისრულე”.

ახალი ტრანსფერით ძალიან კმაყოფილია “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და შემდეგს აცხადებს: “ნახევარდაცვა გაძლიერებას საჭიროებს და პაციენცას გადაბირება აქეთკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. მიკელეს კარგად ვინობ, ფლანგზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც, რასაც პირადად მე განსაკუთრებულად ვაფასებ. ამიტომ, როდესაც მიკელეს გადაბირების შანსი მოგვეცა, ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვართ ისე მივიყვანეთ საქმე ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა