გენუელთა კაპიტანმა ანჯელო პალომბომ ”ფიორენტინას” შეთავაზება უარყო და სერია B-ში დაქვეითებულ ”სამპდორიაში” დარჩა

სერია A-ს 2010/2011 წლების სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი “სამპდორიას” სერია B-ში დაქვეითება და ანჯელო პალომბოს ცრემლები გახლდათ.

გენუელთა კაპიტანმა “სტადიო მარასის” ოთხივე ტრიბუნასთან მიირბინა და გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

ამ კადრებმა პალომბოს პოპულარობა მნიშვნელოვნად გაზარდა, გუნდის ტიფოზებმა კი კაპიტანი კიდევ უფრო მეტად შეიყვარეს. გამომდინარე იქიდან, რომ “სამპა” ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობა, პალომბოს არაერთი მსურველი გამოუჩნდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად მაინც “ფიორენტინას” მესვეურები აქტიურობდნენ.

ფლორენციული გუნდის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ გენუელ კოლეგას ანჯელოს სანაცვლოდ რვა მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელს კი საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი. პალომბო რთული არჩევანის წინაშე დადგა, ერთ მხარეს “სამპდორია” და ამ გუნდის ერთგულება და მეორე მხარეს, სერია A და “ფიორენტინა”. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პალომბო იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია და “სამპდორიაში” დარჩენით შესაძლოა “აძურაშიც” მოიჭრას გზა. თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ანჯელომ, ამას თვითონ უკეთესად იტყვის:

“კარგა ხანს ვიფიქრე, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო. 29 წლის ვარ და ჩემთვის თითოეულ სეზონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამასთან, ეროვნული ნაკრების კანდიდატი ვარ და ჩემი ოცნებაა, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ღირსება დავიცვა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, რომ “სამპდორიაში” დავრჩე და გუნდს სერია A-ში დასაბრუნებლად დავეხმარო. არ მაქვს უფლება, რომ ასეთ რთულ პერიოდში დავტოვო გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. რასაც დღეს წარმოვადგენ, “სამპდორიას’ დამსახურებაა და გამომდინარე აქედან, მე გენუაში ვრჩები”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა