სანაკრებო შეხვედრების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ თავი კლუბშიც გამოიჩინა, ბოლო დღეებში კი მისი შესაძლო ტრანსფერის ირგვლივ არაერთ ევროპულ გრანდს ასახელებენ. საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი აქტიურად უწყობს ხელს ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებს და იგი ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთანაც თანამშრომლობს. ნუკრისთან მკითხველისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ:

- რატომ არ წავიდა ხვიჩა "ტორინოსა" და "სასუოლოში"?!

- ხვიჩა კვარაცხელიას განსაკუთრებით კარგი სანაკრებო პაუზა ჰქონდა, რამაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. ზოგჯერ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ, სინამდვილეში კი ყველა მოწადინებულია, კვარაცხელია კიდევ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატსა და კლუბში ვიხილოთ. იმასაც ამბობდნენ, ზამთარში რატომ არ გამოიცვალა გუნდიო, მაგრამ ახლა როცა გაიგებენ, "რუბინის" ფეხბურთელს ვინ იწვევს, ყველა კმაყოფილი დარჩება. სეზონის შუა სატრანსფერო პერიოდში "ტორინოზე", "სასუოლოსა" და მსგავსი კალიბრის გუნდებზე საუბრობდნენ, ახლა კი ხვიჩათი გრანდები დაინტერესდნენ.

მამუკა ჯუღელმა ძალიან კარგად იცის, როდისაა სწორი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენება. "კვარა" ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ამ თვეებში ბევრად გაიზარდა, უამრავ კომპონენტში აქვს მომატებული, მაგალითად, ართმევაში და ეს სანაკრებო მატჩებშიც კარგად გამოჩნდა. ასეთი დეტალები გვაფიქრებინებს, რომ უკვე ბოლომდე მზადაა, ნებისმიერ დიდ გუნდში ითამაშოს.

რა თქმა უნდა, ვერცერთი მწვრთნელი, მით უმეტეს, გრანდის, ვერ მისცემს ფეხბურთელს გარანტიას, რომ იგი აუცილებლად ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ეს არასწორი მიდგომა იქნება. მაგალითად, გიწვევს მიუნხენის "ბაიერნი". იქ ხომ ლეროი სანე, რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი თამაშობენ... ყველა ტოპ-კლუბს 25 ფეხბურთელამდე ჰყავს, მიმართავენ როტაციას და ვინც საუკეთესო ფორმაშია, მას ენდობიან...

- ქართველები რუსეთში...

- ნემანია ვიდიჩი და ბრანისლავ ივანოვიჩი რუსეთის პრემიერლიგიდან რომ ევროპულ გრანდებში გადაბარგდნენ, კარგად ვიცით. ზოგადად, არ მესმის, რატომ უნდა გადახვიდე თუნდაც ესპანეთის საშუალოზე დაბალი დონი კლუბში, პირობითად, "უესკაში". ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პერსპექტივა, ზოგადად, დიდი პლუსია...

კვირკველიასა და "ლესტერს" რაც შეეხება, ფეხბურთელი არავის შეუზღუდავს, თავად გადაწყვიტა, რომ იმ მომენტში "ლოკომოტივში" დარჩენა უმჯობესი იქნებოდა. . ეს აკრძალვები რომ მითია, კვარაცხელიასთვის გახსნილი გზაც ადასტურებს.

- ზოგიერთი ქართული კლუბი უცნაურად იქცევა...

- დიდი შანსია, ილია ბერიაშვილი "როტორში" ისევ დაბრუნდეს, მამუკა ჯუღელს ძალიან მოსწონს. მთავარი მწვრთნელი, რომლის სიმპათიებსაც იმსახურებდა, უკვე შეიცვალა, მაგრამ ეს არაფერია.

"თელავთან"კარგი ურთიერთობა გვაქვს, საშუალებას ყველას აძლევენ, რომ თავი უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩინონ. ზოგადად, ქართულმა კლუბებმა მოთამაშეებს შესაძლებლობა უნდა მისცენ, რათა თავი უფრო მაღალ დონეზე გამოიჩინონ. თავდაპირველად, ფეხბურთელებს დიდ სატრანსფერო თანხას ადებენ, მერე უფასოდ დათმობაც კი უწევთ. უნდა გვესმოდეს, ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე, მილიონებს არავინ გადაიხდის. რამდენიმე ფეხბურთელზე შეგვითავაზებია პოლონეთიდან, უნგრეთიდან, მაგრამ წარმოუდგენელად დიდმა თანხამ ტრანსფერს ხელში შეუშალა...

- როგორ წავიდა გიორბელიძე?

- გიორგი ფოფხაძემ მოიწადინა, რომ გურამ გიორბელიძეს ტრანსფერში დახმარებოდა. დაელაპარაკა, მისი მწვრთნელი კი ენდო... ფაქტია, ევროსარბიელზე თავის გამოჩენას ვერ ვახერხებთ და ტრანსფერები, პირველ რიგში, ჩვენი ნდობის ფაქტორითაა განპირობებული.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უნდა წავიდნენ უფრო მაღალი კლასის გუნდებში. არის ჩემპიონატები, რომლებში ასპარეზობაც ნაკრების დონეს არ ნიშნავს...

- მამუკა ჯუღელი...

- მერაბ ჟორდანიამ თქვა, წარმოუდგენელია, რასაც ეს კაცი აკეთებსო. მან იცის ეს საქმე, ბოლომდეა ჩართული. არა მგონია, ბევრი აზროვნებდეს უფრო გამართულად და უკეთ ესმოდეს ეს სფერო. მამუკამ იცოდა, რომ კვარაცხელიას უკეთეს გუნდში გაშვება შესაძლებელი იქნებოდა. გული სწყდება გარკვეულ უსამართლობებზე, რომლებიც სამშობლოდან ესმის...

- "რუბინი" ბერდიევით და ახლა...

- ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" ნამდვილი ლიდერია, მაგრამ როცა ჩვენ გამოვდიოდით, ძალიან ძლიერი გუნდი შევიკარით, ორჯერ ვიზეიმეთ ჩემპიონობა. მხოლოდ ექვსი ფორვარდი იყო, სხვადასხვა ნაკრების წევრები, იგივე თურქი გიორდენიზ კარადენიზი, უკრაინელი სერგეი რებროვი. ნახევარდაცვაში - სერგეი სემაკი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი. სალუქვაძე, კვირკველია, შარანოვი, ანსალდი - გაუვალი დაცვა...

ყურბან ბერდიევი მკაცრი და ნაკლებად კომუნიკაბელური იყო, ავტობუსში მგზავრობისას საუბრის უფლებაც არ გვქონდა, მაგრამ მან ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია...

"რუბინი"ახლა კვიჩა კვარაცხელიას ტრამპლინი უნდა გამოდგეს...

ზურა222
ჰოლანდი სანჩესი დავიდი ფატი და სხვები რამდენი წლისები არიან ხომ არ იცი შემთხვევით ??
გიორგი
ადამიანმა განმარტა ,რატო უნდა წავიდეს უესკაში ნაჩქარევადო, როცა შეიძლება 1 სეზონის მერე გრანდებში მოხვდესო. ამასგულისხმობდა
vax-vax
ას პროცენტიანი ხარ ნუკრი. თუ ტალანტი ხარ და რაღაცას წარმოადგენ,რატომ უნდა წახვიდე მაჩანჩალა გუნდში ნებისმიერი ჩემპიონატის. ეს ნიშნავს,რომ ამის მეტი არ შეგიძლია,ესეც შენთვის სიმაღლეა და ჩნდება არასრულფასოვნების კომპლექსი
გურჯი
საშუალოზე დაბალი დონის კლუბშიო გენიოსო, უესკა საშუალო ესპანური კლუბია?
ბაჩო
ეგაა პრობლემის სათავე - თურმე რა უნდა საშუალო ესპანურ გუნდში... რაზეა საუბარი საშუალო რუსული სჯობს
Jukic
ნუკრი მე მგონი მართლა ცუდი შედარებაა როცა ამბობ ესპანეთის საშუალო დონის გუნდში გადასვლა რო მოგყავს მაგალითად((((
ნოდო
ქართველებს შეგვიძლია მარტო ძალიან კარგი ამბავით თავის ატკიება ყველას გვიხარია როგორ არ უნდა გიხაროდეს მაგრამ მედალს აქ მეორე მხარე არაა 20წელი ის ასაკი ამხელა წნეხს გაუძლო და მიეცით ადამიანს საშუალება მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს და არ ეცეს თვალი როგორც ჩაკვეტაძეს არ დაიჯერებთ მარა კარგის სურვილითაც კი შეიძლება ადამიაბნს თვალი ეცეს დაანებეთ ამ ჭორებს თავი როცა ოფიციალურად გაიჩარხება ტრანსფერი მერე გავიხაროთ უკვე იმდენი კლუბი აიზილა ვერ გაარჩევ რომელია მართალი
superman
"ზოგადად, არ მესმის რატომ უნდა გადახვიდე თუნდაც ესპანეთის საშუალოზე დაბალი დონი კლუბ, პირობითად, უესკაში" - აი ამ ფრაზაზე ეტყობ ინტელექტი. ტიპს მთელი ცხოვრება სახალინებში და ჟოპაგორსკებში აქვს გატარებული, სადაც ხელვნური მინდვრებია, სადაც ფეხბურთში კორუფცია და თაღლითობებია, სადაც განვითარება არაა და თურმე ესპანეთის ჩემპიონატის დაბალი დონის გუნდი, სადაც რეალს, ბარსელონას, ატლეტიკოს, სევილიას და ვალენსიას ეთამაშები ყოველ კვირა თურმე სისულელე ყოფილა :))
ლევანი
ეს ყველაფერი ცარიელი პიარია!
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა