უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირზე 21 წლის ანა ტატიშვილის პირველი მეტოქე რუსი ანასტასია პიკოვაროვაა
წლეულს მსოფლიოს უპრესტიჟულეს საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონის პირველობაზე ერთი ქართველი ითამაშებს - 21 წლის ანა ტატიშვილი (120) პირველად არის ამ შეჯიბრების ძირითად ბადეში. ასპარეზობა ლონდონის ბალახის კორტებზე ორშაბათიდან იწყება, თუმცა კენჭისყრა გუშინ მოეწყო და გაირკვა ანას პირველი და სავარაუდო მეტოქეების ვინაობა.

ტატიშვილი პირველ წრეში თანატოლ რუს ანასტასია პივოვაროვას შეხვდება. რუსი დღეისათვის მსოფლიოს 114-ე ჩოგანია. ახალგაზრდულ ასპარეზზე მათ ერთ პერიოდში იასპარეზეს. ანამ მე-19 ჩოგნობას უწია, პივოვაროვა კი უფრო შორს წავიდა - ერთი პერიოდი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-2 ჩოგანი იყო. მიუხედავად ამისა, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან კარიერაში. რუსი ტანმაღალია და მისი საყვარელი საფარი ჰარდია.

გამარჯვების შემთხვევაში, ანა 100 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ხოლო მეორე წრეში მე-19 ნომრად განთესილი იანინა ვიკმაიერისა (ბელგია, 19) და ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკოს (86) მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. შარშან ანამ პირველივე საკვალიფიკაციო წრეში წააგო.

ხარკოვის (უკრაინა, 25 ათასი დოლარი) საერთაშორისო ტურნირში პირველ ნომრად განთესილი სოფიო შაფათავა (299) ფინალშია. გუშინ მან რუსი იანა ბუჩინა (485) დაამარცხა - 7:6 (1), 6:4. ფინალში ქართველის მეტოქე ლიტველი ლინა სტანჩიუტეა (418).

ფინალშია მაკა ჩახნაშვილიც (221), რომელიც სტამბოლში (თურქეთი, 25 ათასი დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი. მაკამ მეოთხედფინალში რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეის (475) იოლად მოუგო - 6:1, 6:3. ხოლო ნახევარფინალში ბოსნიელი იასმინა ტინჯიჩი (281) დაამარცხა - 6:4, 7:6 (7). ფინალში 28 წლის ქართველის მეტოქე მე-2 ნომრად განთესილი პოლონელი მარტა დომაჩოვსკაა (272). მოგების შემთხვევაში ჩახნაშვილი და შაფათავა 50-50 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თამარი
ანა ძლიერი და ინტელექტუალური მოთამაშეა. იმედია, კორტზე ღმერთი მასთან იქნება და ანას დიდი წარმატებების მომსწრეები გავხდებით. ღმერთმა ხელი მოუმართოს ანას ქართული საქმის კეთებაში!
თამარ ხუციშვილი
ანა ძალიან ძლიერი ძლიერი და ინტელექტუალიური ჩოგბურთელია. იმედია, ამ ჯერად ღმერთი და ფორტუნა მის მხარეზე იქნება.
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა