ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობის დასაწყისში ბევრი პოზიტიური ფაქტორიდან ერთ-ერთი ისაა, რომ ფრანგი სპეციალისტი დებიუტანტებს თამამად ენდო.

გვახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ მარცხენა მცველად სხვადასხვა ამპლუის ფეხბურთელები ისინჯებოდნენ. აქტიური საფეხბურთო კარიერის დროს გამორჩეულ ფლანგელ სანიოლისგან შემადგენლობის გამოცხადებისთანავე ვიგრძენით, რომ ხსენებულ პოზიციაზე კვალიფიციურ მარცხენა მცველზე დაყრდნობას აპირებდა. ავსტრიული "ვოლფსბერგერის" მცველმა გურამ გიორბელიძემ მოლოდინები სრულად გაამართლა.

მას ავსტრიაში დავუკავშირდით...

- ნიდერლანდებთან ამხანაგურზე...

- მთავარ მწვრთნელთან ერთად ყოფნისთვის დიდი დრო არ გვქონია. შესაბამისად, ივნისის შეკრებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ამხანაგურ შეხვედრებში, მათ შორის, ნიდერლანდების ნაკრებთან, მეტ გამოცდილებასა და თავდაჯერებას შევიძენთ. ასევე, ტაქტიკური მონახაზების დასამუშავებლადაც შეკრებას ნაყოფიერად გამოვიყენებთ.

- მიზანი შესრულებულია - თუმცა ყველაფერი ახლა იწყება!..

- მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რათა სანაკრებო შანსი მიმეღო და მოთმინებით ველოდებოდი მოწვევას. ბოლო პერიოდში, კლუბში მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, თამაშიც ნაკლებად მიწევდა, თუმცა საკუთარ თავზე ვმუშაობდი, რათა კარიერულ მიზნებში ხელი არ შემშლოდა... სპორტსმენს, განსაკუთრებით, ახალგაზრდულ ასაკში, ბევრი რამის დათმობა უწევს...

- როცა ფიზიკურად ყველა ძლიერია...

- ფიზიკური მომზადების კუთხით პრობლემები ეროვნულ ლიგაში გამოსვლის დროსაც არ მქონია, თუმცა ავსტრიაში ამ კომპონენტში არაერთი გუნდია გამორჩეული. არაერთი ფეხბურთელი ფარავს ბევრ კილომეტრს. შესაბამისად, უფრო ძლიერ ვიზავისთან მეტი ენერგიის დახარჯვა გჭირდება.

იმაზე ვწუხვარ, რომ ტრავმის გამო ევროპალიგის შეხვედრების გამოტოვება მომიხდა და ამან კიდევ უფრო დიდი გამოცდილების მიღების საშუალება წამართვა.

- კონტრაქტი ჩაშლის პირას და გიორგი ფოფხაძის როლი...

- როგორც მოგეხსენებათ, ავსტრიაში გადაბარგებამდე, ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, ტრავმა მივიღე. საუბარი იმაზეც იყო, დაზიანება იმ სიძლიერის ყოფილიყო, ფეხბურთს ძალიან დიდი ხნით გამოვკლებოდი. ასეთ დროს გიორი ფოფხაძისგან საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი. მან ყველაფერი გააკეთა, რათა დაერწმუნებინა "ვოლფსბერგერის" ხელმძღვანელობა, ჰქონოდათ ჩემი ტრანსფერის იმედი...

შეთავაზებებს რაც შეეხება, სხვა გუნდებიდანაც იყო, თუმცა ავსტრიელების მხრიდან მეტი კონკრეტიკა მივიღეთ.

- რატომ არ გაუვლია ასაკობრივი ნაკრებები და ვინ მიიჩნევს წარმატების ხელშემწყობად?!

- ისე მოხდა, ასაკობრივ ნაკრებებში არ მომცემია თამაშის შესაძლებლობა. გამოძახებული ვიყავი ახალგაზრდულ ნაკრებში... ამაზე იშვიათად ვსაუბრობ, მაგრამ რომ არა მამაჩემის მოწადინება, გამიჭირდებოდა მაღალ დონეზე ასპარეზობა. იგი სულ გვერდით მყავდა, შეხვედრების დროს ფლანგს იცვლიდა, რათა მუდმივად ახლოს ყოფილიყო ჩემთან...

- მარსელო და უფრო დიდი მიზნები...

- ჩემი ამპლუის მოთამაშეებისგან საუკეთესო მარსელო მგონია. იგი მოედანზე, ფაქტობრივად, ცეკვავს და ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელია.

ზოგადად, რა თქმა უნდა, მაქვს ამბიცია, უფრო დიდ გუნდში ვითამაშო. "ვოლფსბერგერის" მადლობელი ვარ, მათ სანაკრებო გზა გამიხსნეს, თუმცა პროგრესი გამუდმებით მწყურია...

- კვარაცხელია ძალიან მეხმარებოდა...

- ხვიჩა კვარაცხლია, უშუალო მოვლენების გარდა, დაცვითი ფუნქციების შესრულებაშიც ძალიან მეხმარებოდა. ზოგადად, ნაკრებში არ მიგრძვნია დებიუტანტობა - მთავარი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელი ყველაფერს აკეთებდნენ, თავი დებიუტანტად არ მეგრძნო.

- როცა ნაკრების ფორმა გაცვია...

- სანამ პატარა შანსი მაინც არის, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შევძლოთ. როცა ნაკრების ფორმა გაცვია, მოედანზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო!

რობი
ამ ბიჭს ეტყობა რომ ჟილკიანი ფეხბურთელია! სწრაფიცაა და ძლიერიც!ვუსურვებ წარმატებებს!
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
გიორბელიძემ "ვოივოდინასთან" კონტრაქტი გააფორმა
Geo Team: გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
გურამ გიორბელიძე "ერზრუმსპორში" გადავიდა
გაიტანა და გააძევეს - გაფრინდაშვილმა "ზაგლემბეს" გამარჯვება მოაპოვებინა
"ლეხი" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა - წიტაიშვილი მაინც არ ათამაშეს