გიორგი შერმადინის წინამძღოლობით, "ტენერიფემ" თად მაკფადენის "ბურგოსი" 89:60 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტენერიფელები ფიბას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში მოხვდნენ და მაისის თვეში ფინალში ითამაშებენ.

ფიბამ კოვიდ-რეალობასთან მორგებული ფორმატი შეიმუშავა და საერთაშორისო მიმოსვლის თავიდან მაქსიმალურად ასარიდებლად საუკეთესო 8 გუნდს ერთ ქალაქში, ფინალს ათამაშებს. მეორე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი ასე გამოიყურება: "ქარშიაქა" (თურქეთი), "ჰაპოელი" (ისრაელი), "ტენერიფე" (ესპანეთი), "ბურგოსი" (ესპანეთი), "ნიჟნი ნოვგოროდი" (რუსეთი), აეკ-ი (საბერძნეთი), "სარაგოსა" (ესპანეთი), "ნიმბურკი" (ჩეხეთი).

ტენერიფელებს ჯგუფში პირველი წრის მატჩი 22 ქულით ჰქონდათ "ნურგოსთან" წაგებული და შესაბამისად, პირველ ადგილზე გასასვლელად ამაზე მეტით გამარჯვება ესაჭიროებოდათ. შერმადინის გუნდმა ამოცანა გადაჭარბებით შეასრულა და 29 ქულის სხვაობით იმარჯვა, რაშიც ქართველი ცენტრის წვლილი უდიდესია.

შერმადინმა 19:44 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 32 წლის ქართველმა ცენტრმა 8-დან 6 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17 აღმოჩნდა. გიორგი ამ კუთხით მხოლოდ თანაგუნდელ ემირ სულეიმანოვიჩს ჩამორჩა (18), რომელმაც 12 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა.

უხეიროდ ითამაშა ბურგოსელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 11:44 წუთში მხოლოდ 2 ქულა და 1 პასი მიითვალა, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების წევრისთვის კარგ შედეგად ვერ ჩაითვლება. მოგეხსენებათ, მაკფადენი საქართველოს მოქალაქეა და ჩვენი ნაკრების ღირსებას იცავს.

ფინალური ეტაპის გამართვის თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.

GBF

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში