საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი სპონსორი - ბრიტანული ნავთობკომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი” ეყოლება
შეთანხმება ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი სპონსორი ეყოლება - საქვეყნოდ ცნობილი ბრიტანული ნავთობკომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმი”.

გუშინ კომპანიის წარმომადგენელი, ”ლონდონი-2012”საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი სევე კირიაკოუ სეოკ-ს ესტუმრა, სადაც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ უმასპინძლეს. შეხვედრის მთავარი მიზანი პარაოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ჩვენი გუნდის დაფინანსება იყო, თუმცა არც გაისად გასამართი ჩვეულებრივი ოლიმპიადა დავიწყებიათ.

სტუმართა თხოვნით, საბოლოო გარიგება დაახლოებით ორ კვირაში შედგება, თუმცა ძირეულ პრინციპებზე უკვე შეთანხმდნენ - კომპანია ორივე გუნდს დააფინანსებს, ოღონდ ჩვეულებრივი ოლიმპიადის შემთხვევაში ისინი მხოლოდ დაეხმარებიან ეკიპირების, სპორტული, ყოველდღიური, საპარადო სამოსის თუ ამგვარი სახის ხარჯების გაწევაში, პარაოლიმპიურს კი ბევრად უფრო ფართოდ დააფინანსებენ - ჩაუტარებენ შიდა შეჯიბრებებს, გააგზავნიან სალიცენზიო ტურნირებზე, აუნაზღაურებენ მგზავრობას ლონდონამდე (ეს კომპანია საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის გენერალური სპონსორია და ბილეთების ფულს ყველას უხდის). იქ, ადგილზე კი ოფიციალურ მიღებას გაუმართავენ.

გუშინდელ შეხვედრაზე ნიადაგი უფრო ხანგრძლივ შეთანხმებასაც მოუსინჯეს - სტუმრებს ”თბილისი-2015” სპონსორობაზე ჩამოუგდეს სიტყვა, რასაც სასიამოვნო გამოეხმაურება მოჰყვა. თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი მაინც უფრო მეორე რიგის გეგმაა, პირველი კი ლონდონის პარაოლიმპიური თუ ჩვეულებრივი ოლიმპიადაა. ხელშეკრულებაც იმ თამაშებამდე იდება, მაგრამ თუ ”თბილისი-2015” სპონსორობასაც მიაღწიეს, თანამშრომლობა უფრო დიდხანს გაგრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა