დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მხოლოდ ერთი შეხვედრა ”ლელო”-”აკადემია” გაიმართება
დღეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართება. დიდ დიღომში, "ვისოლის" სტადიონზე ერთმანეთს თბილისური გუნდები "ლელო" და "აკადემია" დუპირისპირდებიან.

დარჩენილი სამი შეხვედრა კი, სხვადასხვა მიზეზების გამო გადაიდო. ქვეყნის ჩემპიონი "ლოკომოტვი" თბილსის " არმაზს" 29 ივნისს დაუპირისპირდება. გათამაშების ლიდერი ქუთაისის "აია" კი უახლოეს მდევარ "არმიას" მალთაყვაში 30 ივნისს უმასპინძლებს. გაცილებით გვიან, 25 აგვისტოს გაიმართება რუსთავში, უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტების, "ხარებისა" და "ყოჩების" მატჩი.

"ლელოსა" და "აკადემიას" დაპირისპირება ყოველთვის დაძაბულ, უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობს. რამდენიმე წლის წინ ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში ერთად გადმოვიდნენ და მათი პირველ ლიგაში დაწყებული "ქიშპობა" დღემდე გრძელდება.

სატურნირო ცხრილში ეს გუნდები დღესდღეობით მეზობლები არიან. "აკადემიამ" წინა, მეექვსე ტურში შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონ "ლოკომოტივს" მოუგო 24:10. აკადემიელები მუდამ ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ და ამჯერადაც, რკინიგზელებთან გამარჯვებით საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი, ვფიქრობთ, "ლელოსაც" ბევრ პრობლემებს შეუქმნიან.

საქართველოს თასის მფლობელს მე-6 ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერის, რუსთავის "ხარების" დამარცხება საკმაოდ გაუჭირდა. ლელოელებს სამი წამყვანი მოთამაშე აკლიათ, ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და სანდრო თოდუა საქართველოს ნაკრების შემდეგენლობაში რუმინთის დედაქალქ ბუქარესტში იმყოფებიან.

VII ტური

18 ივნისი

ლელო-აკადემია

29 ივნისი

არმაზი-ლოკომოტივი

30 ივნისი

აია-არმია

25 აგვიტო

ხარები-ყოჩები

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1.აია 6 6 0 0 +95 12

2.არმია 6 4 1 1 +21 9

3.ლელო 6 4 0 2 +47 8

4.აკადემია 6 2 2 2 -3 6

5.ლოკომოტივი 6 3 0 3 +18 6

6.არმაზი 6 2 1 3 -27 5

7.ხარები 6 1 0 5 -66 2

8.ყოჩები 6 0 0 6 -85 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა