თურქეთის დედაქალაქში დაწყებულ მოკრივეთა 39-ე ევროპის ჩემპიონატზე ჯაბა ხოსიტაშვილმა ინგლისელ ენტონი ოგოგოს დაძაბულ ბრძოლაში სძლია
თურქეთის დედაქალაქში გუშინ დაიწყო მოკრივეთა 39-ე ევროპის ჩემპიონატი. ანკარაში საქართველოს 10 წარმომადგენელი გაემგზავრა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით.

სამი მათგანი გუშინვე გავიდა რინგზე და ორმა დამარცხებულმა დატოვა სარბიელი. კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ახალკაცმა ანკარიდან გვაცნობა, რომ 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა ჯაბა ხოსიტაშვილმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში 14:13 სძლია ინგლისელ ენტონი ოგოგოს. ჯაბა 20 ივნისს ზოლტან ჰარსკასა (უნგრეთი) და ტომაზ იაბლონსკის (პოლონეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას პირველსავე წრეში ჩამოსცილდნენ ავთანდილ ჭუბაბრია (49 კგ) და ბაკურ გოგოჭური (64), რომლებიც, შესაბამისად, ფერჰათ ფეხლივანისთან (თურქეთი) და თომას სთელკერთან (ინგლისი) დამარცხდნენ.

ჩვენებურთაგან დღეს რინგზე გავლენ ნიკოლოზ იზორია (56), ზაალ კვაჭატაძე (69) და ლევან გულედანი (91). ისინი იოზეფ ჰემის (შოტლანდია), მოჰამედ სდერის (ბელგია) და გონორ შეეჰენს (ირლანდია) დაუპირისპირდებიან. 19 ივნისს პირველ ორთაბრძოლებს გამართავენ გიორგი კილანავა (52) ფრანგ ელი კონკისთან და კობა ფხაკაძე (60) შოტლანდიელ ჯოშ ტეილორთან. სტარტზე თავისუფლები იყვნენ და მედლებისთვის ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმებიან იაგო კიზირია (81) და მიხეილ ბახტიძე (+91). ისინი 20 ივნისს იტალიელ სიმენო ფიორისა და პოლონელ მარჩინ რეკოვსკის გაუწევენ მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა